imedi /  14 მაისი 2018, 20:59 / სანდო წყარო

თბილისში მაღაზიაში თანხის მოსაპარად შესული ბიჭი მოლარე ქალმა დააკავა

მოსკოვის გამზირზე, მაღაზია "ორ ნაბიჯში" თანხის მოსაპარად შესული ახალგაზრდა, მოლარე ქალმა დააკავა. მძარცველმა მოპაური 65 ლარით მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმა მოასწრო. მას მაღაზიის თანამშრომლები დაედევნენ, თანხა დააბრუნებინეს და სამართალდამცველები მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახეს.

"ორ ნაბიჯში" მისულ პოლიციას კონსულტანტების მიერ დაკავებული ახალგაზრდა ბიჭი დახვდა. 

ყველა სიახლე

ზურაბ ჯაფარიძე

18 ნოემბერი 2019, 21:12

ძალოვნები

ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ამავე სამმართველოში პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 16 დაკავებული პირია გადაყვანილი, მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

18 ნოემბერი 2019, 20:43

საქართველო

საავადმყოფოებში 3 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის 1 პოლიციელია

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს. მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები.

კახა კალაძე

18 ნოემბერი 2019, 20:34

საქართველო

მდინარაძე და კალაძე რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ

ოპოზიცია გაწბილებულია, რომ დღევანდელი ღონისძიება გართულების, დაზიანების გარეშე დასრულდა, ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლას. „მთავარი ამბავია, რომ დიდი მოთმინებით შეხვდნენ საქმეს, გაუფრთხილდნენ თითოეული ადამიანის უფლებას“.

Mustang Mach-E

18 ნოემბერი 2019, 20:23

ტექნოლოგიები

Ford-მა ელექტრომობილი Mustang Mach-E წარადგინა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford-მა ელექტრომობოლი Mustang Mach-E წარადგინა. ავტომობილი 5 კომლექტაციაში წარადგინეს. ის საათი 100 კილომეტრს ავითარებს. მას შეუძლია 600-მდე კილომეტრი დამუხტვის გარეშე გაიაროს. ბატერეის დამუხტვა 80%-მდე 38 წუთშია შესაძლებელი.

კაილი ჯენერი

18 ნოემბერი 2019, 20:20

ეკონომიკა

Coty კაილი ჯენერის კოსმეტიკური კომპანიის ნახევარს $600 მილიონად იყიდის

2019 წლის მარტში Forbes-მა კაილი ჯენერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა, შეაფასა რა მისი ქონება იმ მომენტისთვის 1 მილიარდ დოლარად. Forbes-ის 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანების რეიტინგში, კაილი ჯენერმა მეორე ადგილი დაიკავა (პირველ ადგილზე ტეილორ სვიფტია).

ბათუმი, აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

18 ნოემბერი 2019, 20:00

საქართველო

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე კარვები გაშალეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. ისინი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

არჩილ თალაკვაძე

18 ნოემბერი 2019, 19:30

საქართველო

თალაკვაძემ ბოქლომი და ჯაჭვი ოპოზიციას დაუბრუნა

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა.

სოზარ სუბარი

18 ნოემბერი 2019, 19:28

საქართველო

სოზარ სუბარი: პოლიცია და სპეცრაზმი მოქმედებდა კანონის ფარგლებში

„როდესაც პოლიცია და სპეცრაზმი მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციელებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ტეკომპანია „მთავარის“ეთერში განაცხადა.

ინგოროყვას კლინიკა

18 ნოემბერი 2019, 19:26

საქართველო

ინგოროყვას კლინიკაში აქციაზე დაშავებული ერთი ადამიანი იმყოფება

თბილისში ინგოროყვას კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აქციაზე დაშავებული ერთი კაცი მიიყვანა. კლინიკის ექიმის ინფორმაციით, კახა კვეკვესკირს გულ-მკერდის გარე დაზიანება აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

18 ნოემბერი 2019, 19:19

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. პარალელურად პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას" წევრები აქციას მართავენ. პარლამენტის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი.

18 ნოემბერი 2019, 19:07

ძალოვნები

შსს: პარლამენტთან აქციაზე 18 პირია დაკავებული

„პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი ზომები"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 ნოემბერი 2019, 18:58

საქართველო

პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას" წევრები აქციას მართავენ

პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას" წევრები აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ, სიტყვით გამოსვლებს განაგრძობენ. აქტივისტები სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით სკანდირებენ „სირცხვილია". ამ დროისთვის, პარლამენტის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი.

18 ნოემბერი 2019, 18:42

ძალოვნები

სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა. ვიდეო

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ბლოკირებული შესასვლელები გახსნა და ტერიტორია კარვებისგან გაათავისუფლა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცეს.

ბიუროს სხდომა

18 ნოემბერი 2019, 18:41

საქართველო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა, რომელიც ჟურნალისტების გარეშე ჩატარდება და სხდომის ტრანსლირება, ტრადიციულად, პარლამენტის ვებგვერდზე და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით მოხდება.

გრიგოლ ვაშაძე

18 ნოემბერი 2019, 18:40

საქართველო

გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეო

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მან რუსთაველის გამზირზე მყოფ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს გზის ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა.

დავით უსუფაშვილი

18 ნოემბერი 2019, 18:29

საქართველო

ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს. როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ელჩებთან შეხვედრა სამი დღის წინ დაიგეგმა.

18 ნოემბერი 2019, 18:25

საქართველო

გიგი უგულავა: პიკეტირება გაგრძელდება

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით პიკეტირება გაგრძელდება. მისი თქმით, "მშვიდობიანი დემონსტრანტების გარღვევა არის პუტინიზმი". აქციის მონაწილეები "თავისუფლების მოედანზე" სპეცრაზმის წინ დასხდნენ. ასე ცდილობენ ისინი ტერიტორიაზე დარჩენას.

18 ნოემბერი 2019, 18:10

საქართველო

სპეცრაზმმა პარლამენტის ყველა პიკეტირებული შესასვლელი გაათავისუფლა

სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ, გაათავისუფლა. შესასვლელებთან ახლა სპეცრაზმი დგას და ადგილს აკონტროლებს. პარლამენტის წევრები კი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადებიან.

ვაჟა გაფრინდაშვილი

18 ნოემბერი 2019, 18:02

საქართველო

„წითელი ჯვრის კომიტეტმა“ ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

„თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წჯსკ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით"- ნათქვამია განცხადებაში.

აქცია პარლამენტთან

18 ნოემბერი 2019, 18:01

საქართველო

მოძრაობა „სირცხვილია“ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ

მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ტროტუარებზე გადასვლისკენ მოუწოდებენ. მათი განცადებით, ისინი მშვიდობიან პიკეტირებას მიმართავენ. სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა.