imedi /  15 თებერვალი 2019, 18:11 / სანდო წყარო

გურიაში ქორწილის ღამეს ახალდაქორწინებულებს საწოლი მოჰპარეს

ქორწილი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში სახლი გაძარცვეს. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე-პატარძალს არც საწოლი დახვდა და არც ქვეშაგები. ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.

მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავდა წყვილის შეუღლებას. დეტალები ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გაიხსენა.

„სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელი, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგხვდა სახლი. სიძე იძახდა - სად დავწვე ახლა მეო? მეზობლები დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში“, - თქვა მეზობელმა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ყველა სიახლე

შუალედური არჩევნები

19 მაისი 2019, 23:13

ძალოვნები

შსს: არჩევნებთან დაკავშირებით დაკავებული ხუთივე პირი თავისუფალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე. უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი 5 პირი, ისინი უკვე გამოუშვეს.

მამუკა ბახტაძე

19 მაისი 2019, 23:04

საქართველო

ბახტაძე: ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები, მთაწმინდაზე სავარაუდოდ მეორე ტური იქნება

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. „იმ ინფორმაციით, რომელიც შემოსულია ჩვენთან ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ მეორე ტური იქნება“, - თქვა ბახტაძემ.

სანდრა რულოვსი

19 მაისი 2019, 22:57

საქართველო

სანდრა რულოვსი: არ დაგვჭირდება მეორე ტური, ჩვენ პირველი ტური გვაქვს მოგებული

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მეორე ტური საჭირო არ იქნება, რადგან პირველივე ტურში იმარჯვებს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა განმუხურში განაცხადა. სანდრა რულოვისის თქმით, მას უბნებიდან "ძალიან კარგი ციფრები" მისდის.

სალომე ზურაბიშვილი ქეთი მელუა

19 მაისი 2019, 22:36

კულტურა

ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, რომ მუსიკოსი ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე განცხადების შეტანას აპირებს, რაც პრეზიდენტის თქმით მას "აუცილებლად დაუკმაყოფილდება".

ახმეტის 24-ე საარჩევნო უბანი

19 მაისი 2019, 22:22

საქართველო

პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

მთლიანობაში რეგისტრირებული 1,220 ამომრჩევლიდან დღეს საკუთარი არჩევანი 617-მა მოქალაქემ გააკეთა. ახმეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. ხეობაში ორი საარჩევნო უბანი სოფელ ხალაწანსა და ომალოში იყო გახსნილი. მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

მარნეული

19 მაისი 2019, 22:14

საქართველო

მარნეულის 39-ე საარჩევნო უბანზე ხმებს უკვე მეოთხედ ითვლიან

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს საარჩევნო კოდექსის დარღვევებს, რაზეც ცესკოს წარმომადგენლები პასუხობენ, რომ ხმების დათვლა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

19 მაისი 2019, 22:13

საქართველო

ცესკომ წყალტუბოსა და ტყიბულში ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი გამოაქვეყნა

დღეს წყალტუბოს და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით გაიმართა. ცესკომ აპარატიდან ამობეჭდილი ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი გამოაქვეყნა, თუმცა ცესკო აცხადებს, რომ ფურცელზე არსებული მონაცემები არ წარმოადგენს არჩევნების წინასწარ შედეგებს.

ზაურ დარგალი

19 მაისი 2019, 22:10

საქართველო

„ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობის კანდიდატი მილოცვებს იღებს

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პირველადი შედეგების მიხედვით მარნეულის მერობის არჩევნებში მათი კანდიდატი ზაურ დარგალი დიდი უპირატესობით ლიდერობს. მათი განცხადებით, რამდენიმე უბნიდან შემოსული შედეგები ცხადყოფს, რომ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2019, 22:04

საქართველო

კობახიძემ არჩევნების პირველადი მონაცემები წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომელიც ოქმებს ეყდრნობა, ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში პირველივე ტურში იმარჯვებენ მმართველი პარტიის კანდიდატები.

Microsoft

19 მაისი 2019, 21:58

ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით Microsoft-ი 15,000 ადამიანს გადაამზადებს

Microsoft-ის ინფორმაციით, გადამზადების კურსი ფოკუსს ხელოვნურ ინტელექტზე, სამანქანე სწავლებაზე, მონაცემთა მეცნიერებაზე, ღრუბლოვან (Cloud) და მონაცემთა ინჟინერიაზე გააკეთებს. პროგრამის პირველ წელს ამ Microsoft-ი 2 ათას თანამშრომელს დაატრენინგებს. მთლიანობაში სამი წლის განმავლობაში კონცერნი 13 ათას ადამიანს აუმაღლებს კვალიფიკაციას ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებულ პროფესიებში.

ცესკო

19 მაისი 2019, 21:47

საქართველო

ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 89 საჩივარი შევიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კენჭისყრის პროცესის შესახებ ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი. აქედან მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი.

ცესკო

19 მაისი 2019, 21:39

საქართველო

20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შედეგები გამოცხადდა

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველა მხარეს, ხელი შეუწყოს ადმინისტაციას რათა კომისიის მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები.

ჰერმან საბო

19 მაისი 2019, 20:57

საქართველო

„გირჩმა“ თავის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გირჩი“ ეგზიტპოლის შედეგები წარმოადგინა. მონაცემები ჟურნალისტებს მთაწმინდაზე „გირჩის“ კანდიდატმა ჰერმან საბომ გააცნო. საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე

19 მაისი 2019, 20:57

საქართველო

საია: ხმის მიცემის პროცესმა არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 20:00 საათისთვის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს ავრცელებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ხმის მიცემის პროცესმა არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

თინა ბოკუჩავა

19 მაისი 2019, 20:44

საქართველო

თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი დაატოვებინეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან გააძევეს. ბოკუჩავამ მათ წინააღმდეგობას უწევდა და ცესკოს თავმჯდომარესთან დარეკვას მოითხოვდა. როგორც უბანზე განაცხადეს,ბოკუჩავს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა.

ალექსანდრე მოწერელია ჯულიეტა ჭანტურია გიორგი შენგელია

19 მაისი 2019, 20:41

საქართველო

გიორგი შენგელიამ გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა

„გიგას ოჯახის წინაშე ჩვენი ყველას უპირველესი ვალდებულებაა, ზუგდიდში, იმ ქალაქში სადაც მისი შვილები იზრდებიან, არ დავუშვათ რაიმე სახის პროვოკაცია და განვაგრძოთ წინსვლა!“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ. მანამდე ოთხოზორიას მკვლელობიდან სამი წლისთავზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.

შალვა შავგულიძე

19 მაისი 2019, 20:32

საქართველო

შალვა შავგულიძემ ხმების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობა არ გამორიცხა. შავგულიძემ არჩევნების პროცესიც შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლება დაადგა იმ გზას რომ ნებისმიერ ფასად მიაღწიოს წარმატებას არჩევნებში. მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხმების დაცვის აუცილებლობაზეც ილაპარაკა.

შუალედური არჩევნები

19 მაისი 2019, 20:20

საქართველო

„ქართული ოცნება“: ნაციონალების დამკვირვებლები სავარაუდოდ ხმის დათვლის პროცესის ხელშეშლას შეეცდებიან

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნები დაიხურა. მან მთელი გუნდის სახელით გადაუხადა მადლობა ყველას ვინც არჩევნებზე თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარტიის მხარდამჭერებს და აქტივს, რომლებიც პროვოკაციებს სამაგალითოდ გაუმკლავდა.

გიორგი ვაშაძე

19 მაისი 2019, 20:17

საქართველო

გაერთიანებული ოპოზიცია კამპანიას „რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად“ იწყებს

„რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად“ - ასე ჰქვია გაერთიანებული ოპოზიციის ახალ სტრატეგიას, რომელიც ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგის დროს დააანონსა. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ზუგდიდში ოპოზიციის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, მარნეულში კი მეორე ტური იქნება.

არჩევნები

19 მაისი 2019, 20:00

საქართველო

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა

საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.