imedi /  19 იანვარი 2019, 19:36 / სანდო წყარო

როგორი უნდა იყოს ქალი 2019 წელს. რჩევები

როგორ დავრჩეთ მუდმივად ქალად და მთავარია, როგორ ქალად? ამ თემას 21-ე საუკუნეში განსაკუთრებული აქტუალურობა შესძინა ქალების აქტივობამ და კერძოდ #MeToo მოძრაობამ, რომელიც ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობას ებრძვის.

როგორი უნდა იყოს ქალი 2019 წელს? სპეციალურად BBC-ის ბრიტანელმა ჟურნალისტმა ქეითლინ მორანმა საკუთარი ცხოვრებისეული დასკვნები გაუზიარა. ის ავტორია წიგნის How to be Wooman, რომელიც 2011 წელს დაწერა.

1. თავად გადაწყვიტე პრობლემები და გაიაზრე მიზეზი

ქეითლინი 15 წლის იყო, როდესაც ფემინისტი გახდა. მან გაიგო, რომ არსებობდა წიგნი „ქალი საჭურისი“. თავიდან გადაწყვიტა, რომ ეს იყო რაღაც უცენზურო ნაწარმოები, ამიტომ ამ შთაბეჭდილების შესამოწმებლად ბიბლიოთეკაში წავიდა. ამ ფემინისტურმა წიგნმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. 

„ჟარმენ გრირი გვასწავლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ფემინისტმა გააკეთოს, ეს არის ის, რომ ყველაფერი თავად გაიაზროს და აღიქვას“, - ჰყვება ქეითლინი. 

„ფემინიზმი ეს არ არის ქცევის წესების და მაგალითების სია, ლოგიკური მსჯელობა, რომლითაც შენ ხსნი შენ წარუმატებლობებს, რატომ მოხდა ეს ასე და როგორ შეცვლი ამას“, - განმარტავს ჟურნალისტი.

2. არ ეძებო ბიჭი, რომელიც კარგად გაკოცებს. ეძებე სასიამოვნო მოსაუბრე

ქეითლინს ბიჭებთან სასიყვარულო ურთიერთობებში დიდად არ უმართლებდა, სანამ ინგლისის პროვინციულ ქალაქ ვულვერჰემპტონში იზრდებოდა. როდესაც მოზარდობის ასაკში ლონდონში ჩამოვიდა, გადაწყვიტა, რომ ფლირტი ესწავლა.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილება იმ პერიოდში) იყო ის, რომ შენ შეგიძლია ადამიანს უბრალოდ სთხოვო რომ გაკოცოს და უმეტეს შემთხვევაში ადამიანი ასრულებს ამ თხოვნას“. ჟურნალისტის თქმით, როგორც წესი ყველაზე კარგად კოცნაობს სწორედ ის, ვისაც შენთან ლაპარაკი მოსწონს. „ისინი გისმენენ თქვენ და რეაგირებენ თქვენს ემოციებზე“, - განმარტავს ქეითლინი.

3. იმისათვის, რომ დაადგინო, არის თუ არა აქ სექსიზმი, უპასუხე ერთ კითხვას 

როდესაც ქეითლინი დამწყები ჟურნალისტი იყო მუსიკალურ გამოცემაში, მისმა უფროსმა სთხოვა, რომ მის მუხლებზე დამჯდარიყო. ამ თხოვნამ ის საერთოდ დააბნია. 

„ხანდახან, როდესაც სექსისტური რამ ხდება, შენ შეიძლება პანიკაში ჩავარდე და ვერ მიხვდე ბოლომდე, სექსისტურია თუ არა ახლა ეს? როდესაც ეჭვი გიჩნდება, დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ვარდებიან თუ არა კაცებიც ამავე სიტუაციაში? ეგუებიან თუ არა კაცები ასეთ სულელურ სიტუაციას?“, - განმარტავს ჟურნალისტი და ამბობს, რომ თუ პასუხია „არა“, ესე იგი სექსიზმის მსხვერპლი ნამდვილად ხარ. 

4. შეყვარებულთან პრობლემების შესახებ უწყვეტად ლაპარაკობთ? მგონი ჯობს ურთიერთობა დაასრულოთ

ქეითლინის პირველი შეყვარებული, მისი თქმით, იყო „ზარმაცი და რთული ხასიათის“. ის როკჯგუფში უკრავდა და გოგო სულ იტანჯებოდა. ამის გამო მუდმივად ურეკავდა მის დას ყოველდღე და უყვებოდა, თუ როგორ დაიღალა ამ ურთიერთობისგან.  

„როდესაც გოგო ბედნიერია ურთიერთობაში, ეს უცნაურია, მაგრამ ბევრს არ ლაპარაკობს“, - ჰყვება ჟურნალისტი.

5. რაც შეეხება მოდას, მიჰყევით 4 მარტივ წესს

ა) ლეოპარდის პრინტი - ეს ნეიტრალური პრინტია;

ბ) რაც გინდათ ის ჩაიცვით იმის გათვალისწინებით, რომ გეცმევათ შავი კოლგოტი და ჩექმა;

გ) კანცელარიული სკოტჩი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ფეხებს შორის გახეული კოლგოტი დაამაგრო; 

დ) არასდროს იყიდოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც აუცილებლად ქიმიური წმენდა სჭირდება. 

6. ქორწილის ფული არ გაქვთ? მოაწყვეთ წვეულება თქვენი ქორწინების ბოლოს და არა დასაწყისში

ქორწილების ნომერ პირველი პრობლემა უფულობაა. ამიტომ რატომ არ უნდა წავიდეთ სხვა გზით? „საშუალოდ, ბრიტანეთში ქორწილი 20 ათასი დოლარი ჯდება. სიყვარულის ფიცის დადება, გაცილებით მომგებიანი და გულწრფელი იქნება, როდესაც უკვე 60-70 წლისები ვართ, მაშინ როდესაც იპოთეკა გადახდილია და უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ „მეყვარები სიცოცხლის ბოლომდე“ და მართლა შევასრულებთ ამ დანაპირებს“, - ამბობს ქეითლინი.

7. დედობა არ გასწავლის არაფერს ისეთს, რასაც სხვა გზით ვერ გაიგებდი

„სამყარომ დაარწმუნა საკუთარი თავი იმაში, რომ ქალები არასრულფასოვნები არიან თუ ბავშვები არ ჰყავთ; რომ დედობა განიჭებს ისეთ ცოდნას, რომელსაც შენ სხვა მდგომაროებაში ვერ მიიღებ და რომ ნებისმიერი მცდელობა იყო რეალიზებული ცხოვრებაში, დედობის ჩანაცვლების უსუსური მცდელობაა. ეს ნამდვილად არ არის ასე“, - ამბობს ჟურნალისტი. 

8. დაიცავი შენი უფლება, გქონდეს ბედნიერების უფლება!

ქალებს მიაჩნიათ, რომ იმისათვის, რომ „რამეს დაემსგავსონ“ უნდა დახარჯონ უამრავი დრო და ფული. გამოასწორონ წონა, გარეგნობა, დაღლილობა, არასექსუალურობა.

ქეითლინის თქმით, დღევანდელი ფემინიზმი აცხადებს, რომ ქალებს ბედნიერების უფლება აქვთ და მათ ამ უფლებისთვის ბრძოლაში ეხმარებიან. ავტორის თქმით, ყველა ზემოთჩამოთვლილ ტრივიალურ მოთხოვნებს თვალი უნდა გაუსწოროთ და ხმამაღლა გაიცინოთ.

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 22:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.

29 აგვისტო 2026, 21:31

სპორტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ალექსეი გონჩარენკო

29 აგვისტო 2026, 21:01

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.

29 აგვისტო 2026, 20:49

სამართალი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის მორიგი წარმატებული ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად - თბილისი, დიდი დიღომი. ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილას დამალა.

29 აგვისტო 2026, 20:34

რეგიონი

წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ბაღდათი და ქვემო სვანეთი იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის აღდგენა კი უკვე დაიწყო.

29 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

დაძაბულობის შენარჩუნება, როგორც ოპოზიციის ინტერესი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონკრეტული სცენარით მოქმედებაში ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინც ცნო სახელმწიფო, სახელმწიფომაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - თუმცა, პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალება პოლიტიკურად მომგებიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.

29 აგვისტო 2026, 18:30

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.

ჯაბა ხუბუა

29 აგვისტო 2026, 18:19

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

29 აგვისტო 2026, 17:16

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

ფრიდრიხ მერცი

29 აგვისტო 2026, 16:46

მსოფლიო

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.

29 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.

პავლო პალისა

29 აგვისტო 2026, 16:01

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 15:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.

29 აგვისტო 2026, 15:33

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.

29 აგვისტო 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

29 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.

გიორგი სოსიაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.