imedi /  03 თებერვალი 2019, 17:56 / სანდო წყარო

ზურაბ დათუნაშვილი: ან კარიერა უნდა დავასრულო, ან სხვა ქვეყნის სახელით ვიასპარეზო

ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს. განცხადებაში დათუნაშვილი წერს, რომ ის ორი "მძიმე არჩევანის წინაშე დგას": ან დაასრულოს კარიერა, ან სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე იფიქროს.

როგორც დათუნაშვილი წერს, გეგა გეგეშიძე დარჩა ფედერაციის პრეზიდენტად, მას კი არაერთხელ უთქვამს, რომ გეგეშიძესთან ერთად ვეღარ იმუშავებს. 

"ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე - ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით - გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს", - წერს დათუნაშვილი.

სპორტსმენი მიმართავს მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს და სთხოვს კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ მისი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. 

"ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა უკვე წავიდა ქვეყნიდან, ბევრიც იძულებული გახდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. როგორც იცით, ნაკრების ერთმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა იმ სპორტსმენების დასახელება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჭიდაობის სამყაროს ორად გახლეჩვა, რაც რეალურად ასე არაა და სინამდვილეში პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ საერთოა ყველასთვის და მოჭიდავეებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს.

შესაბამისად, მინდა ყველას, ვისაც ხელეწიფება ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოგვარება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა, ხოლო თუ მიიჩნევა, რომ მას აქვს უფლებამოსილება გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ - დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან?", - წერს ზურაბ დათუნაშვილი განცხადებაში.

 

 

24 იანვარს სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

მანამდე გეგა გეგეშიძე პოლიციამ დაკითხვის შემდეგ დააკავა. მას სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავებიან.

ყველა სიახლე

სკოტ ბესენტი

07 მარტი 2026, 02:46

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ნავთობის დროებითი გლობალური დეფიციტის გამო, აშშ-მა შესაძლოა შეაჩეროს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული გლობალური დეფიციტის ფონზე, აშშ არ გამორიცხავს რუსულ ნავთობზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვების დროებით შეჩერებას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.

კეროლაინ ლევიტი

07 მარტი 2026, 00:01

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: როდესაც პრეზიდენტი დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს და ოპერაციის მიზნები სრულად მიღწეულია, მაშინ ირანი უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაში აღმოჩნდება

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, როდესაც დონალდ ტრამპი, როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ისთვის და ოპერაციის მიზნები სრულად არის მიღწეული, მაშინ ირანი, არსებითად, უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაში აღმოჩნდება.

კეროლაინ ლევიტი

06 მარტი 2026, 23:37

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ ვარაუდობს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო.

06 მარტი 2026, 23:01

მსოფლიო

ბაქო ირანს აზერბაიჯანში ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებს - დაკავებულია რვა პირი

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრები ქვეყნის ტერიტორიაზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვებასა და ტერორისტული აქტების მომზადებაში დაადანაშაულა.

ფრიდრიხ მერცი

06 მარტი 2026, 22:18

მსოფლიო

მერცი: ირანის სახელმწიფო უნდა დარჩეს ფუნქციონირებადი - ირანის ეკონომიკა არ უნდა ჩამოიშალოს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი პარტნიორებთან ერთად მუშაობს ირანთან საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად საჭირო მიდგომის მოსაძებნად.

06 მარტი 2026, 21:58

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პარაძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს

სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ბაჩო ოდიშარია

06 მარტი 2026, 21:41

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ლომჯარია არის არსება, რომელსაც საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ რუსთაველზე ბომბების წვიმა სურს და ეს თუ არაა საკმარისი მისი უსამშობლობის დასტურად, ელჩის მანქანით რომ აპარებენ, იმ კადრებს რაღა მნიშვნელობა აქვს?!

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ეხმიანება ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოში ვიზიტს.

მარკო რუბიო

06 მარტი 2026, 21:37

მსოფლიო

AXIOS: რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

06 მარტი 2026, 21:30

საზოგადოება

ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2026, 21:21

მსოფლიო

ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ არ ადარდებს, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს CNN-ს განუცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა „გაუვნებელყოფილია“ და ის ეძებს ახალ ლიდერებს, რომლებიც კარგად მოეპყრობიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რელიგიური ლიდერი იქნება და ქვეყანა არ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო.

გივი მიქანაძე

06 მარტი 2026, 21:18

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან შეხვედრა გამართა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

06 მარტი 2026, 21:03

მსოფლიო

ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში ომის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დანიელ ზიმერმანს ხვდება

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ წუთებში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში იმყოფება.

06 მარტი 2026, 20:51

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისი საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დადასტურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის - პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.

06 მარტი 2026, 20:47

პოლიტიკა

თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში და სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართულმა დელეგაციამ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადყოფნა ყველა შეხვედრაზე დაადასტურა. საქართველოს გზავნილები ისმოდა სუვერენული ალიანსის საერთაშორისო კონფერენციაზეც, რომელშიც 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 20:41

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რისი მზაობა აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან

ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.

06 მარტი 2026, 20:36

მსოფლიო

ბრიუსელის ფუჭი დაპირებები - 2027 წელს უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უარი უკრაინას - 2027 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ეს ბრიუსელმა კიევს პირდაპირ და საჯაროდ უთხრა. საკითხზე გაერთიანებაში რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ევროკომისიის პრეზიდენტი ბრიუსელში გამართულ ვახშამზე კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

06 მარტი 2026, 20:33

მსოფლიო

საჰაერო დარტყმები ირანის სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, თეირანის მუქარა ამერიკა-ისრაელს და თავრიზიდან ევაკუირებული აზერბაიჯანის საკონსულო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბაქო თეირანისგან კი ამ დრომდე პასუხებს ითხოვს და ირანიდან დიპლომატიური მისიები გაჰყავს. პარალელურად, შეერთებული შტატები და ისრაელი საჰაერო დარტყმების ინტენსივობას ზრდიან.

06 მარტი 2026, 20:29

პოლიტიკა

ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობა „ქრონიკის“ სიუჟეტი

სწორედ მის სახელს უკავშირდება სიცრუეზე აგებული მორიგი კვლევა, რომლითაც საკუთარ ქვეყანას სახიფათო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. კანდელაკს მეტი პასუხისმგებლობისკენ ოპოზიციიდანაც მოუწოდეს.

06 მარტი 2026, 20:26

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ვითხოვთ პასუხებს უკრაინის ხელისუფლებისგან! ფოტოებზე ასახულია ე.წ. „უკრაინული ოქროს კონვოის“ ოპერაცია - ვინ დგას ამ ფულის უკან და რის დაფინანსებას ისახავს ის მიზნად?

ჩვენ ვითხოვთ პასუხებს უკრაინის ხელისუფლებისგან! ფოტოებზე ასახულია ე.წ. „უკრაინული ოქროს კონვოის“ ოპერაცია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა.

06 მარტი 2026, 20:25

პოლიტიკა

რა სამართლებრივ საფუძველს დაეფუძნა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ - „ქრონიკის“ კითხვას ბრიტანეთის საელჩომ 10 დღის შემდეგ ზოგადი წერილით უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კომუნიკაციების კომისია მომდევნო კვირიდან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსს“ აამოქმედებს. კომისიამ განცხადება დღეს გაავრცელა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ, მედიაპლურალიზმს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.