ირაკლი ღარიბაშვილი: საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია

ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: IMEDI
საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია და უწყების ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის, საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობების და საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის მოდერნიზების მიმართულებებით.
„დაგეგმილი გვაქვს სამანევრო ქვედანაყოფების თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვა. ეს პროექტი, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია უახლოეს მომავალში, ჩვენს ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრი ფრანგული პროექტით შესყიდულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც შეეხო.
მისი თქმით, დასრულდა ფრანგული პროექტით შესყიდული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა და სისტემების მონტაჟი. ახლა მიმდინარეობს დამატებით შესყიდული ახალი - მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, რომელიც სავარაუდოდ 2021 წელს დასრულდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ავიაციის განვითარებაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ უწყების ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ამ მიმართულების განვითარებას.
„თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, დელტას ანგარებში ჩვენ ძალიან მალე დავიწებთ სუ-25-ისა და მოიერიშე შვეულმფრენის მი-24-ების რეაბილიტაციასა და განახლების პროცესს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე

09 ივლისი 2025, 00:32
რეგიონი
უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, თიანეთის მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

08 ივლისი 2025, 23:55
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ონდჟეი დოსტალი: ქართველებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგ - საქართველოს მთავრობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს
მოგეწონებოდათ, აშშ რომ ჩარეულიყო ევროკომისიის საქმეებში? - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ონდჟეი დოსტალმა საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

08 ივლისი 2025, 23:39
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი: ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა
ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ჰანს ნოიჰოფმა.

08 ივლისი 2025, 23:31
პოლიტიკა
სამართალდამცველზე ძალადობა დაუშვებელია. თავდასხმა აშშ-ში და მკაცრი რეაგირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შეერთებულ შტატებში მსგავსი გაფრთხილება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ტეხასში სასაზღვრო პატრულის ოფისს თავს დაესხნენ, შედეგად ორი ოფიცერი და პატრულის ერთი თანამშრომელი დაშავდნენ. შეიარაღებული თავდამსხმელი კი, პოლიციამ საპასუხო სროლის დროს მოკლა.

08 ივლისი 2025, 23:24
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს - როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით
უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს - როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, დანილო დელა ვალემ.

08 ივლისი 2025, 22:59
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა - თქვენ არ უყურებთ საქართველოს როგორც პარტნიორს, თქვენ საქართველოს კოლონიად განიხილავთ
საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ.

08 ივლისი 2025, 22:41
პოლიტიკა
საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

08 ივლისი 2025, 22:20
პოლიტიკა
პრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე: გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი
გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.

08 ივლისი 2025, 22:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი
თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

08 ივლისი 2025, 22:11
პოლიტიკა
პრემიერი თორნიკე რიჟვაძეზე: ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი
გვიხარია, რომ თორნიკე რიჟვაძის გამოჯანმრთელება კარგი მიმართულებით ვითარდება, - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.

08 ივლისი 2025, 22:09
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი: თორნიკე რიჟვაძე იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ძალიან გახარებულები ვართ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დანარჩენ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

08 ივლისი 2025, 21:37
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერ-მინისტრი მივიდა. ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა.

08 ივლისი 2025, 21:25
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა.

08 ივლისი 2025, 21:23
პოლიტიკა
გიორგი გვიმრაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა, მავნებლების „გაპრავება“ რომ არ გაუჭირდებათ, კი ვნახეთ სირიაში
პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა. ამ ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა დაღუპა ევროკავშირი, - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, გიორგი გვიმრაძე, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს.

08 ივლისი 2025, 21:19
მსოფლიო
ტრამპი: პუტინით კმაყოფილი არ ვარ - ის უამრავ ადამიანს კლავს
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ არის კმაყოფილი“ ვლადიმირ პუტინით და აღნიშნა, რომ უკრაინაში ყოველკვირეული მსხვერპლი ახლა 7 000 ადამიანს აღწევს.

08 ივლისი 2025, 21:01
კულტურა
კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრები - ირენ ციციშვილი, ასინეთ (ნინო) კალატოზიშვილი, ტიერი ბერიშვილი, კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შორენა ციცაგი, ლევილის პროექტის მენეჯერი თამარ კვარაცხელია.

08 ივლისი 2025, 20:59
პოლიტიკა
კრიტიკის შიში და ფული - რას ყიდულობდა „ლელო“ პოლიტიკაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი
არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ოპოზიცია თვითდაზიანებით არის დაკავებული. ცეცხლი ამჯერად, „ნაციონალებმა“ გახსნეს ლელოს მისამართით.

08 ივლისი 2025, 20:50
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.

08 ივლისი 2025, 20:49
პოლიტიკა
ევროპელი დეპუტატი ეუთოს დასკვნის წინააღმდეგ. მიიღებს თუ არა ევროპარლამენტი სააკაშვილის მეგობრების მორიგ პროექტს?„ქრონიკის" სიუჟეტი
რა ფასი აქვს ევროპისთვის ეუთოს დასკვნას, ეს ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესმაც აჩვენა. კენჭისყრისთვის ამზადებენ დოკუმენტს, სადაც ეუთოს აღიარებული არჩევნების ფონზე, ხელახალი არჩევნებია მოთხოვნილი.

08 ივლისი 2025, 20:48
სამართალი
სასამართლომ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა
საქმე ეხება საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ახვლედიანის სახლში, ახვლედიანის კუთვნილი იარაღით თვითმკვლელობა სცადა.