imedi /  10 ივნისი 2021, 12:59 / სანდო წყარო

თავდაცვის მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს, უწყებაში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მააიკე ვან კოლდამს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ნიდერლანდელი დამკვირვებლების მონაწილეობის მნიშვნელობა აღნიშნა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა ელჩს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ნატოს მეტ ჩართულობას საქართველოში, ასევე ალიანსის აქტიურ არსებობას შავი ზღვის რეგიონში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება იყო. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზე გაკეთდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა SNGP-ის ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განხორციელებაში ნიდერლანდური მხარის კონტრიბუცია და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტსა და DIB სკოლას შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 18:00

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობთ, 2 წლის ვადაში შევძლებთ, რომ ქვეყანას ჰქონდეს სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული სოციალური კოდექსი

„სოციალური დაცვის ქართული სისტემა არის უფრო სიმპტომური და არა სისტემური. კი, პოზიტიურია დინამიკა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არაერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. ასეთ ქვეყნებს აქვთ სოციალური კოდექსი, რომელიც უფრო სისტემატიზირებულია, არის უფრო მეტად ხარჯთეფექტიანი და საჭიროებებზე მორგებული. უფრო მეტად არის საჭიროებებზე მორგებული ასეთი სისტემები და, შესაბამისად, ეფექტიც უფრო მაღალია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 17:57

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე შეზღუდვების მოხსნაზე: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოქალაქეების ქცევაზე

გავითვალისწინეთ ის, რომ ცხელი პერიოდია და რთულია პირბადის ტარება ქუჩაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ წესის სრული იგნორირება მოვახდინოთ, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე

22 ივნისი 2021, 17:46

პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე: საქართველოს სჭირდება ორი სვეტი, რომელსაც დაეყრდნობა სამუდამოდ - თვითმმართველობა და სასამართლო

დეპუტატმა გამოსვლისას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველო უნდა იყოს პოზიტიური ნეიტრალიტეტის მედროშე კავკასიაში“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

22 ივნისი 2021, 17:43

COVID19

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელმა 4 500-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 77 ადამიანს დაუდასტურდა, 70 გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით წერს. დღე-ღამეში ტესტი 3 778 ადამიანს ჩაუტარდა.

ლაშა დარსალია

22 ივნისი 2021, 17:43

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესახებ, ნამდვილად უფრო გაართულებს პროცესს

საკმაოდ რთულია ნებისმიერი ოჯახის წევრისთვის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა ასეთი ქმედებები ნამდვილად უფრო გაართულებს პროცესს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ ერთი წლის წინ ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა. დაკავებულის მამა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავს.

ანგელა მერკელი

22 ივნისი 2021, 17:37

COVID19

ანგელა მერკელი ორი სხვადასხვა ვაქცინით აიცრა

ვაქცინის პირველი დოზა 66 წლის მერკელმა აპრილში მიიღო. მაშინ ის AstraZeneca-თი აიცრა, თუმცა მეორე აცრის დროს არჩევანი ამერიკულ Moderna-ზე შეაჩერა.

22 ივნისი 2021, 17:31

პოლიტიკა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგრანტო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს

საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები, განვითარების მიზნების შესახებ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გრანტის სახით 66 960 382 აშშ დოლარს გამოუყოფს. შეთანხმების ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

22 ივნისი 2021, 17:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მართლა არ მეგონა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც არც ომი იცის და არც მშვიდობა, აგვისტოს ომზე დაიწყებდა ლაპარაკს

თქვენ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ღია, სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადავიდა და კასეტური ბომბების გამოყენება წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან.

პაატა მანჯგალაძე

22 ივნისი 2021, 17:18

პოლიტიკა

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, მიშელის შეთანხმების დებულება სამართლის ლოგიკას ეწინააღმდეგება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმების დებულება სამართლის ლოგიკას ეწინააღმდეგება.

ბექა დავითულიანი

22 ივნისი 2021, 17:16

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი საპარლამენტო ოპოზიციას: როცა აშკარა ტყუილს იტყვით, მიიღებთ შესაბამის პასუხს

8 წელია ვეგუებით მუდმივად სიცრუეზე აპელირებას და ამდენ სიცრუეში იკარგება ის მცირე სიმართლეც, რასაც ხანდახან ამბობთ ხოლმე; ვეგუებით ნაცმოძრაობის მხრიდან მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებზე საუბარს, რაც ძალიან დიდი ტოლერანტობაა ჩვენი მხრიდან, დამერწმუნეთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა დავითულიანმა პლენარული სხდომის პოლიტიკური განცხადებების ფორმატში საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების საპასუხოდ.

22 ივნისი 2021, 17:14

სპორტი

ქართველი არბიტრები და კომისარი ზაფხულში ფიბა-ს 11 ტურნირს მოემსახურებიან

ქართველ მსაჯებსა და კომისარს საერთაშორისო ასპარეზზე დატვირთული გრაფიკი ელით. ფიბა-ს მიერ ზაფხულში დაგეგმილ ტურნირებს საქართველოდან 4 მსაჯი და 1 კომისარი მოემსახურება. . საქართველოს მსაჯთა კორპუსი პროგრესირებსა და შიდა რესურსის გაზრდას საერთაშორისო ლიცენზიის მქონე არბიტრების მატებაც მოჰყვა. ფიბა-ს სტაჟიან მსაჯებს – მაკა კუპატაძეს და დავით ბერეკაშვილს ახალგაზრდა მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაურიც შეუერთდნენ.

დავით სერგეენკო

22 ივნისი 2021, 17:09

COVID19

დავით სერგეენკო: არის თემები, რომლებიც არ შეიძლება გამოიყენოთ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა იმ კოლეგებს, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ვაქცინაციის შეფერხების თაობაზე გამოთქვეს მოსაზრებები. ვიცე-სპიკერმა განმარტა, რომ ერთ-ერთ კლინიკაში მართლაც იყო შეფერხება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

22 ივნისი 2021, 17:00

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

საქართველოს პირველი ჩოგანი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი უკვე მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

22 ივნისი 2021, 16:58

მსოფლიო

ესპანეთის მთავრობამ კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსები შეიწყალა

ესპანეთის მთავრობამ კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსები შეიწყალა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. „ეს გადაწყვეტილება თანაცხოვრების აღდგენის საჭიროებიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 16:55

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ვაქცინაცია ინტენსიურად განხორციელდება და ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა

ვაქცინასთან დაკავშირებით გუშინ გარკვეული ხარვეზები და ლოჯისტიკური პრობლემები იყო, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ მინისტრის მხრიდან მკაცრი დავალება გაიცა, რომ დადგინდეს, სად იყო ხარვეზი და მსგავსი არ განმეორდეს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 16:50

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ამაზე დიდი უზნეობა არ არსებობს, როცა საკუთარი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას იყენებ პოლიტიკური ქულების დასაწერად

ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად დავიწყეთ მუშაობა სოციალურ კოდექსზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული, ამაზე მუშაობა დავიწყეთ, რათა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და ნაკლები სივრცე დავტოვოთ სოციალური თემატიკით პოლიტიკური სპეკულაციისათვის, მე ვფიქრობ ამაზე დიდი უზნეობა არ არსებობს, როცა საკუთარი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას იყენებ პოლიტიკური ქულების დასაწერად, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

22 ივნისი 2021, 16:44

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ამ რეზოლუციაზე „ნაცმთავრობამ“ ხელი ზარ-ზეიმით მოაწერა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სრულმასშტაბიანი ომი ქართული მხარის საბაბით დაიწყო

„ასევე... დემოკრატიის სახელით დამყარებული ძალადობა... რეფორმებით შენიღბული ბიზნეს-რეკეტი...ადამიანის უფლებებით „გაპრავებული“ ციხის წესრიგი... ყველამ ყველაფერი კარგად იცის...ასე, რომ...რამდენსაც მეტ სისულელეს ილაპარაკებთ,უფრო მეტად ჩაიძირებით პოლიტიკურ ნაგავში,სადაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ მიგიჩინათ ადგილი და დღემდე ამოყვინთვას ლამობთ!“ - წერს ქადაგიძე.

ვახტანგ მეგრელიშვილი

22 ივნისი 2021, 16:43

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: მოქმედი პარლამენტის მიერ მოსამართლეების არჩევა მათ სანდოობას ვერ შეჰმატებს

„თვითონ პარლამენტს აქვს ლეგიტიმაციის ისეთი პრობლემა, რომ მომავალ შემოდგომაზე გამართული არჩევნები იქნება თავად ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი“, -განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

თეონა აქუბარდია

22 ივნისი 2021, 16:39

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია: მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მოგმართავთ თხოვნით ერთად დავუპირისპირდეთ რუსულ აგრესიას

„ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის, რომ ისე ვართ დაყოფილები რომ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესზე, მათ შორის, დეოკუპაციაზეც ვერ ვთანხმდებით. ეს არის დასაწყისამდე საქართველოს უბედურება. ჩვენ შეიძლება ბევრ რაღაცაზე გვქონდეს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ უნდა ვთანხმდებოდეთ იმაზე, რომ რუსული ოკუპაცია არის საერთო გამოწვევა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

22 ივნისი 2021, 16:39

საზოგადოება

აქ.ახლა წაიკითხე პირველად „საბასთან“ ერთად

SABA Reader-ი ითვლის იმ დროსაც, რაც თქვენ წიგნის კითხვაში გაატარეთ, თუ დაწესებულ ლიმიტს გადააჭარბებ, აპლიკაცია აქტიური მკითხველის სტატუსს განიჭებს, რაც კიდევ ერთი დამატებითი მოტივაციაა კითხვისთვის.