imedi /  28 იანვარი 2021, 14:33 / სანდო წყარო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ მარკ მილს შეხვდა

გიორგი მათიაშვილი

გიორგი მათიაშვილი

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილს შეხვდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ მარკ მილს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-ის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა. კოლეგებმა გასულ წელს საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც მიმოიხილეს და მიმდინარე წლის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები დასახეს. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით მიმდინარეობასა და 2021 წელს, მისი დასრულების შემდეგ, საქართველო-აშშ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის გეგმებზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე 2021-2022 წლებში დაგეგმილ ქართულ-ამერიკული ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობა, ასევე ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მხარდამხარ მონაწილეობა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მოდერნიზაცია, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აღნიშნეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

13 თებერვალი 2025, 15:31

ეკონომიკა

იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით გაიზარდა

იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, იანვარში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მონაცემები.

13 თებერვალი 2025, 15:25

მსოფლიო

მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა. 20-მდე ადამიანი დაშავებულია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

თეა წულუკიანი

13 თებერვალი 2025, 15:20

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გპირდებით ყველა მსხვერპლს, ისე იქნება საგამოძიებო კომისია მოწყობილი, რომ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას, შევქმნით პირობებს, რომ თქვენი ღირსების შესაბამის პირობებში შეძლოთ ჩვენთან მობრძანება

ჩვენ გპირდებით ყველა იმ მსხვერპლს, რომლისთვისაც ურთულესია იმ განვლილის გახსენება, პროცედურულად ისე იქნება კომისია მოწყობილი, რომ თქვენ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

13 თებერვალი 2025, 15:10

სპორტი

საქართველოს ტყვიის მსროლელთა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს 16 და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. ტურნირზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა წყვილმა - ელენე წიკლაურმა და სანდრო ხოსიტაშვილმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ ნახევარფინალური შეხვედრა პოლონელ მოწინააღმდეგეებთან ანგარიშით 7:13 დათმეს.

დონალდ ტრამპი მარკო რუბიო

13 თებერვალი 2025, 15:10

მსოფლიო

ტრამპმა რუბიოს აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის რეფორმა დაავალა, რომელიც პატრიოტებისგან დაკომპლექტდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს დიპლომატიური სამსახურის რეფორმირება დაავალა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

13 თებერვალი 2025, 15:09

სპორტი

სპორტის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე 2025 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა და ერთხმად დაამტკიცა.

ტიერი მარიანი

13 თებერვალი 2025, 15:02

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე: რეზოლუციას მე ვეთანხმები, რადგან ჩვენ აღმოვაჩინეთ ევროკავშირის არაერთი ჩარევა სხვადასხვა ქვეყანაში

ცხადია, ვეთანხმები ამ რეზოლუციას, თუმცა სამწუხაროდ, ვფიქრობ კენჭისყრა არ მოხდება, რადგან უმრავლესობა მხარს დაუჭერს პირველ რეზოლუციას, იმისდა მიუხედავად რომ ვერ ასახელებენ თუ რა იყო პრობლემური თქვენ არჩევნებში, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“. იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპარლამენტში ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი, გერმანული პარტიის AfD-ს მიერ დარეგისტრირებულ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ რეზოლუციას.

13 თებერვალი 2025, 14:38

საზოგადოება

ვანდალიზმის ფაქტი მცხეთის ჯვრის მონასტერში. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკლესიის შეურაცხყოფის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა

ვანდალიზმის ფაქტი მცხეთის ჯვრის მონასტერში. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკლესიის შეურაცხყოფის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

ილონ მასკი

13 თებერვალი 2025, 14:37

მსოფლიო

ილონ მასკი: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 2018-2022 წლებში სააგენტო Reuters-ს 9 მილიონი დოლარი გადაუხადა

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა X-ზე დაწერა, რომ საინფორმაციო სააგენტო Reuters ამერიკის მთავრობამ ფართომასშტაბური სოციალური ტყუილისთვის მილიონობით დოლარი გადაუხადა.

თენგიზ შარმანაშვილი

13 თებერვალი 2025, 14:33

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: ე.ი. მათ პარტიულ ტელევიზიებს შეუძლიათ ათასნაირი სიბინძურე აფრქვიონ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია გაავრცელონ და თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ეს გამოაცხადონ დემოკრატიის მტრად

რადიკალური ოპოზიციის ჩართულობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, რომლის კენჭისყრაც ევროპარლამენტში დღეს იგეგმება, სხვადასხვა საკითხებთან ერთად საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებაზე. მათ შორის არიან მედიამფლობელები. პროექტში აღნიშნულია ტელეკომპანია „იმედიც“.

გურამ მაჭარაშვილი

13 თებერვალი 2025, 14:32

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ასეთი ზეწოლა არსებობს, მაინც გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ ხელისუფლებას მხარს უჭერენ

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ასეთი ზეწოლა არსებობს, მაინც გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ ხელისუფლებას მხარს უჭერენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფის, „სუვერენული ერების ევროპა“ მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის წარდგენის ფაქტის კომენტირებისას.

ვიქტორ ორბანი
ირაკლი კობახიძე

13 თებერვალი 2025, 14:31

პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი

მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ნანა კაკაბაძე

13 თებერვალი 2025, 14:24

სამართალი

ბიძინა გიორგობიანი და ნანა კაკაბაძე მოწმის სტატუსით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ბიძინა გიორგობიანი მოწმის სტატუსით საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

პაატა სალია

13 თებერვალი 2025, 14:23

პოლიტიკა

პაატა სალია: წინა ოთხ რეზოლუციას რამე ფასი ჰქონდა? რამე შედეგი გამოიღო? ასევე იქნება მეხუთე რეზოლუციაც, რომელიც არანაირ რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება

წინა ოთხ რეზოლუციას რამე ფასი ჰქონდა? რამე შედეგი გამოიღო? ასევე იქნება მეხუთე რეზოლუციაც, რომელიც არანაირ რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება.

მამუკა მდინარაძე

13 თებერვალი 2025, 14:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე „ნიუსი” - მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო - ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი მეგობრის მამა

ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე “ნიუსი” - მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! (სხვათა შორის მართალი იყო და გამართლდა კიდეც!), - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

სოზარ სუბარი

13 თებერვალი 2025, 14:15

პოლიტიკა

სოზარ სუბარი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შესახებ: კომისიის წინაშე დასმული საკითხების შეფასება უნდა მოხდეს - ამას ელოდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა

„ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა დიდი ხანია ითხოვს და ელოდება ამ კომისიის შექმნას და დიდი იმედითაც შეჰყურებს, იმიტომ, რომ შეუძლებელია ააშენო სამართლებრივი სახელმწიფო, თუ წარსულს სწორად არ შეაფასებ," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა დღეს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა საორგანიზაციო საკითხები. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი, ხოლო მდივნად სოზარ სუბარი აირჩიეს.

პაატა სალია

13 თებერვალი 2025, 14:15

პოლიტიკა

პაატა სალია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე: ნებისმიერი მხარდამჭერი განცხადება, რომელიც დაფუძნებულია იმ რეალობაზე, რაც დღეს გვაქვს საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის

ნებისმიერი მხარდამჭერი განცხადება, რომელიც დაფუძნებულია იმ რეალობაზე, რაც დღეს გვაქვს საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით.

13 თებერვალი 2025, 14:10

მსოფლიო

რუსეთმა აშშ-თან მომლაპარაკებელთა ჯგუფის ფორმირება დაიწყო

რუსეთს ხელისუფლებამ აშშ-თან მომლაპარაკებელთა ჯგუფის ფორმირება დაიწყო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ნინო წილოსანი

13 თებერვალი 2025, 14:02

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეზე: იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას, სასამართლოში შევხვდებით

„ვითომ აქტივისტები და გარედან მართული პოლიტიკანები დაეჩვივნენ, რომ შეუძლიათ წარმოუდგენელი რამ დაგაბრალონ და არასდროს აგონ ამისთვის პასუხი“- წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, რითაც ოპოზიციონერი აქტივისტის ლევან ღამბაშიძის ბრალდებას პასუხობს, რომ თითქოს წილოსანის ოჯახმა ბიუჯეტიდან ფული მოიპარა.

თეა წულუკიანი

13 თებერვალი 2025, 13:31

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მოქალაქეს, რომელიც 12 წლის წინ პატარა იყო, ჰგონია, ბოროტ ზღაპარს უყვები, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე.