imedi /  15 ნოემბერი 2019, 10:40 / სანდო წყარო

PINK შემოქმედებით პაუზას იღებს

ფინქი

ფინქი

პოპვარსკვლავი ფინქი 2020 წელს მუსიკისგან დროებით დასვენებას აპირებს. Usatoday-ის ინფორმაციით , ამის შესახებ მომღერალმა ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო წელიწადი სურს, რომ უმეტესად ოჯახს დაუთმოს.

ფინქმა აღნიშნა, რომ შვილები სკოლისთვის ემზადებიან და ქმარს მისი გვერდით დგომა სჭირდება. „ვილოუ სკოლაში ბრუნდება, ჯეიმსონი სკოლისთვის ემზადება. ეს წელიწადი უმეტესად ოჯახის იქნება. კერისაც ბევრი საქმე აქვს, ის მხარს ძალიან მიჭერს. ის დამყვება ყველგან მსოფლიოს გარშემო და ახლა მისი ჯერია“, - განაცხადა მომღერალმა.

პოპვარსკვლავს მიმდინარე წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამ ღონისძიებაზე ვარსკვლავს თან მეუღლე კერი ჰარტი და ორი შვილი ახლდა. 

„ზუსტად იმას მივაღწიე რაც ყოველთვის მინდოდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ვიცი ჩემი ძლიერი მხარეები. მე არც ყველაზე ლამაზი ვარ და არც საუკეთესო. უბრალოდ მე ვარ საკმარისად ნიჭიერი და ბევრს ვმუშაობ, ამიტომაც ვაღწევ ჩემს მიზნებს და რაც ყველაზე მთავარია მე არ ვნებდები და 40 წლის ასაკში შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს საქმეში მაგარი ვარ,“ - აღნიშნა მომღერალმა დაჯილდოებაზე.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2026, 10:21

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში 20 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 10:19

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დედამიწის უძველესი კრატერის ასაკი დაადგინეს

მანამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კრატერი დაახლოებით 3,47 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. სხვა გეოლოგები კი ამტკიცებდნენ, რომ ობიექტი პროტეროზოურ ერას მიეკუთვნება და მისი ასაკი 2,3-2,4 მილიარდი წელია. დავის გადასაჭრელად, პროფესორ კრისტოფერ კირკლენდის გუნდმა ცირკონების იზოტოპური შემადგენლობა შეისწავლა. ეს ცეცხლგამძლე კრისტალები წარმოქმნის მომენტიდან ინარჩუნებენ თავის თვისებებს, რაც მათი გარემომცველი ქანების გაჩენის დროის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

25 ივნისი 2026, 10:18

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს.

25 ივნისი 2026, 10:06

რეგიონი

ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

25 ივნისი 2026, 10:05

რეგიონი

მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. რეაბილიტირებული სატუმბი სადგური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

პეტრ პაველი

25 ივნისი 2026, 10:01

მსოფლიო

POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა

ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი განჩინება გამოსცა, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტი პეტრ პაველი ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 09:55

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განახლებულ პუბლიკაციას „უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე” აქვეყნებს.

25 ივნისი 2026, 09:50

კულტურა

გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „ალილოს“ საიუბილეო საღამო გაიმართა

ანსამბლის შემოქმედების 25 წლის აღსანიშნავი კონცერტი, რომელსაც გასულ წელს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა, მსმენელთა თხოვნით, განმეორებით ჩატარდა. „ალილო“ ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი რეპერტუარითა და საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი სიმღერებით წარდგა. კონცერტში საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი, ბენდი და მაესტრო დავით მაზანაშვილი მონაწილეობდნენ.

25 ივნისი 2026, 09:47

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ახალციხის ციხეზე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე დებატები გამართეს. მონაწილე გუნდებმა საკმაოდ არგუმენტირებულად და დამაჯერებლად იმსჯელეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. დებატები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

25 ივნისი 2026, 09:46

მსოფლიო

მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 09:43

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ჯიღაურაში, ზაქაროსა და ნავაზში. იგება ასფალტის საფარი, გარკვეულ ადგილებში ეწყობა სანიაღვრე არხები და წესრიგდება მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები. შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წეროვნის დევნილთა დასახლებაშიც, სადაც პარალელურად, ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერის კეთილმოწყობაც გრძელდება.

25 ივნისი 2026, 09:39

კულტურა

ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს

ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" თამარ ქორიძის ხელმძღვანელობით ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს, რომლის სახელწოდებაცაა „მზისკენ’’და აგებულია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე.

25 ივნისი 2026, 09:32

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ყველა საჭირო მუნიციპალურ სერვისს სოფლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში მიიღებს. ამასთანავე, მარტყოფში ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სრული განახლება მიმდინარეობს, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება სართიჭალაშიც.

25 ივნისი 2026, 09:28

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩივთქილისსა და საბეჭისში.

25 ივნისი 2026, 09:25

საზოგადოება

ბათუმში დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს. ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა, საზღვაო განათლების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციამ, საერთაშორისო აღიარების გეოგრაფიის გაფართოებამ და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე და გააძლიერა ახალგაზრდების ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.

დონალდ ტრამპი

25 ივნისი 2026, 09:20

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება.

25 ივნისი 2026, 09:18

პოლიტიკა

ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.

დავით მათიკაშვილი

25 ივნისი 2026, 09:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

25 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არიან დაღუპულები

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასთან ახლოს 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

25 ივნისი 2026, 08:56

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: კატასტროფულ მდგომარეობაშია მოლდოვა იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ემორჩილება ბრიუსელს და მისთვის რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი. ის მზად არის, რომ გააუქმოს თავისი სახელმწიფო და შეუერთოს სხვა ქვეყანას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.