აშშ-მა არგენტინაში ჰიტლერის გაქცევის შესახებ საგამოძიებო მასალები გაასაჯაროვა
ადოლფ ჰიტლერი
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) 1945 წელს ადოლფ ჰიტლერის არგენტინაში გაქცევის ვერსიას განიხილავდა. ამის შესახებ უწყების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა.
დოკუმენტების თანახმად, ნაციონალ-სოციალისტების ლიდერი, შესაძლოა, წყალქვეშა ნავით არგენტინაში ჩასულიყო და ანდების სამხრეთ ნაწილში დამკვიდრებულიყო. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ამაში ჰიტლერს არგენტინელი მაღალჩინოსნები დაეხმარნენ.
ჰიტლერის გარდა მოხსენებაში მესამე რაიხიდან გაქცეული კიდევ 50 მაღალჩინოსანი ფიგურირებს. მოხსენება 1945 წლის 21 სექტემბრით თარიღდება, ჰიტლერი კი, წყაროს მტკიცებით, გერმანიიდან ბერლინის დაცემიდან ორი კვირის შემდეგ გაიქცა.
გასაიდუმლოებული მასალები FBI-ის პირველ დირექტორ ედგარ გუვერამდე მივიდა. გუვერის გარდა ამ ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო დაზვერვაც ფლობდა. მათ გამოძიების ხელთ არსებული მასალები არასრულყოფილად ჩათვალეს და ფიურერის ძებნის შეწყვეტის ბრძანება გასცეს.
ოფიციალური ვერსიით, ადოლფ ჰიტლერმა მეუღლე ევა ბრაუნთან ერთად სიცოცხლე თვითმკვლელობით ბერლინში 1945 წლის 30 აპრილს, საბჭოთა ჯარების მიერ გერმანიის დედაქალაქის შტურმის დროს დაასრულა. მათი სხეულები რაიხის კანცელარიის ეზოში დაიწვა.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე: საქართველოსთან მიმართებაში იყო საინტერესო კითხვები დასმული საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიმართ არსებული გამოწვევების შესახებ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ადეკვატური, დასაბუთებული პასუხები იყო გაცემული
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ლუქსემბურგში ვიზიტით იმყოფება, მედიასთან ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.
24 სექტემბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო - უცნობი იყო საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებული საკითხი, ანუ რატომ არ აგზავნის საქართველო დელეგაციას PACE-ში
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის დეპუტატებთან გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრისას.
24 სექტემბერი 2026, 14:25
მსოფლიო
ბალტიისპირეთის ქვეყნები დრონებთან საბრძოლველად ევროკავშირისგან €500 მილიონს ითხოვენ
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თქმით, მხარეები ევროპული სამხედრო საწარმოებისგან ტექნოლოგიების ერთობლივ შესყიდვას განიხილავენ. დაფინანსების მოთხოვნა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრების დრონების მიერ დარღვევის გახშირებულ შემთხვევებს უკავშირდება.
24 სექტემბერი 2026, 14:20
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: შეხვედრის მიზნები არის მიღწეული. ჩვენ გამოვხატეთ ძალიან მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით
შეხვედრის მიზნები არის მიღწეული. ჩვენ გამოვხატეთ ძალიან მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
24 სექტემბერი 2026, 14:09
მსოფლიო
ზელენსკი G20-ს სამიტზე აშშ-სა და რუსეთის ლიდერებთან სამმხრივ შეხვედრას არ გამორიცხავს
„ვფიქრობ, ეს არის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების რეალური შესაძლებლობა, რომელსაც შესაძლოა რეალური შედეგი მოჰყვეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
24 სექტემბერი 2026, 14:07
მსოფლიო
მარკო რუბიო: საერთაშორისო სისტემა კრიზისშია, რადგან თავის პირველად მანდატს გასცდა. სისტემა ჩაერია ისეთ საკითხებში, სადაც არ უნდა ჩარეულიყო და ამავდროულად, უუნარო აღმოჩნდა მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა მასშტაბური კონფლიქტის გადასაჭრელად
„საერთაშორისო სისტემა დღეს საუკეთესო მდგომარეობაში არ არის, ისევე როგორც ეს საერთაშორისო ნორმები, რომლებზეც ხშირად ლაპარაკობენ. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] და მე ამას თავიდანვე ვუსვამდით ხაზს: ამ ადმინისტრაციის პოზიციით, ნებისმიერი მთავრობის უპირველესი და მთავარი მოვალეობა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. მრავალმა ლიდერმა მიუთითა იმაზე, რომ საერთაშორისო სისტემა კრიზისშია - ის მარცხდება, რადგან გასცდა თავის პირველად მანდატს. სისტემა ჩაერია ისეთ საკითხებში, სადაც არ უნდა ჩარეულიყო და ამავდროულად, უუნარო აღმოჩნდა მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა მასშტაბური კონფლიქტის გადასაჭრელად“, - განაცხადა რუბიომ.
24 სექტემბერი 2026, 14:03
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, კლოდ ვისელერს შეხვდა.
24 სექტემბერი 2026, 14:01
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა - ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე
რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების სერიოზულად კომენტირება არასერიოზულია! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების შესახებ.
24 სექტემბერი 2026, 13:57
მსოფლიო
ამერიკული კომპანია, რომელიც პენტაგონსა და საიდუმლო სამსახურს პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდა, რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინეს ვირჯინიაში რეგისტრირებული ციფრული ექსპერტიზისა და მონაცემთა ანალიზის კომპანია Oxygen Forensics-ის გენერალურ დირექტორს, 55 წლის ლი რაიბერსა და კომპანიის რუს დამფუძნებელს, 52 წლის ოლეგ დავიდოვს. მათ აშშ-ის პენტაგონის, საიდუმლო სამსახურისა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოტყუება და კომპანიის რეალური რუსი მფლობელების დამალვა ედებათ.
24 სექტემბერი 2026, 13:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ წაახალისა საჯაროდ დედის გინება საქართველოში და ლამის კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა
როგორც გავიგეთ დღეს ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან, დედის გინებით უნდათ ალბათ დიალოგის აღდგენა. ასეთ ფორმატში ვართ დღეს სამწუხაროდ ევროკავშირთან, როდესაც ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლებაა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე საუბრისას.
24 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავის დროზე, 2022 წელს არ ავყევით ესკალაციას, თორემ დღეს ჩვენ ნაომარი, დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით და ამ გადმოსახედიდან შევხედავდით, ნელ-ნელა როგორ ჩაეხუტებიან ისევ რუსეთს, როგორც 2008 წლის შემდეგ ჩაეხუტნენ - საუკუნეებია, ვიცით, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩვენ ვართ ჩვენი თავის პატრონები
მე მგონი, ქართველმა ხალხმა უკვე დიდი ხანია, გაშიფრა საერთაშორისო პოლიტიკის არსი. ღირებულებები, რომლებზეც საუბრობენ, მაშინ არის ღირებულებები, როცა მათთვის არის სასარგებლო, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას ევროკავშირის მიერ სასანქციო სიიდან რუსი ბიზნესმენების - ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანის ამოღების შესახებ.
24 სექტემბერი 2026, 13:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია, დღეს ევროკავშირი დოგმის დონეზე ჰყავთ აყვანილი და გამოცხადებული ჰყავთ აღთქმულ ქვეყანად
რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოების თვალწინ პროტესტის ეს ჯგუფი თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნებით ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა.
24 სექტემბერი 2026, 13:43
რეგიონი
სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 22 სექტემბრიდან, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობდა.
24 სექტემბერი 2026, 13:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ ორასი ათას ადამიანს პასუხის ღირსადაც არ თვლის და „კორძის“ პოსტს ეგრევე გამოეხმაურა
ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ ორასი ათას ადამიანს პასუხის ღირსადაც არ თვლის და ამ „კორძის“ პოსტს ეგრევე გამოეხმაურა, ლამის ბოდიშებით, რომ გააუქმა ეს შეხვედრა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „კორძის“ კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით.
24 სექტემბერი 2026, 13:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი დგას დიალოგზე, ევროკავშირი დგას სამართლიანობასა და დისკუსიაზე და როდესაც მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია - ლუქსემბურგის ხელისუფლების, პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას
ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია და მგონი, ეს არის ევროპულობა, რომ შეუძლებელია, კონფრონტაცია იყოს სწორი გზა, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
24 სექტემბერი 2026, 13:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი:ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში
ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
24 სექტემბერი 2026, 13:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, ლუქსემბურგშიც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა
ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, აქაც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როცა ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, სადაც ის დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
24 სექტემბერი 2026, 13:24
მსოფლიო
მოლდოვაში კამერით აღჭურვილი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
მოლდოვის ფლორეშტის რაიონში პოლიციამ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები აღმოაჩინა. ქვეყნის პოლიციის ექსპერტების მონაცემებით, ნაპოვნ აპარატს რუსეთის მიერ გამოყენებული „გერბერას“ მოდელისთვის დამახასიათებელი ტექნიკური პარამეტრები აქვს.
24 სექტემბერი 2026, 13:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მოხარულები ვართ, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის სახით გვყავს მეგობარი, რომელსაც ესმის ჩვენი მდგომარეობა და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ
მოხარული ვართ, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის სახით გვყავს მეგობარი, რომელსაც ესმის ჩვენი მდგომარეობა და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
24 სექტემბერი 2026, 13:11
პოლიტიკა
3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა
3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა.


