imedi /  27 მაისი 2019, 10:45 / სანდო წყარო

როგორ აქცია სოფელი ტურისტულ ცენტრად ერთადერთმა მცხოვრებმა მოხუცმა, რომელსაც გასახლებით ემუქრებოდნენ

10 წლის წინ 86 წლის ჰუან იუნ ფუს ტაივანის ხელისუფლება დაემუქრა, რომ მის სოფელს გაანადგურებდა, რადგან დასახლებაში მოხუცის გარდა აღარავინ ცხოვრობდა და სოფლის ნაცვლად, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება სურდათ. მას ფულს სთავაზობდნენ, რათა სხვა სოფელში გადასახლებულიყო, თუმცა იუნ ფუ უარს ამბობდა.

Rainbow Village - Taichung - Taiwan

იუნ ფუ ჩინეთში დაიბადა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს მაო ძედუნის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ ნაციონალისტების პარტიის მხარეს იბრძოდა. ნაციონალისტების დამარცხების  შემდეგ, 2 მილიონამდე ადამიანი კუნძულ ტაივანზე გაიქცა და მათთვის სწრაფად ააშენეს სოფლები, რომლებიც დროებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზოგიერთი ოჯახი იქ სამუდამოდ დაფუძნდა. 

Rainbow Village - Taichung - Taiwan

40 წელიწადში ზოგი გარდაიცვალა, ზოგი კი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. იუნ ფუმ თავი მარტოსულად იგრძნო და მიტოვებული სახლების მოხატვა დაიწყო. ერთხელაც მოხატული სახლები გზაზე მიმავალმა სტუდენტმა დაინახა და კაცს შეჰპირდა, რომ დაეხმარებოდა. მან ფოტოები გადაუღო ნახატებს და ინტერნეტში გაავრცელა. მალევე მოხუცს ფულიც შეუგროვეს და მისი სოფლის მიმართ ტურისტული ინტერესი გაჩნდა. 

Painted Village in Taiwan

მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ჰუან იუნ ფუ დღემდე ცხოვრობს თავის საყვარელ სოფელში, რომელსაც ყოველდღიურად სტუმრობენ.

Rainbow Grandpa - Taiwan

ყველა სიახლე

თურქეთი აფეთქება

03 ივლისი 2020, 21:43

მსოფლიო

თურქეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ქარხანაში რამდენიმე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Hurriyet-ი ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ 100-მდე ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების 85 ბრიგადა, 2 ვერტმფრენი და 11 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

მირიან ნიკოლაძე

03 ივლისი 2020, 21:39

სამართალი

მირიან ნიკოლაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის დევნის ეპიზოდზე დაკავებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ

ერთი კვირაა ვეხვეწები დაკავებულ პირებს, რომ თქვით სიმართლე. მთავარი არსებითი აქ არის ერთი რამ, გიორგის მიმართ რომ გრძელდება დევნა აი ამის შემდეგ რა ხდება. ამის შემდეგ საქმეში ყველაფერი წყდება, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

03 ივლისი 2020, 21:39

მსოფლიო

ევროპოლმა უპრეცედენტო მასშტაბის ოპერაცია ჩაატარა

საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და ინგლისის პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ოპერაცია Venetic-ი ჩაატარა. დაკავებულია ასობით ადამიანი, ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ტონობით ნარკოტიკი. დაკავებულთა შორის პოლიციელების არიან, რომლებიც კრიმინალებთან თანამშრომლობდნენ. ოპერაციას კოორდინირებას ევროპოლი უწევდა.

RyanAir

03 ივლისი 2020, 21:14

მსოფლიო

ბერლინი-ათენის რეისით მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლი გაჩნდა

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. თვითმფრინავი, რომელიც რეისს ბერლინიდან ათენის მიმართულებით ასრულებდა, ავარიულად ქალაქ სალონიკში დაეშვა.

პოლიცია

03 ივლისი 2020, 21:07

სამართალი

დმანისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

03 ივლისი 2020, 21:03

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა შეიძლება არ დადგეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა შეიძლება არ დადგეს.

დავით ჭაკუა

03 ივლისი 2020, 20:55

სამართალი

პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე დავით ჭაკუას 21 დღით კარანტინში მოათავსებენ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დავით ჭაკუა გადმოიყვანეს. პენიტენციურ დაწესებულებაში მას 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ გადაიყვანენ - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

03 ივლისი 2020, 20:34

საზოგადოება

თეა წულუკიანმა „შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

„შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თაოსნობით ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „შშმ პირებთა შესახებ“ კანონპროექტის შემუშავების მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და იმ სიახლეებს გაუსვა ხაზი, რომელიც მოცემული მასშტაბური რეფორმის შედეგი იქნება.

03 ივლისი 2020, 20:33

სამართალი

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე 3 წლის ბავშვი მშენებარე კორპუსიდან გადავარდა

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე 3 წლის ბავშვი მშენებარე კორპუსიდან გადავარდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ირაკლი ჩილინგარაშვილი

03 ივლისი 2020, 20:17

სამართალი

ირაკლი ჩილინგარაშვილი: ჭაკუა ამბობდა, რომ პოლიტიკურად დევნიდნენ, თუმცა გერმანულმა სასამართლომ ეს არგუმენტები არ გაიზიარა

დავით ჭაკუა ამბობდა, რომ პოლიტიკურად დევნიდნენ და მისი უფლებების დარღვევის რეალური რისკი არსებობდა, თუმცა გერმანულმა სასამართლომ არ გაიზიარა ეს არგუმენტები და თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა განაცხადა.

ელენა ზელენსკი

03 ივლისი 2020, 20:10

COVID19

უკრაინის პირველი ლედი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

უკრაინის პირველი ლედი, ელენა ზელენსკი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, პირველი ლედი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

03 ივლისი 2020, 20:10

სამართალი

გენერალური პროკურატურა: ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოშია ეტაპირებული

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადირების თაობაზე საქართველოს პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

03 ივლისი 2020, 20:00

პოლიტიკა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „ევროპის დღეები 2020“-ის შემაჯამება და პანელური დისკუსია გაიმართა

2020 წლის 3 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „ევროპის დღეები 2020“- ის შემაჯამება და პანელური დისკუსია გაიმართა. ციფრულ ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა 2020 წლის ევროპის დღეები შეაჯამეს და ასოცირების შეთანხმების 6 წლის შედეგები შეაფასეს.

გორი ვახტანგ გომელაური

03 ივლისი 2020, 19:59

რეგიონი

ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად გორში იმყოფება. მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 1-ელ ივლისს მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა, რომელიც მოკლულის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა. დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

03 ივლისი 2020, 19:59

COVID19

ჯანმო: თუ ქვეყნები გახსნას გამაფრთხილებელი ზომების მიღების გარეშე განაგრძობენ, სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, თუ ქვეყნები გახსნას გამაფრთხილებელი ზომების მიღების გარეშე განაგრძობენ, სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება.

03 ივლისი 2020, 19:56

სამართალი

ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პატიმრების წამების საქმეზე ძებნილი დავით ჭაკუა საქართველოშია. მისი ექსტრადირება გერმანიიდან განხორციელდა. თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

03 ივლისი 2020, 19:51

პოლიტიკა

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან ამოქმედდება და განთავსდება ვებგვერდზე.

კარლ ჰარცელი

03 ივლისი 2020, 19:48

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია, როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებების, საარჩევნო კოდექსის განხორციელებას და არჩევნებისთვის მზადებას

კარლ ჰარცელი, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დამტკიცებას მიესალმება. საქართველოში ევროკავშირის ელჩი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებების, საარჩევნო კოდექსის განხორციელებას და არჩევნებისთვის მზადებას. „საარჩევნო კოდექსი ის პროექტია, რომელსაც საქართველოს პარლამენტთან, არასამთავრობოებთან და სხვადასხვა მხარესთან ერთად, წელიწადზე მეტხანს განვიხილავდით. ეს დამღლელი პროცესი იყო.

საარჩევნო უბანი

03 ივლისი 2020, 19:46

საზოგადოება

რას ითვალისწინებს კორონავირუსთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ უსაფრთხოების ნორმებს ითვალისწინებს. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში განსაზღვრულია ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა.

კრისტიან ურსე

03 ივლისი 2020, 19:44

პოლიტიკა

კრისტიან ურსე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს გააუმჯობესებს წინასაარჩევნო გარემოს, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი არჩევნები საქართველოში

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. „მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.