imedi /  14 აპრილი 2021, 17:22 / სანდო წყარო

მედია: ელისაბედ მეორე პრინც ფილიპეს დაკრძალვაზე მეგან მარკლის არჩასვლას გაგებით მოეკიდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გაგებით მოეკიდა იმ ფაქტს, რომ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი პრინც ფილიპეს დაკრძალვას არ დაესწრება. ამის შესახებ მეგან მარკლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა People-ი წერს.

გამოცემის წყაროს მტკიცებით, მეგან მარკლმა მიუსამძიმრა დედოფალს, რაზეც ელისაბედ მეორემ მიუგო, რომ ესმის, რატომაც არ დაესწრება ის პრინც ფილიპეს დაკრძალვას.

სასექსის ჰერცოგინია ორსულობის მე-6 თვეშია და ექიმმა მას მოგზაურობაზე უარის თქმა და კალიფორნიაში დარჩენა ურჩია. მეგან მარკლის ქმარი პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში 11 აპრილს ჩავიდა.

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპე 99 წლისა გარდაიცვალა. მას 17 აპრილს უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2026, 15:57

მსოფლიო

CNN: ირანის უზენაესი ლიდერი მამის მკვლელობისთვის „შურისძიებას“ ჰპირდება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ მისი მამის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობას „შურისძიება“ უნდა მოჰყვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პროკურატურა

11 ივლისი 2026, 15:46

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გია აბაშიძე

11 ივლისი 2026, 15:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე „რადიო თავისუფლებაზე“: რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მტრობა და უცხოეთის სპეცსამსახურების მსახურება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და აღნიშნავს, რომ „რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები.“

11 ივლისი 2026, 15:39

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა.

11 ივლისი 2026, 15:35

სპორტი

RAF Georgia-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზეც შეუძლიათ

ტელეკომპანია „იმედის“ პარალელურად, RAF GEORGIA-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეუძლიათ, სადაც ასევე მსოფლიო ჩემპიონტს აჩვენებენ.

ჯაბა ხუბუა

11 ივლისი 2026, 15:32

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა. ცხადია, ეს პროვოკაცია საქართველოში რუსოფობიის გაძლიერებასა და ქართველთა რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებზე თამაშს ემსახურებოდა

ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, რომელიც საქართველოში შოვინიზმისა და ნაციზმის ბაცილის გავრცელებით არის დაკავებული. იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

დავით ქართველიშვილი

11 ივლისი 2026, 15:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „რადიო თავისუფლებამ“ ბნელ ოთახში შავი კატა ვერ იპოვა, მისი არარსებობის გამო - მან თავად დახატა იგი კედელზე და ახლა მთელ სამხრეთ კავკასიას საკუთარი ნახატით შეშინებას სთავაზობს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და მედიასაშუალებას ინფორმაციული ზემოქმედების ტექნოლოგიების გამოყენებასა და ტენდენციურობაში ადანაშაულებს.

11 ივლისი 2026, 15:26

რეგიონი

ახალციხეში მერიის პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა

ფინალურ შეხვედრებში გამარჯვებულები, მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა დააჯილდოვა. მონაწილეობა 18 წლის ზემოთ ასაკის მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულებმა მიიღეს.

11 ივლისი 2026, 15:24

ეკონომიკა

ბოლო ერთი თვეა, ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად მყარდება

ბოლო ერთი თვეა, ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად მყარდება. ციფრების მიუხედავად კი ოპოზიცია არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ლაპარაკობს, თუმცა აღიარებს, რომ ეკონომიკა იზრდება. მოქმედი კურსის შესაბამისად ერთი დოლარის შეძენა, 2 ლარად და 63 თეთრად არის შესაძლებელი. ეს ავტომატურად გულისხმობს ეროვნული ვალუტის გამყარებას

11 ივლისი 2026, 15:05

თავდაცვა

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

11 ივლისი 2026, 15:04

პოლიტიკა

ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამართლებენ ალეკო ელისაშვილს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამართლებენ ელისაშვილის ქმედებას, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ტერორიზმის მცდელობის ფაქტზე. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში თუ მედიების მიერ გაშუქებულ ამბებში ისინი ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.

11 ივლისი 2026, 14:54

მსოფლიო

Bloomberg: თურქეთი S-400-ების მესამე ქვეყანაში გადაცემაზე რუსეთის დათანხმებას ცდილობს, რათა ამერიკული F-35-ები შეიძინოს

თურქეთი ცდილობს, რუსეთისგან მიიღოს თანხმობა მოსკოვისგან შეძენილი S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მესამე ქვეყნისთვის გადაცემაზე. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ლიზა გეგეჭკორი

11 ივლისი 2026, 14:52

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანზე: შსს-მ ეკლესიაზე მიშარდვის გამო ესტონეთის და უკრაინის მოქალაქე დააჯარიმა და ამ პოპულისტმა ნაცმა, ისე, რომ არაფერი იცოდა, თქვა, რუსები არიანო. როგორი გულის ამრევია ნაცის ჰაბიტუსი, ტყუილი და პოპულიზმი რომ არის მათი მთავარი ნიშან-თვისება

ამ პატარა პოპულისტმა ნაცმა, როდესაც ვიდეო ნახა, რომელშიც ორი ტურისტი ეკლესიას აშარდავდა, გამოხტა ეგრევე და ისე, რომ არაფერი იცოდა - აპრიორი რუსები არიან და ხელისუფლების ბრალია, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანის განცხადების შესახებ, სადაც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე ამბობს, „ორი რუსი აშარდავდა ეკლესიას”.

დავით მათიკაშვილი

11 ივლისი 2026, 14:50

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ჭულუხაძის დაკავებაზე: კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა - ისინი აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი

რადიკალები აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას.

11 ივლისი 2026, 14:26

სამართალი

ბექა ჭულუხაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი: იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. გავივლი კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, დავგეგმავთ სამოქმედო გეგმას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ

დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უფლებადამცველს იგი ჯერ არ მოუნახულებია.

პაველ ჰერჩინსკი

11 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო

რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან ალეკო ელისაშვილის განაჩენთან დაკავშირებით.

11 ივლისი 2026, 14:18

მსოფლიო

Euronews: ევროპარლამენტმა Chat Control 1.0 „უკანა კარის“ გავლით მიიღო

ევროპარლამენტმა Chat Control 1.0, ანუ პირადი მიმოწერების მასობრივი სკანირების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 14:10

თავდაცვა

დაჭრილი მებრძოლების კვირეული გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული.

11 ივლისი 2026, 14:02

რეგიონი

რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივნისს, 19:00 საათიდან, გაიხსნება.

ვახტანგ ცაგარელი
მიხეილ სარჯველაძე

11 ივლისი 2026, 13:59

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ. როგორც KIU-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.