დიდ ბრიტანეთში პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილის ცერემონია დაიწყო. LIVE
თბილისის დროით 15:00 საათზე ლონდონში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი იქორწინებენ. ჯვრისწერის ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამრეკლოში გაიმართება. პროცესია 1 საათს გასტანს. წყვილს ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ უელბი დაწერს.
ცერემონიის ადგილი
განსხვავებით თავისი მამის და უფროსი ძმისაგან, რომელთა საქორწინო ცერემონიები ლონდონში (წმინდა პავლეს ტაძარსა და ვესტმინსტერის სააბატოში) გაიმართა, პრინცმა ჰარიმ ცერემონიისათვის ადგილი ქალაქგარეთ, ვინძორის სამეფო რეზიდენცია შეარჩია - სავარაუდოდ, ნაკლები პომპეზურობისათვის.
ვინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამრეკლო, სადაც ქორწილი გაიმართება - სამეფო ოჯახისათვის მნიშვნელოვანი და სიმბოლური ადგილია. მასთან ახლოს არის ვინძორის სასახლე - ელისაბედ მეორის საყვარელი რეზიდენცია, სადაც ის ყოველ შაბათ-კვირას ისვენებს და ახლახან ბრილიანტის ქორწილიც აღნიშნა. ამ ეკლესიაში 1984 წელს მონათლეს თავად პრინცი ჰარი, ასევე აქვე მიიღეს კურთხევა ქორწინებაზე 2005 წელს პრინცმა ჩარლზმა და კამილა პარკერ-ბოულზმა.
ეკლესიაში შეიძლება წყვილის ყველაზე ახლობელი 600 სტუმარი განთავსდეს. საქმროს მეჯვარე მისი ძმა, კემბრიჯის ჰერცოგი უილიამია. უილიამის შვილები - სამი წლის პრინცესა შარლოტა და ოთხი წლის პრინცი ჯორჯი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ცერემონიაში, ისინი პატარა პაჟებს შორის იქნებიან.
ქორწილის მსახურებას ჩაატარებს ვინძორის ტაძრის წინამძღვარი დევიდ კონერი, ხოლო უშუალოდ ჯვრისწერას - კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი. ამის შემდეგ იქადაგებს ეპისკოპოსი მაიკლ კარი - პირველი შავკანიანი მღვდელი, რომელიც აშშ-ის ეპისკოპალური ეკლესიის მეთაური გახდა. ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე მეგან მარკლმა, რომელიც პროტესტანტების ოჯახში დაიბადა და შემდეგ კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, ანგლიკანური წესით მოინათლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქორწინებისათვის აუცილებელი პირობა არ იყო.
სამეფო ქორწილის სტუმრებს შეუძლიათ განთავსდნენ არამხოლოდ ტაძარში - 2500-ზე მეტი სტუმარი სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ისინი დაინახავენ თუ როგორ გაემგზავრებიან ახალდაქორწინებულები ჯვრისწერის შემდეგ ეტლით ქალაქში. სტუმრებს შორის არიან საქველმოქმედო ორგანიზაციების ახალგაზრდა ვოლონტიორები, რომლებთანაც ჰარი და მეგანი თანამშრომლობენ, ასევე რეგიონული მოძრაობების აქტივისტები მთელი ქვეყნიდან, 100 მოსწავლე ადგილობრივი სკოლებიდან და სასახლის თანამშრომლები.
ჯვრისწერის შემდეგ პროცესია ვინძორის ქუჩებში ათასობით მაყურებელის თანდასწრებით გაგრძელდება. შემდეგ ეტლი ვინძორის სასახლეში დაბრუნდება, სადაც წმინდა გეორგის დარბაზში, დედოფალი ახალდაქორწინებულებს და მათ 600 სტუმარს საქორწინო სადილზე უმასპინძლებს.
ამავე საღამოს, ფროგმორ-ჰაუსის სამეფო რეზიდენციაში, რომელიც ვინძორიდან რეზიდენციიდან ერთ კილომეტრშია, 200 სტუმრისათვის საქორწინო მიღება გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საქმროს მამა, პრინცი ჩარლზია. სწორედ აქ არის გადაღებული ჰარის და მეგანის ოფიციალური ფოტოსესია, რომელიც მათ ნიშნობას მიეძღვნა.
ვინ დაესწრება ქორწილს და ვინ - არა
სტუმრების საბოლოო სიას, როგორც წესი ქორწილის ცერემონიის დაწყებამდე არ ასაჯაროებენ. 18 მაისს ცნობილი გახდა, რომ ტრადიციის წინააღმდეგ პატარძალს საკურთხეველთან საქმროს მამა, პრინცი ჩარლზი მიიყვანს. მეგანის მამამ, თომას მარკლმა ბოლო მომენტში განაცხადა, რომ ქორწილს ახლახან გადატანილი გულის ოპერაციის გამო ვერ დაესწრება. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ საქმე ჯანმრთელობაში არ არის.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ თომას მარკლი დიდ ბრიტანეთში მექსიკიდან ჩავიდოდა. ქორწილამდე ერთი კვირით ადრე გაირკვა, რომ მეგანის მამის ფოტოები, რომლებიც თითქოს პაპარაცებმა გადაიღეს, სინამდვილეში დადგმულია. ამ ფოტოებზე, რომლებიც ტაბლოიდებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოაქვეყნეს, თომას მარკლი მექსიკის მშობლიურ ქალაქ როსარიტოში, Starbucks-ის კაფეში ათვალიერებს ფოტოალბომს დიდი ბრიტანეთის ხედებით, ცდილობს კოსტუმის მორგებას და ადგილობრივ ინტერნეტ-კაფეში, კომპიუტერის მონიტორზე უყურებს თავისი შვილის და პრინც ჰარის ერთად გადაღებულ ფოტოებს.
მამის გარდა, ქორწილს არ დაესწრება მარკლის ნახევარდა სამანტა. ის თომას მარკლის შვილია პირველი ქორწინებიდან, ცხოვრობს ფლორიდაში სამ შვილთან ერთად და გადაადგილდება ინვალიდის ეტლით, რადგან გაფანტული სკლეროზით არის დაავადებული. მეგანთან მას ურთიერთობა ბევრი წელია აღარ აქვს. როდესაც მეგანის და ჰარის რომანი ახალი დაწყებული იყო სამანტა პრესას ინტერვიუებს აძლევდა, თავის დას აკრიტიკებდა, მას „ზედაპირულ მდაბიოს“ უწოდებდა, ამბობდა, რომ პრინცთან მისი ურთიერთობები სავარაუდოდ არასერიოზული იყო და იმუქრებოდა, რომ „მდაბიო პრინცესის დის დღიურებს“ გამოსცემდა. 2018 წლის დასაწყისში სამანტამ ტონი შეცვალა და განაცხადა, რომ ოჯახი ოჯახად რჩება მიუხედავად იმისა, რომ მისი წევრები დიდი ხანია აღარ კონტაქტობენ. გარდა ამისა, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე სამანტამ აღიარა, რომ სწორედ მან დაარწმუნა მამამისი დადგმული ფოტოები გადაეღო, რადგან მიაჩნდა, რომ ეს გააუმჯობესებდა თომას მარკლის იმიჯს საზოგადოების თვალში.
სტუმრების სიაში არ არის თომას მარკლის მეორე შვილი პირველი ქორწინებიდან, 50 წლის უმცროსი თომას მარკლი. ნახევარდას ისიც წლების განმავლობაში არ ეკონტაქტებოდა. მაისის დასაწყისში მან გამოცემა In Touch-ს გაუზიარა პრინც ჰარისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ის ჰარის არწმუნებს უარი თქვას მეგანთან დაქორწინებაზე „ვიდრე გვიანი არ არის“, რადგან „სამეფო ქორწილების ისტორიაში ეს უდიდესი შეცდომა“ იქნება. მალევე მან ინანა თავისი საქციელის გამო და მეგანს ქორწილის მოსაწვევი სთხოვა.
ქორწილზე პრინც ჰარის ზოგიერთი შორეული ნათესავიც არ დაპატიჟეს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ცერემონიზე უილიამის ქორწილთან (2011 წელი) შედარებით სამჯერ ნაკლები სტუმარი იქნება.
გარდა ამისა, კენსინგტონის სასახლემ თავიდანვე განაცხადა, რომ წყვილი არ მიიწვევს ცერემონიაზე პოლიტიკოსებს. სწორედ ამიტომ არ იქნებიან ქორწილში არც ტერეზა მეი და არც დონალდ ტრამპი. ცერემონიას არ დაესწრებიან არც ბარაკ ობამა და მიშელ ობამა, მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს პრინც ჰარისთან. განსხვავებით უილიამისა და ქეით მიდლტონისაგან, ჰარიმ და მეგან მარკლმა ქორწილში ევროპული სამეფო დინასტიების წარმომადგენლებიც არ დაპატიჟეს.
პრინცის მხრიდან, ნათესავების გარდა ქორწილში იქნებიან ჰარის ახლო მეგობრები, მაგალითად პრინცი ლესოტო სეისო (მასთან ერთად ჰარი საქველმოქმედო პროექტებზე მუშაობს ლესოტოსა და ბოტსვანაში), ასევე ისინი, ვისთან ერთადაც პრინცი ავღანეთში მსახურობდა. მოსაწვევები მიიღეს მოდელმა და მსახიობმა კარა დელევინმა, რომელთანაც ჰარი ბევრი წლის განმავლობაში მეგობრობს და მომღერალმა ელი გოლდინგმა, რომელიც უილიამის ქორწილში მღეროდა.
ქორწილში მიწვეულები არიან ჰარის ყოფილი მეგობარი გოგოები: კრესიდა ბონასი, რომელთანაც პრინცი დღემდე მეგობრობს და ჩელსი დევი - ჰარი მას 7 წლის განმავლობაში ხვდებოდა. სავარაუდოდ, ცერემონიაზე დაუკრავს ელტონ ჯონი, რომელიც ჰარის დედის, პრინცესა დიანას მეგობარი იყო; ამ დღისთვის მან სპეციალურად გააუქმა კონცერტი ლას-ვეგასში.
მეგანის მხრიდან ცერემონიაზე დაპატიჟებულები არიან მისი კოლეგები სერიალიდან „Suits“, ასევე მისი მეგობრები - ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი და სტილისტი ჯესიკა მალრუნი, რომელიც, სავარაუდოდ, მეგანს ქორწილის ორგანიზებაში ეხმარებოდა. კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, მეგანმა უარი თქვა მეჯვარეზე, რადგან ყველა მეგობართან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მათგან არავინ გამოარჩია.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 03:02
მსოფლიო
Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა
სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.
21 ივლისი 2026, 20:35
სამართალი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
21 ივლისი 2026, 20:33
ეკონომიკა
სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის
„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
21 ივლისი 2026, 20:31
ეკონომიკა
13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.
21 ივლისი 2026, 20:29
სამართალი
რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.


