imedi /  03 ივნისი 2020, 12:19 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჯარისკაცებზე ზრუნვა ფართომასშტაბიან კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ჯარისკაცზე ზრუნვა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მაქსიმალური ყურადღება საჭიროა რეალური ქმედებით და არა ლამაზი საუბრით.

„ჯარისკაცს, ჯარს აინტერესებს რეალური ქმედება, ის, თუ რას გააკეთებს მინისტრი. პირველი, რაც მე დავისახე და სულ რაღაც ერთ თვეში ჩემი ხედვა ჩამომიყალიბდა, გავაცანი ჯარს და თავდაცვის ძალებს. პირველი, ეს იყო სოციალური მიმართულება - დავიწყეთ ხელფასების მატებით, ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტი გავუკეთეთ ჯარს, რომელიც იყო პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ჯარისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უწყებაში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება დაწყებულია და სამხედრო ბაზებზე ფართომასშტაბიანი, კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

„მიზნად დავისახე, სრულად მიმეხედა ინფრასტრუქტურისთვის. 250 ობიექტის სრული გადაიარაღება ხდება. ყველა ყაზარმა წლის ბოლომდე იქნება დასრულებული. თამასა მაქსიმალურად ავწიე და ვუთხარი დავალება ჩვენს გუნდს, რომ ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

თბილისის საკრებულო

14 ივლისი 2020, 19:26

ეკონომიკა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებების პროექტი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსავლების და ხარჯვით ნაწილში მცირდება. ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს.

14 ივლისი 2020, 19:26

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

14 ივლისი 2020, 19:20

COVID19

აფრიკის კონტინენტზე კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აფრიკის კონტინენტზე დადასტურებული კოვიდინფიცირების ჯამურმა მაჩვენებელმა 610 ათასს მიაღწია. ახალი კორონავირუსით ინფიცრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გასულ კვირაში გადააჭარბა.

ჯეიმს აპატურაი

14 ივლისი 2020, 19:13

მსოფლიო

ჯეიმს აპატურაი ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისთვის აუცილებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

„შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივ საზღვარზე, რომელშიც ჩართულია მძიმე შეიარაღება და რასაც შედეგად მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ ვუერთდებით მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეების მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, მიიღონ აუცილებელი ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის“, - წერს აპატურაი.

კანიე უესტი

14 ივლისი 2020, 19:04

კულტურა

კანიე უესტმა დედის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა

მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, დედის ხსოვნას ახალი ტრეკი სახელწოდებით Donda მიუძღვნა. სიმღერა 12 ივლისს გახდა საჯარო. ამ დღეს რეპარის დედას დონდა უესტს 71 წელი შეუსრულდებოდა. კანიე უესტის დედა 2007 წელს პლასტიკური ოპერაციის შედეგად დაიღუპა.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 18:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს კომისიაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების დაწესების აუცილებლობა აღინიშნა

„ნატო-საქართველოს კომისიაზე განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებს და ბოლო ინციდენტს - საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანიმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ქვეყნების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

14 ივლისი 2020, 18:51

მსოფლიო

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიება დაიწყო

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიება დაიწყო.

14 ივლისი 2020, 18:49

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმინეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა დასრულა. დღეს საბჭომ ორ კანდიდატს, თამარ ოქროპირიძესა და გოჩა აბუსერიძეს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, საბჭოს წევრებს კანდიდატებთან შეკითხვები ჰქონდათ, როგორც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე ზოგად საკითხებზე.

ლევან კობერიძე

14 ივლისი 2020, 18:48

პოლიტიკა

ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე უკრაინას პრობლემებს შეუქმნის

„მე მგონი, ის მალე მიაღწევს იმას, რომ უკრაინასაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება საქართველოსთან ურთიერთობაშიც და საერთაშორისო არენაზეც. ვფიქრობ, რომ უკრაინელები ამას გაცილებით მალე მიხვდებიან, ვიდრე საქართველოში მიხვდნენ“, - აღნიშნა კობერიძემ.

14 ივლისი 2020, 18:42

კულტურა

ბენქსის მოპარული ნახატი იტალიიდან საფრანგეთში დააბრუნეს

იტალიის პოლიციამ ქალაქ აკვილას მახლობლად იპოვა პარიზული თეატრ „ბატაკლანის“ კარი, რომელიც 2015 წლის ტერაქტის მსხვერპლთა სამახსოვროდ ბრიტანელმა მხატვარმა ბენქსიმ მოხატა. ბენქსიმ გრაფიტი 2018 წლის ივნისში შეასრულა, თეატრის კარი კი უცნობმა პირებმა 2019 წლის იანვარში მოიპარეს.

14 ივლისი 2020, 18:40

საზოგადოება

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირების აკრძალვას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირების აკრძალვას პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა. „შრომის კოდექსში“ შესატანმა ცვლილებებმა 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. კანონპროექტის თანახმად, „შრომის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამავე მუხლით განსაზღვრულია სტაჟიორის დეფინიცია: სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 18:39

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: აუცილებელია, რომ ევროპარლამენტი მუდმივად იყოს ფოკუსირებული ჩვენს რეგიონზე და საქართველოს პრობლემატიკაზე

აუცილებელია ევროპარლამენტი მუდმივად იყოს ფოკუსირებული ჩვენს რეგიონზე, საქართველოს პრობლემატიკაზე, რადგან ევროპარლამენტის გზავნილები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ გაითვალისწინონ თავიანთი პარლამენტარების მოწოდებები და ეს შემდგომ საკანონმდებლოდან აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ითარგნოს პრაქტიკულ განზომილებაში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

14 ივლისი 2020, 18:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ადრე დავწერე, რომ სააკაშვილი დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“, ეს ფაქტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა

„ვინმემ ამიხსნას, კერძო პირმა როგორ უნდა გაატაროს რეფორმები რომელიმე ქვეყანაში. თანაც, მას ამისთვის არც უნარები გააჩნია, არ ცოდნა და როგორც დღეს გავიგეთ არც ნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური რეფორმების იდეოლოგი იყო კახა ბენდუქიძე, მაგრამ ის ცოცხალი აღარ არის. მას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობას" ერთი ლოგიკურად გათვლილი გეგმა არ დაუდია. სააკაშვილმა სხვა ქვეყანაში რა უნდა გააკეთოს, თან როცა გეუბნებიან რომ არავინ არ ხარ კი არადა, ხარ. სააკაშვილი „რეფორმატორი“ ყავის მომდუღებლის სტატუსით...“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

14 ივლისი 2020, 18:30

რეგიონი

აჭარაში 180-მდე სასტუმრო შეამოწმეს

აჭარაში, ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტების სასტუმროებში დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი რეგიონში არსებულმა 180-მდე სასტუმრომ გაიარა. მათ შორისაა, როგორც ბრენდული და მაღალი კლასის, ასევე დაბალბიუჯეტიანი და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები.

14 ივლისი 2020, 18:29

COVID19

Reuters: ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთსა და მონტენეგროს ამოიღებს

ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთსა და მონტენეგროს ამოიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 ივლისი 2020, 18:22

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსი 340-მდე ადამიანს დაუდგინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 339 შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 32 490 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 581 ადამიანი, 20 729-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

შალვა ნათელაშვილი

14 ივლისი 2020, 18:21

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: არ გვჭირდება ამდენი სპორტსმენი, ჩემპიონობას მირჩევნია, იყო ყანის მთოხვნელი

ჩვენ არ გვჭირდება ამდენი სპორტსმენი. მილიარდ-ნახევარია ინდოეთი, ხანდახან ბოლო ადგილზე გადის ოლიმპიადაზე, მაგრამ მარსზე გაგზავნეს თანამგზავრი და ტექნოლოგიების განვითარების მხრივ, უდიდესი სამყაროა დედამიწაზე, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 18:16

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: წლის ბოლომდე იმიტომ დავაწესეთ ვადა, რომ შემდეგ ისევ პარლამენტმა იმსჯელოს გახანგრძლივების აუცილებლობაზე

ოპოზიცია ამბობს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის“ ამოქმედებით პარლამენტის როლი სუსტდება და რომ ასეთი გადაწყვეტილებები პარლამენტმა უნდა მიიღოს. ზუსტად რომ პარლამენტი იღებს ახლა ასეთ გადაწყვეტილებებს. საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი სწორედ პარლამენტმა მიიღო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში რეგულაციები პარლამენტმა შეამსუბუქა, დღესაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება. წლის ბოლომდე იმიტომ დავაწესეთ ვადა, რომ შემდეგ ისევ პარლამენტმა იმსჯელოს გახანგრძლივების აუცილებლობაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 18:16

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის შედეგების წარსადგენად ღონისძიება გაიმართება

ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების ხელშესაწყობად, წელს ეროვნული ბანკისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი პროექტი - ანგარიშგების „ერთი ფანჯრის პრინციპი“ ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

14 ივლისი 2020, 18:16

მსოფლიო

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 სახალხო დეპუტატი მონაწილეობდა.