imedi /  23 მაისი 2020, 14:53 / სანდო წყარო

USNI: აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული, და იგი შავ ზღვაზე უნდა დაიწყოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, რის გამოც აშშ-ის სუსტმა გაფრთხილებებმა საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გაზარდა 2014 წელს უკრაინაში შეჭრის ალბათობა. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას მტკიცე ნაბიჯები მკაფიო გზავნილით, რომ კიდევ სხვაგან კონფლიქტს წინააღმდეგობა მოჰყვება. აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული, და იგი უნდა დაიწყოს შავ ზღვაზე, - ამის შესახებ ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი ასოციაცია, „აშშ-ის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტი“ (USNI) სტატიაში „საქართველო - შავი ზღვის გასაღები“ წერს.

როგორც სტატიის ავტორი, ლეიტენანტი გრეის ჰოვარდი წერს, მართალია, თავდაცვის სფეროს ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირი და ანალიტიკოსი ყურადღებას თითქმის მთლიანად უთმობს საფრთხეებს ჩინეთის მხრიდან, რუსეთის უგულებელყოფა ამ მხრივ შეცდომა იქნებოდა.

„გრძელვადიან ჭრილში ჩინეთი მართლაც წარმოადგენს უფრო დიდი შეშფოთების საგანს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის მზარდ მოსახლეობას, სამხედრო ხარჯებს და საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას, ასევე ვერ მიჰყვება ფეხდაფეხ ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ ჩინეთის ეკონომიკურ სიძლიერეს - მიუხედავად ამისა, ეს არ გამორიცხავს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი მოკლევადიან ჭრილში წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის.

ისტორია გვასწავლის, რომ ძალაუფლებისთვის წარმოებული ბევრი დიდი კონკურენცია კონფლიქტით მთავრდება, როცა ახალი ძალა „საბრძოლველად იწვევს“ დიდი ხნის განმავლობაში დომინანტ ძალას. ფენომენი, რომელსაც ისტორიკოსი გრემ ელისონი „თუკიდიდეს ხაფანგს“ უწოდებს, თავს იჩენს, როცა ჰეგემონი სირთულეებს აწყდება ახალ მსოფლიო წყობასთან მორგების თვალსაზრისით, რომლის ფარგლებშიც მას მოუწევს ძალაუფლების გაზიარება - შედეგად, ჰეგემონი ხშირად უნებლიედ იწყებს კონფლიქტს და ცდილობს აღზევების გზაზე მდგარი ახალი ძალის დათრგუნვას. პელოპონესის ომის დროს ასეთმა კონფლიქტმა გამოიწვია ჰეგემონის განადგურება, რომელმაც სათანადოდ არ დააფასა ახალი ძალის სიმტკიცე და მოსახლეობის ნება. თუკი ამერიკის შეერთებული შტატები გაება ასეთ მახეში ჩინეთთან მიმართებაში, იგი მზად უნდა იყოს აღმოსავლეთში ბრძოლისთვის და, ამავე დროს, თავი უნდა აარიდოს მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთში. ასეთ სიტუაციაში რუსეთი, დიდი ალბათობით, შეეცდება ამერიკის შეერთებული შტატების (რომლისყურადღება გადატანილი იქნება სხვა მიმართულებით) და ნატოს ალიანსის სიმტკიცის გამოცდას, როგორც მან ოდესღაც სათავისოდ გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში უყურადღებობა შუა აღმოსავლეთში და კვლავ მოიკიდა ფეხი შავ ზღვასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

ორ ფრონტზე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ჰყავდეს ისეთი მოკავშირეები, რომლებიც მზად იქნებიან, საკუთარი ძალებით წინ აღუდგნენ რუსეთს. ნატოს ყოფილი მთავარსარდალი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი განმარტავს: „გლობალურ არენაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდ უპირატესობას წარმოადგენს მისი მოკავშირეების, პარტნიორებისა და მეგობრების ქსელი“. მოკავშირეებს შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალის გაათმაგება რთულად მისადგომ ადგილებზე წვდომის, ლოგისტიკის ხელშეწყობის და დაზვერვის ღირებული ინფორმაციის გაზიარების გზით.

მოკლევადიან ჭრილში კონფლიქტი უფრო სავარაუდოა რუსეთთან. მთლიანი შიდა პროდუქტის წილის თვალსაზრისით, რუსეთი მეტს ხარჯავს შეიარაღებულ ძალებზე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები თუ ჩინეთი (თუკი ჩინეთის ოფიციალურ მონაცემებს შევადარებთ).

რუსეთი კონცენტრირებულია შეიარაღებული ძალების გაზრდაზე, საზღვრების გაფართოებაზე და,კონფლიქტისთვის მზადების პროცესში, თავისი შესაძლებლობების ამაღლებაზე. რუსეთი აგრესიულად იქცევა და შეიჭრა კიდეც ამერიკის პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე. გარდა ჰიბრიდული ომისა, რომელიც ბოლო წლებში საინფორმაციო საშუალებებში წამყვან თემად იქცა, რუსეთი განაგრძობს ზღვასა და ჰაერში ამერიკის შეერთებული შტატების ტექნიკისთვის თავისუფლად მიმოსვლაში ხელის შეშლას და ემუქრება სავაჭრო მარშრუტებს. კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონში კი რუსეთის პრიორიტეტია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის დაბრკოლებების შექმნა.

შავი ზღვა, ხმელთაშუაზღვისპირეთის და შუა აღმოსავლეთის გავლით, წარმოადგენს რუსეთის კარიბჭეს მსოფლიოში. მონტროს კონვენციით იზღუდება არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდების რაოდენობა, რის გამოც შავი ზღვა რუსეთისთვის იდეალური ადგილია წვრთნების მინიმალური დაბრკოლებებით ჩასატარებლად. საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანახმად, რუსეთი ხშირად აწესებს შეზღუდვებს შავი ზღვის დიდ სექციებზე, სადაც ატარებს წვრთნებს და ფართო ტერიტორიებზე ზღუდავს წვდომას სატვირთო და სხვა ტიპის ხომალდებისთვის. რუსეთმა მნიშვნელოვანი სახმელეთო ძალები გადატყორცნა რეგიონში და აქცია სამხრეთის სამხედრო ოლქი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და უნარიან ოლქად.

2008 წელს, ჰიბრიდული ომის გამოყენებით და რუსეთთან კულტურული კავშირების მქონე სეპარატისტებთან თანამშრომლობით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შედეგად მიღებული გამოცდილებით 2014 წელს განახორციელა ყირიმის ანექსია და მოგვიანებით აგრესია მოლდოვას წინააღმდეგ. ამ კონფლიქტებმა რუსეთს მისცა შესაძლებლობა, გამოეცადა ჰიბრიდული ომის ახალი ფორმები, გამოეყენებინა ახალი ტაქტიკები და შეეფასებინა აშშ-ის და ნატოს მზადყოფნა ჩარევისთვის - ეს კი პოტენციურად წარმოადგენდა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის უფრო რთული ამოცანისთვის მზადებას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, რის გამოც აშშ-ის სუსტმა გაფრთხილებებმა საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გაზარდა 2014 წელს უკრაინაში შეჭრის ალბათობა. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას მტკიცე ნაბიჯები მკაფიო გზავნილით, რომ კიდევ სხვაგან კონფლიქტს წინააღმდეგობა მოჰყვება. აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული, და იგი უნდა დაიწყოს შავ ზღვაზე“, - აღნიშნულია სტატიაში.

ყველა სიახლე

12 სექტემბერი 2026, 19:05

სამართალი

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იმავე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

12 სექტემბერი 2026, 18:47

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

იაგო ხვიჩია

12 სექტემბერი 2026, 17:24

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამია

12 სექტემბერი 2026, 17:23

პოლიტიკა

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს

„ახლახან იაგო ხვიჩიას ვიდეო ამომიგდო, სადაც ამბობს, გვარამიას ოფისში 400 კილოგრამი ფული შეიტანესო. ნუ, გუშინ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი: უბრალოდ, დავრბოდი და ვყვიროდი: მერაბი ვარ, კოსტავა-თქო. დღეს მთლად 400 კილოთი დავმძიმდი“.

12 სექტემბერი 2026, 17:19

სამართალი

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ლევან მაჭავარიანი

12 სექტემბერი 2026, 17:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

12 სექტემბერი 2026, 16:50

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

დონალდ ტრმაპი

12 სექტემბერი 2026, 16:47

მსოფლიო

ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

12 სექტემბერი 2026, 16:28

მსოფლიო

პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.

ენდი ბერნემი

12 სექტემბერი 2026, 16:12

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 15:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 15:38

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.

თენგიზ შარმანაშვილი

12 სექტემბერი 2026, 14:58

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება

ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა, - განაცხადა ქართულ ოპოზიციასა და მის მედიასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

12 სექტემბერი 2026, 14:56

საზოგადოება

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპები ჩაატარა

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ უკვე შეძლო ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპების ჩატარება. თბილისის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა 1000-მდე მსურველმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:55

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 14:48

საზოგადოება

გივი მიქანაძე: საამაყოა, რომ რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციას, იძლევა მაღალი სტანდარტისა და ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ განათლების მიცემის, არამედ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

გვქონდა შესაძლებლობა მიგველოცა 300-ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის 4 ფაკულტეტის დამთავრება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:36

მსოფლიო

ტრამპი ფიქრობს, რომ ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა მისი მოსაგვარებელი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო არსებული დავა მისი გადასაწყვეტი იქნება.

12 სექტემბერი 2026, 14:22

სამართალი

შსს: ამ ეტაპზე დადასტურებულია კესო დეკანოსიძის თვითმკვლელობის ფაქტი. უწყება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აქვეყნებს

შსს კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

ლევან მაჭავარიანი

12 სექტემბერი 2026, 14:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება

ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

12 სექტემბერი 2026, 14:05

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს

საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის ქმედებამ შელახა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იაგო ხვიჩიას გადაცემაში უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.