imedi /  24 დეკემბერი 2020, 19:24 / სანდო წყარო

გია აბაშიძე სამთავრობო პროგრამაზე: გახარიასა და მისი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ზუსტად გათვლილი, თანმიმდევრული, მიღწევადია

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

ყურადღებით გავეცანი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღევანდელ საინტერესო და საქმიან საპარლამენტო გამოსვლას. მიმაჩნია, რომ პროფესიონალი მენეჯერის, გიორგი გახარიასა და მისი გუნდის მიერ წარმოდგენილი ეს პროგრამა არის ზუსტად გათვლილი, თანმიმდევრული, მიღწევადი და საქართველოსათვის უკეთესი ცხოვრების მომტანი, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტი გიორგი გახარიას გზავნილებზე ამახვილებს ყურადღებას.

„გახარიას დღევანდელ ძლიერ გზავნილებზე დეტალურად მსურს მივაპყრო თქვენი ყურადღება. ერთგვარი executive summary:
• გახარიამ წარმოადგინა ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო 4 წელიწადში პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და ეკონომიკური კრიზისის მაქსიმალურად სწრაფად გადალახვისთვის არის უმნიშვნელოვანესი.
• სამთავრობო პროგრამა მოიცავს 4 საკვანძო მიმართულებას:
o ეკონომიკური განვითარება;
o საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები;
o სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება;
o სახელმწიფო მმართველობა.
• მომდევნო 4 წელიწადში, მთავრობის ამოცანა იქნება ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფი გამოყვანა, იმ პოზიტიური ტენდენციების დაბრუნება, რაც კრიზისამდე გვქონდა და სწრაფი ზრდის მიღწევა. ასევე, ჩვენი ეკონომიკის გარდაქმნა „შესაძლებლობების“ ეკონომიკად. ამასთან, უმთავრესი ამოცანაა საქართველოს მომზადება უმთავრესი მიზნის რეალიზებისთვის - 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად.
• ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა უმნიშველოვანესია - სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
• მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა გეგმავს დამატებით 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8%, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს ინვესტირებული ქვეყნის ინფრასტრუქტურაში.
• მთავრობა გააგრძელებს მუშაობას დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გაnსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რადგან ვერანაირი რეფორმა თუ მიღწევა, ვერ იქნება ღირებული მის გარეშე. ამაზე გავლენას ვერ მოახდენს ვერც პანდემია, ვერც შიდა თუ გარე კრიზისები.
• რეგიონში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, მოხდა რუსეთის წარმომადგენლობის გაძლიერება. საქართველოს მთავრობის მიზანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც რეგიონში გაძლიერებულ დასავლურ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. პრიორიტეტი იქნება აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკურ საკითხებში (თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება).
• 2019-2020 წელი იყო საუკეთესო წლები ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავების და ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით. მთავრობა უზრუნველყოფს ნატო-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას ყველა ფორმატში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს ურთიერთქმედების გაძლიერება ნატო-სთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.
• რასაკვირველია, ოკუპაცია რჩება საქართველოს მთავარ გამოწვევად. მშვიდობიანი გზით და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი ქვეყნის უწინარესი ამოცანაა. გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, ბოლო დროს საკმაოდ რთული იყო ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება, თუმცა, ქართულმა დიპლომატიამ ამ საკითხს თავი გაართვა და დღესაც, საერთაშორისო დონეზე ,ოკუპაციის თემა ძალიან მაღალ დონეზეა. განცხადებების გარდა უნდა იყოს კიდევ უფრო თვალსაჩინო და ეფექტური, კონკრეტული შედეგების მომტანი
• რა თქმა უნდა, პანდემიამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა ქვეყნის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შესაბამისად, მთავრობა უზრუნველყოფს ჯანდაცვის მიმართულებით დაწყებული რეფორმების ეფექტიანად გაგრძელებას. პირველ რიგში, ეს არის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით სისტემის შემდგომი რეფორმირება და ჯიბიდან გადასახდელების შემცირება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისათვის არის უკიდურესად დიდი პრობლემა.
• გაგრძელდება სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმირება და გაძლიერება, რათა მან უზრუნველყოს ყველა იმ კატეგორიის მხარდაჭერა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება: ასაკოვანი მოქალაქეების ღირსეული სიბერე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა; დევნილები უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებლით და ა.შ. თითოეული სოციალურად დაუცველის, ხანდაზმულისა თუ დევნილის იდენტიფიცირება და სწრაფი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
• მთავრობის მიზანია თითოეული ადამიანის პოტენციალის რეალიზებისთვის პირობების შექმნა, რათა ადამიანებმა თავად შეძლონ საკუთარი ცხოვრების ღირსეულად წარმართვა. აქ გადამწყვეტი როლი ექნება განათლებას სისტემის რეფორმას.
• ყველა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია კვალიფიციური და კეთილსინდისიერი, პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო მოხელეთა საშუალო რგოლი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის გარანტიაა. ყურადღება გამახვილდება თვითმართველობების როლის მეტად გაძლიერებაზე, კომპეტენციის ზრდაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა „ქართული ოცნების“ რეფორმების შედეგად,უახლოეს წლებში გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო მოხელე ხდება ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა. ამ კუთხით გააგრძელდება სტრუქტურული რეფორმები.
• საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ პანდემია, მისგან გამოწვეული კრიზისი, ბოლოდროინდელი განვითარებები რეგიონში, ოკუპაცია, შიდა და გარე საფრთხეები - ყველაფერი ეს ქმნის გამოწვევების გარემოს, რომელშიც ჩვენს ქვეყანას უწევს განვითარება.
• მიუხედავად ამისა, საქართველო ვერ გაჩერდება, ქვეყანას აქვს ყოველდღიური გამოწვევები. ესენია: უმუშევრობა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხანდაზმულებზე, სოციალურად დაუცველებზე, დევნილებზე ზრუნვა, განათლება და მრავალი სხვა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემები დაძლევადია და საქართველო შეუქცევლად მიდის წინ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ” - წერს გია აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

28 ივლისი 2026, 14:49

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს

ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს. ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

28 ივლისი 2026, 14:48

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის ხელისუფლება ტრანსგენდერული პოლიტიკის გამო ორი ოლქის სკოლას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება

აშშ-ის განათლების დეპარტამენტი მიჩიგანისა და მერილენდის შტატებში სკოლებს ფედერალური დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

28 ივლისი 2026, 14:47

პოლიტიკა

ჩიხელიძე აშშ-ის საელჩოს: თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სიძულვილის ენის პრევენცია შესაძლებელია თანაარსებობდეს, თუ სახელმწიფო მოქმედებს კანონის შესაბამისად

თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? - ამ კითხვით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მათ მიერ “რადიო თავისუფლებასთან” გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, სადაც საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობით.

დავით ქართველიშვილი

28 ივლისი 2026, 14:46

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის საელჩომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა „კაია კალასის“ საუკეთესო ტრადიციებში. არ გამოვრიცხავ, რომ საელჩოს მორიგ სამიზნეში ჩვენი სპორტსმენის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული ორგანიზაცია მოხვდეს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა. ქართველიშვილი პარალელს ავლებს ქართველი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან და აცხადებს, რომ თუ საელჩო ამ ორგანიზაციის მიმართაც გამოთქვამს „შეშფოთებას“, მაშინ შეფასებისას სწორედ ამერიკული გამოცდილებითა და თანაბარი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს.

28 ივლისი 2026, 14:32

მსოფლიო

Reuters: აშშ უკრაინისთვის გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის გადაცემას 2029 წლამდე გაწელავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესის წევრებს აცნობა, რომ უკრაინისთვის დახმარების სახით გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის სრულად დახარჯვას მხოლოდ 2029 ფისკალურ წელს დაასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

28 ივლისი 2026, 14:26

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიორგი ქართველიშვილის მოძრაობაზე: კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ქვეყნის იდენტობის, გამოჩენილი ქართველების დაცვაში ამ ორგანიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ გადადიან ბულინგზე

დეპუტატი გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

თორნიკე ჭეიშვილი

28 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე

რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.

დავით ქართველიშვილი

28 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს

ამიტომ „არაბული ქალაქებისა“ და „არაბული სოფლების“ შესახებ გავრცელებული თეზისები უფრო პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკა და ობიექტურ საბაზრო ანალიზზე დაფუძნებული დასკვნა. რეალური სურათი გაცილებით პრაგმატულია: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს. ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოსული კაპიტალი არ არის დემოგრაფიული ექსპანსიის ნიშანი. იგი საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ნდობის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის, ტურისტული პოტენციალისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მიმართ. სწორედ ინვესტიციები და არა პოლიტიკური მითები წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ლევან მაჭავარიანი

28 ივლისი 2026, 14:18

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი აშშ-ს საელჩოს პოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, რომ საელჩოდან, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ამ საგანს კარგად არ იცნობს, ან კითხვა იყო იმგვარად დასმული, რომ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციას, რომ შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო, მმართველი გუნდი პასუხობს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის დიდი სხვაობა არსებობს.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2026, 14:07

ჯანდაცვა

სოზარ სუბარი: ორი ადამიანის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ბატონი თენგიზ ცერცვაძის ურყევმა რწმენამ, რომ ეს იყო შესაძლებელი, გამოიღო შედეგად ის, რომ ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ მივიღეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც C და B ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.

ცოტნე ანანიძე

28 ივლისი 2026, 13:57

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ, თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს

„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ ვნახეთ, ახლა ევროკავშირის მთავარ ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ. თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს,” - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

ზინედინ ზიდანი

28 ივლისი 2026, 13:47

სპორტი

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო ლეგენდა ზინედინ ზიდანი დიდიე დეშამის შემცვლელი გახდება და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 13:37

ეკონომიკა

ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „The New Natural“ ლონდონში გაიმართა.

28 ივლისი 2026, 13:29

მსოფლიო

DW: გერმანიის „სოციალ-დემოკრატებს“ LGBTQ+ ადამიანების დაცვის საკითხის ჩაწერა კონსტიტუციაში სურთ

გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) კვლავ წამოაყენა მოთხოვნა კონსტიტუციის ანტიდისკრიმინაციულ ნორმებში სექსუალური იდენტობის დამატების შესახებ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 ივლისი 2026, 13:22

პოლიტიკა

შარმანაშვილი გირჩი ჯაფარიძეს: მე ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება, - ამ სიტყვებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს.

28 ივლისი 2026, 13:20

ეკონომიკა

გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

გამოვიდა სებ-ის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - „მონეტარული ეკონომიკა“ - მიმდინარე წლის მეორე ნომერი. გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 13:09

მსოფლიო

WSJ: უკრაინის ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებებით მოხიბლული ტრამპი ზელენსკის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირად საუბრებში მრჩევლებთან აცხადებდა, რომ უკრაინა ომს აგებდა.

28 ივლისი 2026, 13:03

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში სკვერს აწყობს

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ბავშვთა გასართობი ზონების და ფიტნეს სივრცის მოწყობა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგება საფეხმავლო ბილიკები, ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სპორტულ მოედანს და მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.

28 ივლისი 2026, 12:55

რეგიონი

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც რეგიონი ბუნების მოყვარულთათვის „ნამდვილ სამოთხედ“ არის შეფასებული. სტატიის ავტორი მკითხველს პირველივე აბზაციდან აცნობს აჭარის მთავარ უპირატესობას და წერს: „დილით შავ ზღვაში ბანაობა, შუადღეს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უძველეს კოლხურ ტყეებში ლაშქრობა — აჭარა, ბათუმის გარშემო მდებარე რეგიონი, ნამდვილი სამოთხეა ბუნების მოყვარულთათვის.“

28 ივლისი 2026, 12:52

თავდაცვა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო

ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან. საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები 5 და 6 აგვისტოს ქუთაისში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პარაკალათბურთში საჩვენებელი თამაშიც გაიმართება.