imedi /  24 დეკემბერი 2020, 19:39 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაია: აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ თავდაცვისთვის მეტი რესურსის მობილიზებაზე

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია

მთავრობასაც და პარლამენტსაც გვმართებს მეტი მხარდაჭერა თავდაცვის ძალების და როდესაც ამის საშუალებას მოგვცემს პანდემიით გამოწვეული ვითარების დაძლევა, ის ნაბიჯები, რომლებსაც გადავდგამთ შედეგების აღმოფხვრის კუთხით, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ თავდაცვისთვის მეტი რესურსების მობილიზებაზე, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ირაკლი ბერაიას შეფასებით, სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი თავდაცვას და უსაფრთხოებას ეთმობა და ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებია ასახული.

„დღეს არის განსაკუთრებული დღე, როდესაც „ქართული ოცნება“ ზედიზედ მესამედ აყალიბებს მთავრობას. დღეს ყველა ჩვენგანს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა - მთავრობასაც, პარლამენტსაც იმდენად, რამდენადაც ჩვენ პანდემიასთან მოგვიწევს, მის მძიმე შედეგებთან, ისევე, როგორც აქამდე არსებულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან ერთობლიობაში გამკლავება და რასაკვირველია, ამის პარალელურად, ჩვენი ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგის განხორციელება, ახალი შესაძლებლობების ფანჯრების გამოყენება ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უპირატესობების გამოყენება, რამაც უნდა დააჩქაროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღება, დეოკუპაციის პროცესები ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

სწორედ ეს პრიორიტეტები არის ასახული, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა თავდაცვას და უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყანა დგას ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე, კვლავ ოკუპირებულია ჩვენი რეგიონები, მიმდინარეობს მათი გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, შავ ზღვას, რომელიც დღეს წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონს, რუსეთი იყენებს დესტაბილიზაციისთვის, საკუთარი ინტერესების გაღრმავებისთვის და შესაბამისად, მისი გაზრდილი სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიაში ასევე ამძიმებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ამას ემატება საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კიბერ-შეტევები, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები, რომლის მთავარი სამიზნე არის ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის მთავარი სამიზნე არის დაცული ინფორმაცია, ჩვენი საზოგადოება და მის ამოცანას წარმოადგენს საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის დასუსტება, ისევე, როგორც ევროატლანტიკური კურსის რეალურად ხელშეშლა“, - განაცხადა ირაკლი ბერამიამ.

მისი თქმით, პანდემია არათუ არ ამცირებს, არამედ, პირიქით, ამძაფრებს საფრთხეებს, რაც კიდევ უფრო დაგვანახა ბოლო პერიოდში ამ ყველა ინსტრუმენტის ჰიბრიდულმა გამოვლინებებმა.

„ცვალებადი გამოწვევების პირობებში უსაფრთხოება არის ჩვენი ქვეყნის განვითარების და პროგრესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და წინაპირობა. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამაში დიდი ნაწილი ეთმობა თავდაცვას და უსაფრთხოებას, როგორც სამხედრო კომპონენტებს, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვან ნაწილს. რა თქმა უნდა, საფრთხეების ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის უზრუნველსაყოფად პრიორიტეტულია თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება ნატოსთან თავსებადობის და ლეტალურობის ხარისხის გაზრდა და მისასალმებელია, რომ ამ მიზნით კვლავ პრიორიტეტული იქნება შეიარაღების და აღჭურვილობის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურა და სამხედრო მრეწველობა, სამხედრო განათლება და წვრთნები საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის პოლიტიკის ღერძი არის და ყოველთვის იქნება ჯარისკაცი, იქნება სამხედრო მოსამსახურე, მისი აღჭურვა, მომზადება, მისთვის ღირსეული სამსახურის და სოციალური პირობების უზრუნველყოფა.

„განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს თავდაცვის სფეროში მინისტრის ინიციატივები, მისი ამბიციური წამოწყებები, გადადგმული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას. ძალიან მნიშვნელოვანია , რომ გრძელდება მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტის თავდაცვის მიზნებისთვის ალოკაცია და თავდაცვის ბიუჯეტის ოცი პროცენტი კვლავ შეიარაღების და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. ის, რომ გაგრძელდება ტოტალური თავდაცვის პრინციპების დანერგვა და მშვიდობიანობის პერიოდში შეიქმნება ის შესაძლებლობები, რომელიც ომიანობის დროს, აგრესიის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთელი ეროვნული ძალისხმევის სწრაფ და ეფექტიან მობილიზებას, ჯავშან-საწინააღმდეგო და საარტილერიო სპეციალური ოპერაციების, სადაზვერვო-ლოჯისტიკური სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, ისევე, როგორც ამერიკულ შეიარაღებაზე გადასვლით, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ავიაციის განვითარებით ქართული ცა იქნება უფრო ეფექტიანად კონტროლირებადი და ჩვენი საჰაერო სივრცე იქნება უფრო დაცული. ჩვენი ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება არის პირდაპირ კავშირში საერთაშორისო თანამშრომლობასთან. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი პარტნიორები, ვისთანაც გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, საერთო ინტერესები და შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ნატოს ალიანსში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ჩვენ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს, ვფლობთ გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მათი ეფექტიანი განხორციელება ალიანსთან სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში ალიანსის ხილვადობის გაზრდა. ჩვენ, რასაკვირველია, მივესალმებით ალიანსის გაძლიერებულ სამხედრო ყოფნას რეგიონში, როგორც ხმელეთზე, ასევე, ზღვაზე და ასევე, ჰაერში. საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, როგორიც არის ის კომპონენტები, მათ შორს, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების პროგრამა, მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები არა მხოლოდ ზრდის ჩვენი ქვეყნის დაცულობას, არამედ აფართოებს რეგიონული უსაფრთხოების სივრცეს“, აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

მისი თქმით, განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ორმხრივი პრიორიტეტები თავდაცვის სფეროში ეს არის ის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის კომპონენტები, რომლებიც აძლიერებენ ჩვენი ბატალიონების ტერიტორიული თავდაცვისთვის მზადყოფნის ამოცანებს, ისევე, საქართველოს აყალიბებენ მაღალი მზადყოფნის სანდო და საიმედო საერთაშორისო პარტნიორად. ის ურთიერთობები, რაც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა 2012-2020 წლებში - გაორმაგებული სამხედრო დაფინანსება, უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო-შეთანხმებების ხელმოწერა, უახლესი ანტისატანკო შეიარაღების მოწოდება კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტულობაზე. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი - ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ასევე მნიშვნელოვნად არის თავდაცვის ძალების უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობის დამსახურება და თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების შედეგი.

მთავრობასაც და პარლამენტსაც გვმართებს მეტი მხარდაჭერა თავდაცვის ძალების და როდესაც ამის საშუალებას მოგვცემს პანდემიით გამოწვეული ვითარების დაძლევა, ის ნაბიჯები, რომლებსაც გადავდგამთ შედეგების აღმოფხვრის კუთხით, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ თავდაცვისთვის მეტი რესურსების მობილიზებაზე. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხედრო აღმშენებლობის ამოცანები მოითხოვს გაცილებით მეტს, ვიდრე არის ორპროცენტიანი ნიშნული და ბოლო პერიოდის სამხედრო ოპერაციებმა ჩვენ ძალიან კარგად დაგვანახა თანამედროვე ტექნოლოგიების აუცილებლობა და მნიშვნელობა. ჩვენ გვჭირდება მეტი და მაღალტექნოლოგიური იარაღი“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ყველა სიახლე

22 ივლისი 2026, 03:02

მსოფლიო

Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა

სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 01:52

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 01:00

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.

22 ივლისი 2026, 00:07

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.

21 ივლისი 2026, 23:29

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.

21 ივლისი 2026, 22:31

მსოფლიო

Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.

21 ივლისი 2026, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

კახა კალაძე

21 ივლისი 2026, 21:46

საზოგადოება

კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია

თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.

21 ივლისი 2026, 21:18

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა

შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.

21 ივლისი 2026, 21:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

21 ივლისი 2026, 20:45

საზოგადოება

ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა

ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.

21 ივლისი 2026, 20:43

საზოგადოება

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.

21 ივლისი 2026, 20:39

საზოგადოება

მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“

23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.

21 ივლისი 2026, 20:36

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.

21 ივლისი 2026, 20:35

სამართალი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.

21 ივლისი 2026, 20:33

ეკონომიკა

სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის

„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.

21 ივლისი 2026, 20:31

ეკონომიკა

13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.

21 ივლისი 2026, 20:29

სამართალი

რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.