Imedi /  03 აგვისტო 2017, 11:26 / სანდო წყარო

მესიმ ქორწილის სტუმრებს საჩუქრების ნაცვლად ღარიბი ბავშვების დახმარება სთხოვა

ლიონელ მესი
ანტონელა როკუცო

ლიონელ მესიმ, რომელმაც ანტონელა როკუცოზე როსარიოში 30 ივნისს იქორწინა, ქორწილში დაპატიჟებულ სტუმრებს საჩუქრების ნაცვლად თანხის ღარიბ ბავშვთა დახმარების ფონდში გადარიცხვა სთხოვა. 260-მდე სტუმარმა ფონდის ანგარიშზე 9.5 ათასი ევრო გადარიცხა.

"ეს თანხა კიდევ უფრო სასაცილო ჩანს იმის ფონზე, რომ ლიონელ მესის თანაგუნდელმა, ჟერარდ პიკემ საკუთარი ქორწილის დღეს კაზინოში 11 ათასი ევრო დატოვა", - წერს ესპანური გაზეთი.

ლიონელ მესი უკმაყოფილოა, რომ მისი სტუმრების მიერ შეწირული თანხის ოდენობა გასაჯაროვდა.

"მდიდარი ვირთხები არიან. შეეძლოთ გაცილებით მეტი გაეღოთ", - აღნიშნა ერთ-ერთმა ცნობილმა ესპანელმა.

კომენტარები ()