imedi /  23 მაისი 2020, 15:24 / სანდო წყარო

საქართველოს უსაფრთხოებაში ძალისხმევის ჩადება აშშ-სთვის საუკეთესო შესაძლებლობაა - აშშ-ის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტი

აშშ საქართველო

ამერიკელმა სამხედროებმა უნდა გააგრძელონ ქართული ჯარების წვრთნა, გააუმჯობესონ დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობები, გაზარდონ საგარეო სამხედრო გაყიდვები და ხელი შეუწყონ საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის და მისი მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების განვითარებას, - ამის შესახებ ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი ასოციაცია, „აშშ-ის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტის“ (USNI) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში „საქართველო - შავი ზღვის გასაღები“ ლეიტენანტი გრეის ჰოვარდი წერს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ნატოში შესვლის გადავადებისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის გაზრდისკენ.

„საქართველო წარმოადგენს ძალიან მოწადინებულ პარტნიორს, რომელიც ამერიკას სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ამერიკული ბაზის შექმნა საქართველოში არარეალისტურია, არა მხოლოდ ლოგისტიკური სირთულეების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამერიკული ბაზა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპანტი რუსული ჯარების სიახლოვეს უადგილო პროვოცირებას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა ამერიკელმა სამხედროებმა უნდა გააგრძელონ ქართული ჯარების წვრთნა, გააუმჯობესონ დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობები, გაზარდონ საგარეო სამხედრო გაყიდვები და ხელი შეუწყონ საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის და მისი მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების განვითარებას.

ქართული ბაზების განვითარება საქართველოს შეიარაღებული ძალების (და როტაციის პრინციპით მომსახურე ამერიკელი მებრძოლების) მხარდაჭერის გასაზრდელად რეალისტური ამოცანაა, რომელიც პასუხობს ამერიკის ინტერესებს. თავისი განლაგების წყალობით, საქართველო იქნება ძალიან კარგი „მოწინავე საოპერაციო/მოქმედი ლოკაცია“ რუსეთსა თუ ირანთან კონფლიქტამდე ან კონფლიქტის დროს. ამერიკელი მებრძოლებისთვის სასარგებლო იქნება სწავლებები რეგიონში, რადგან მათ მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, შეისწავლონ ადგილობრივი კლიმატი და ტოპოგრაფია, ასევე გაეცნონ იმ უნიკალურ გამოწვევებს, რომლებიც ახასიათებს ახალ ლოკაციებს. გაუმჯობესებული ქართული ბაზები აშშ-ს საშუალებას მისცემს, გააფართოოს სწავლების შესაძლებლობები ერთობლივი სახმელეთო, საზღვაო (მათ შორის ზღვიდან ცეცხლით მხარდაჭერით) წვრთნების ჩატარების გზით, ასევე ადგილობრივ გარემოში სპეციალური დანიშნულების ტაქტიკების გამოყენებით.

თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებმა ასევე მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის, სტატუსის გაფართოებას. შედეგად, საქართველოს ექნება წვდომა დამატებით დაფინანსებაზე და აღმოფხვრილი იქნება ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების გზაზე არსებული პოლიტიკური ბარიერები. გარდა ამისა, რუსეთი მიიღებს მკაფიო გზავნილს აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ურყევი გადაწყვეტილების შესახებ. ორმხრივი პარტნიორობა შედის აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებში და უზრუნველყოფს საქართველოს თავის დაცვის უნარს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან აგრესია გაუმართლებლად ძვირი დაუჯდება რუსეთს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ერთპიროვნულად ყველა გლობალურ გამოწვევაზე პასუხის გაცემა. სტრატეგიული ალიანსები და პარტნიორობები აათმაგებს აშშ-ის ძალებს საზღვარგარეთ. პარტნიორების სანდო ქსელს კი არსებითი მნიშვნელობა ექნება რუსეთისა თუ ჩინეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის წარმატებისთვის. ძლიერ ალიანსებს შეუძლია აშშ-ის ძალების გაათმაგება შეიარაღების სისტემების და ჯარების ინტეგრირების, ასევე დაზვერვის ქსელების გაფართოების გზით, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ომში გამარჯვებასა თუ მის პრევენციაში.

პირველ რიგში, აშშ უნდა იქცეს შავიზღვისპირა სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ქვაკუთხედად, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში აშშ შეზღუდულად არის წარმოდგენილი. ადგილობრივი პარტნიორების კოლექტიურ შესაძლებლობებს არსებითი მნიშვნელობა ექნება რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. რუსეთის შავიზღვისპირა ფლოტი დიდია და საკმაოდ განვითარებული („კალიბრის“ ტიპის სარაკეტო სისტემით აღჭურვილი 6 „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის ფრეგატი და „კილოს“ კლასის წყალქვეშა ნავი), რის წყალობითაც იგი დღემდე უარს ამბობს თანამშრომლობაზე.

მიუხედავად ამისა, ისტორია გვასწავლის, რომ აშშ-ის მხრიდან ფეხის მტკიცედ მოკიდება [ამა თუ იმ რეგიონში] ქვეყნებს თანამშრომლობის მოტივაციას უჩენს. ამ მიზნით, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა დააარსოს შავიზღვისპირა ქვეყნების კონსორციუმი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეიმუშავოს თავდაპირველი დღის წესრიგი, რათა პასუხი გაეცეს იოლად მოგვარებად საკითხებს: მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობა ზღვით და მილსადენების მეშვეობით. ნდობისა და თანამშრომლობის ხარისხის ზრდის კვალდაკვალ, განხილული უნდა იყოს უფრო რთული საკითხები (მაგალითად, ზღვაზე თავისუფლად გადაადგილება), რომლებიც, საბოლოო ჯამში, მოიცავს ეგრეთწოდებული საზღვაო სფეროს შესახებ ინფორმირებულობას, უსაფრთხოება და სადაზვერვო მონაცემთა გაზიარება. ეს კონსორციუმი გახდება თანამშრომლობის საფუძველი, რასაც დაემატება საზღვაო და სახმელეთო სწავლებები ჯერ აშშ-ის თაოსნობით, ხოლო დროთა განმავლობაში მინიმალური ამერიკული მონაწილეობით.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოიძიოს შესაძლებლობები იმ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის დასამყარებლად, რომლებიც სხვაგვარად არ თანამშრომლობენ, მაგრამ აქვთ საერთო ინტერესები. მაგალითად, საქართველოსთვის სასარგებლო შეიძლება იყოს საბერძნეთსა და ისრაელთან პარტნიორობის გაღრმავება. აშშ-ის მონაწილეობა ხელს შეუწყობს თავდაპირველი ნდობის გაღვივებას და სამუშაო ჩარჩოს შემუშავებას, რომელიც ამ ქვეყნებს სჭირდებათ უსაფრთხოების ქსელის შესაქმნელად. თავდაცვის დეპარტამენტს შეუძლია სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება საქართველოს, საბერძნეთის და ისრაელის სამხედრო ლიდერების მონაწილეობით, რომლის ფარგლებში თანამშრომლობა დაიწყება უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესებითა და გამოწვევებით, ასევე „როლების გათამაშებით“ საგანგაშო სიტუაციის შემთხვევაში. დროთა განმავლობაში ყოველივე ეს შეიძლება გადაიზარდოს უცხოეთში მებრძოლთა გაგზავნასა და ერთობლივ სწავლებებში, რის წყალობითაც ამაღლდება მზადყოფნის ხარისხი და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების ქსელის სიმწიფე.

საქართველოს უსაფრთხოებაში ძალისხმევის ჩადება საუკეთესო შესაძლებლობაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თუმცა ეს ჯერ პირველი ნაბიჯია. რუსული გავლენა ქვეყანაში და, ზოგადად, რეგიონში დღითიდღე იზრდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა უახლოეს მომავალში მხარი დაუჭიროს სხვა პარტნიორებსაც - მაგალითად, უკრაინას. აშშ-ის მხრიდან ურყევი გადაწყვეტილების მკაფიო დემონსტრირების გარეშე, ქვეყნებმა, რომლებიც იძულებულნი არიან, აირჩიონ რუსეთსა და დასავლეთს შორის, ადრე თუ გვიან (და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ) რუსეთი შეიძლება ამჯობინონ, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ხალიდან გაუშვებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან შესაძლებლობას“, - წერს ლეიტენანტი გრეის ჰოვარდი.

ყველა სიახლე

12 სექტემბერი 2026, 19:05

სამართალი

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იმავე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

12 სექტემბერი 2026, 18:47

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

იაგო ხვიჩია

12 სექტემბერი 2026, 17:24

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამია

12 სექტემბერი 2026, 17:23

პოლიტიკა

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს

„ახლახან იაგო ხვიჩიას ვიდეო ამომიგდო, სადაც ამბობს, გვარამიას ოფისში 400 კილოგრამი ფული შეიტანესო. ნუ, გუშინ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი: უბრალოდ, დავრბოდი და ვყვიროდი: მერაბი ვარ, კოსტავა-თქო. დღეს მთლად 400 კილოთი დავმძიმდი“.

12 სექტემბერი 2026, 17:19

სამართალი

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ლევან მაჭავარიანი

12 სექტემბერი 2026, 17:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

12 სექტემბერი 2026, 16:50

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

დონალდ ტრმაპი

12 სექტემბერი 2026, 16:47

მსოფლიო

ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

12 სექტემბერი 2026, 16:28

მსოფლიო

პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.

ენდი ბერნემი

12 სექტემბერი 2026, 16:12

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 15:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 15:38

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.

თენგიზ შარმანაშვილი

12 სექტემბერი 2026, 14:58

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება

ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა, - განაცხადა ქართულ ოპოზიციასა და მის მედიასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

12 სექტემბერი 2026, 14:56

საზოგადოება

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპები ჩაატარა

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ უკვე შეძლო ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპების ჩატარება. თბილისის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა 1000-მდე მსურველმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:55

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 14:48

საზოგადოება

გივი მიქანაძე: საამაყოა, რომ რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციას, იძლევა მაღალი სტანდარტისა და ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ განათლების მიცემის, არამედ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

გვქონდა შესაძლებლობა მიგველოცა 300-ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის 4 ფაკულტეტის დამთავრება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:36

მსოფლიო

ტრამპი ფიქრობს, რომ ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა მისი მოსაგვარებელი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო არსებული დავა მისი გადასაწყვეტი იქნება.

12 სექტემბერი 2026, 14:22

სამართალი

შსს: ამ ეტაპზე დადასტურებულია კესო დეკანოსიძის თვითმკვლელობის ფაქტი. უწყება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აქვეყნებს

შსს კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

ლევან მაჭავარიანი

12 სექტემბერი 2026, 14:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება

ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

12 სექტემბერი 2026, 14:05

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს

საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის ქმედებამ შელახა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იაგო ხვიჩიას გადაცემაში უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.