imedi /  21 თებერვალი 2021, 18:15 / სანდო წყარო

ჯუანშერ ბურჭულაძე: ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ჩვენ პარტნიორებს დავანახეთ, რომ საქართველო მზად არის დასკვნითი ნაბიჯები გადადგას ევროატლანტიკურ ოჯახში გასაწევრიანებლად

ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ჩვენ პარტნიორებს დავანახეთ, რომ საქართველო მზად არის დასკვნითი ნაბიჯები გადადგას ევროატლანტიკურ ოჯახში გასაწევრიანებლად და საქართველოში რუსეთის აგრესიის დასასრულებლად, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ყველა მიმართულებით გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება თავდაცვის ძალებში.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის მზადყოფნის მუდმივ ამაღლებას და ჩვენ სამხედროებზე ზრუნვის პოლიტიკას. ყველა მიმართულებით გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება თავდაცვის ძალებში. თავდაცვის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში არსებული უპრეცენდენტოდ მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება. თავდაცვის სფეროში დაწყებული რეფორმები სისტემურ და მრავალწლიან აღმშენებლობის გეგმებზე დაფუძნებული. გამოვყოფდი ორ დოკუმენტს: თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების 10 წლიანი გეგმა, რომელიც სამინისტროს ახალი ხედვის ფარგლებში პირველად იქნა შემუშავებული და ორიენტირებულია ჯავშანსაწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ასევე არის ახალი, 4 წლიანი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ცალკეულ მიმართულებებს და ამოცანებს. თავდაცვის ძალების მზადყოფნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციას ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხითაც. ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგემება ჯაველინების დამატებითი პარტიის შეძენა, ასევე დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შესყიდვაც. წელს უნდა დასრულდეს ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. ამ ეტაპზე თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი 3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიასთან ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს „რაფაელის“ წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განახლებას და მოდერნიზაციას. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულებაა, საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელება, რომლის დასრულების შემდეგაც მივიღებთ სრულიად აღდგენილ და რეაბილიტირებულ საავიაციო პარკს. თავდაცვის ძალებში ასევე დაწყებულია ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი, რაც აუცილებლად მივა ბოლომდე. მიმდინარე წელს ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის აღჭურვას ნატოს სტანდარტის M4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნების და სხვა საშუალებებით. კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო, რომლის გაძლიერებასა და განხორციელებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა., გახლავთ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების შეძენა და რადიოელექტონულ ელექტრონულ სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ყველა სიახლე

ნინო დოლიძე

04 მარტი 2021, 16:43

პოლიტიკა

ნინო დოლიძე: დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია

„დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია“, - განაცხადა Isfed-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საარჩევნო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან ნატროშვილი

04 მარტი 2021, 16:40

პოლიტიკა

ლევან ნატროშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში ოპოზიციის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

„ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერი ცვლილების მიღება პარლამენტის მხრიდან არ იქნება ისეთი ნდობის მატარებელი, როგორიც უნდა იყოს, რადგან საბოლოო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა ძირითადი თამაშის ის წესებია, რომელსაც პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ. თუ არ იზიარებენ, შემდეგ ხდება სამართლიანი არჩევნებისა და ლეგიტიმაციის თვალსაზრისი პრობლემები. აქედან გამომდინარე არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ფორმატი უნდა მოინახოს, სადაც შეთანხმდება ის საკითხები, რომლებიც ჯერ არ არიან პარლამენტში წარმოდგენილები“, - განაცხადა ნატროშვილმა.

04 მარტი 2021, 16:37

თავდაცვა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) ესტუმრნენ. კანონმდებლები ადგილზე გაეცნენ სკოლის საქმიანობის სპეციფიკას, გრძელვადიან, მოკლევადიან და დისტანციურ სასწავლო პროგრამებს, თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და სკოლის პერსონალს გაესაუბრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ წარმოადგინეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც პარლამენტარებმა DIBS-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

ვახუშტი მენაბდე

04 მარტი 2021, 16:36

პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე: ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პარტიები საარჩევნო საკითხების განხილვის პროცესში ჩართოს

შემუშავდა საინტერესო დებულებები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, კვლავ შეუთანხმებელი რჩება, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე განუცხადა. ვახუშტი მენაბდის თქმით, ორი ფუნდამენტური საკითხი კვლავ პრობლემური რჩება.

04 მარტი 2021, 16:27

ეკონომიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 მარტიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways"-ი შეასრულებს.

ვაზგენ მანუკიანი

04 მარტი 2021, 16:26

მსოფლიო

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით ვაზგენ მანუკიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. სომხეთის ოპოზიციის ლიდერს ბრალი 301 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.

04 მარტი 2021, 16:19

სამართალი

პენიტენციური სამსახური: N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა

2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

04 მარტი 2021, 16:14

ეკონომიკა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპივა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney-მ კი, აღნიშნულ სფეროში საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.

ლევან იოსელიანი

04 მარტი 2021, 16:13

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: კიდევ უფრო მეტი მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს

„კიდევ უფრო მეტია მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო პროექტის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბესარიონ სიმონიშვილი

04 მარტი 2021, 16:07

საზოგადოება

ბესარიონ სიმონიშვილი: სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5 000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ

საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს, რომ დაბრუნებამდე დევნილებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას.

04 მარტი 2021, 15:56

საზოგადოება

31-ე საჯარო სკოლას ახალი სპორტული მოედანი ექნება

თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 31-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიკო ჯანაშიამ დღეს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს გია ვოლსკის და „ჯინო კაპიტალის“ დირექტორს ნოდარ გიორგაძეს დაათვალიერებინა.

გიორგი ბარამიძე

04 მარტი 2021, 15:34

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძის განცხადებით, ოპოზიცია ბრძოლას კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში გააგრძელებს

მისი თქმით, ნიკა მელია არის არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ დაიმსახურა სხვა ოპოზიციური პარტიების უდიდესი პატივისცემა.

თამარ კორძაია

04 მარტი 2021, 15:33

პოლიტიკა

რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ადგილზე დროშებით. პლაკატებით, ხმის გამაძლიერებლებით მივიდნენ. ლიდერები თავიანთ მოწოდებებში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უდანაშაულოა და ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად დევნილია.

დენის შმიგალი

04 მარტი 2021, 15:31

COVID19

უკრაინის პრემიერი: ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ეპიდემიის მესამე ტალღის დაწყებაზე მიუთითებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ეპიდემიის მესამე ტალღის დაწყებაზე მიუთითებს.

ომა ფავორი

04 მარტი 2021, 15:31

ტაბლოიდი

ნიგერიელი ექიმი „იმედის დილაში“ ქართულად ამღერდა. ვიდეო

ახალგაზრდა ნიგერიელი ექიმი ომა ფავორი 4 წელია საქართველოში ცხოვრობს. მან მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა და სპეციალობით კარდიოლოგია. მისი თქმით, ის ბავშვობიდან მღერის, ამჟამად კი ბენდ „სინთეზის“ წევრია. „იმედის დილაში“ სტუმრობისას მან ქართული სიმღერა „ვარდები არ არიან“ შეასრულა.

კეტრინ სმოლვუდი

04 მარტი 2021, 15:29

COVID19

ჯანმოს წარმომადგენელი: ვირუსის გავრცელების შემცირების კუთხით საქართველოში კარგი პროგრესი ვნახეთ

კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით მართლაც კარგი პროგრესი ვნახეთ საქართველოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა ონლაინ პრესკონფერენციაზე „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჰანს კლუგე

04 მარტი 2021, 15:04

COVID19

ჰანს კლუგე: ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოს მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულეს, მაგრამ „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების გადანაწილება

თქვენ მკითხეთ, თუ რა არის ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისთვის. პირველი ჩემი გზავნილი ისაა, რომ ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოს მთავრობამ შეასრულეს ყველა ვალდებულება. ამას ვამბობ იმის გამო, რომ მე ვხედავ პრესაში სხვა ინფორმაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ „ქრონიკის“ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ, როგორც ქვეყანამ და როგორც ხელისუფლებამ, შეასრულა ყველა ვალდებულება.

მიხეილ სააკაშვილი

04 მარტი 2021, 15:00

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე, იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

04 მარტი 2021, 14:41

სამართალი

გორში 13 წლის მოზარდმა სავარაუდოდ 50 წლამდე კაცისგან ბავშვი გააჩინა

შემთხვევა გორის მუნიციპალოტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 49 წლის კაცს 12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდა. მან რამდენიმე თვის წინ იმშობიარა და ახლა 13 წლისაა. თბილისის სოციალურ სააგენტოს ფაქტის შესახებ დედაქალაქის ერთ-ერთმა სამშობიარო სახლმა აცნობა. ამ დროისთვის მოზარდი ჩვილთან ერთად საცხოვრებლად თავშესაფარშია გადაყვანილი.

ანდრია ბასილაია

04 მარტი 2021, 14:26

ეკონომიკა

რას ითვალისწინებს სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა. თბილისის მერის მოადგილის კომენტარი

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ის ინიციატივა განუმარტა, რომელიც დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შემუშავდა.