Imedi /  22 ივლისი 2021, 15:15 / სანდო წყარო

ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხედვა ლოკალური, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ანალიზს ეფუძნება

ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას მინისტრმა მნიშვნელოვანი ადგილი უსაფრთხოების გამოწვევებს დაუთმო.

ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხედვა ლოკალური, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების ანალიზს ეფუძნება, რასაც ეროვნული დონის „საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ განსაზღვრავს.

მინისტრმა უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ქვეყნისა და თავდაცვის ძალების მთავარ გამოწვევად რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები დაასახელა, რეგიონული და გლობალური მასშტაბით არსებული გამოწვევებიც მიმოიხილა და განმარტა, რომ ამ ფონზე თავდაცვის სამინისტროს მიდგომები გამოწვევებთან ადაპტირებას, საკუთარი თავდაცვის პოლიტიკის არსებულ მოცემულობასთან მისადაგებას ეფუძნება.

მინისტრმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიდგომად ტოტალური თავდაცვის პრინციპი დაასახელა: „ტოტალური თავდაცვა სამხედრო თავდაცვას, სამოქალაქო თავდაცვასა და საერთაშორისო თანამშრომლობას მოიცავს. ტოტალური თავდაცვის ეფექტურად განხორციელების შემთხვევაში, სამხედრო აგრესიაზე პასუხის ხანგრძლივობა გაიზრდება და მოწინააღმდეგეს არ ექნება ოკუპაციის განხორციელების საშუალება.

„თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2030“-ის მიზანია, შევქმნათ ჩვენი ჯარის თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარების წინაპირობა, რათა მივიღოთ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მობილური ძალა, რომელსაც ექნება უნარი ეფექტურად გაუმკლავდეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ამავდროულად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2021, 10:23

საზოგადოება

8 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისისა და რეგიონების სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. 96 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა სულგუნის, იმერული ყველის, ქარხნული ყველის, არაჟნის, ხაჭოს, მაწვნის 8 ნიმუშში:

03 აგვისტო 2021, 10:18

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

03 აგვისტო 2021, 10:12

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალ პაკეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ

მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს, მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნეს პროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიანიჭონ.

03 აგვისტო 2021, 10:00

საზოგადოება

აღმაშენებლის ხეივანში გზის მოხაზვის სამუშაოები დასრულდა

სამუშაოების შედეგს ადგილზე გაეცნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე.

ბილ და მელინდა გეითსები

03 აგვისტო 2021, 09:30

ტაბლოიდი

ბილ და მელინდა გეითსები ოფიციალურად განქორწინდნენ

როგორც სასამართლოს დოკუმენტებში წერია, ყოფილი ცოლ-ქმარი ქონების, ვალებისა და სასამართლო ხარჯების გაყოფაზე შეთანხმდა. ბილ და მელინდა გეითსების 27-წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ 4 მაისს გახდა ცნობილი. მათ სამი შვილი ჰყავთ.

რამაზ ზოიძე

03 აგვისტო 2021, 09:09

სპორტი

რამაზ ზოიძე ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი - რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) ასპარეზობდნენ.

გიორგი მელია

03 აგვისტო 2021, 08:50

სპორტი

გიორგი მელია ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს. ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში უნგრელ შოკასთან დამარცხდა.

03 აგვისტო 2021, 08:25

სამართალი

ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია

ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის საქმის ძიება გრძელდება. პოლიციის სამმართველოში გვიან ღამით დასრულდა გარდაცვლილის მეგობრის გამოკითხვა, რომელმაც მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

03 აგვისტო 2021, 08:01

საზოგადოება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ისნის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ლეჟავას, პატარიძის, პილსუდსკისა და ვაზის ქუჩების მოსახლეობას.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 00:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, მათ შორის არაღიარების კუთხით და ჩვენი ამოცანაა, მუდმივად მყარი პოზიციები გვქონდეს ამ თვალსაზრისით

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მუდმივად ჰქონდეს მყარი პოზიციები არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. მისი თქმით, უშუალოდ პარლამენტიც არის ჩართული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 00:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს

„რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ის არის ძლიერი ინსტიტუტი და ის არის დარტყმის საგანი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, ამ ფეიკნიუსებით ხდება ამ დარტყმების განხორციელება. თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ძლიერი და აქედან გამომდინარე, მის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს. ეს არის ის სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. თუ რამეს სჭირდება გამოძიება, ამაზე პასუხისმგებელია შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 00:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე: მათ შეუძლიათ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ მეტი სიცოცხლე შევიდეს თბილისის თითოეულ უბანში

დარწმუნებული ვართ, რომ ათივე კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ათივე კანდიდატი ღირსეულია და მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ.

03 აგვისტო 2021, 00:27

მსოფლიო

დომინიკელთა რესპუბლიკაში ათასობით ღორს დაკლავენ მას შემდეგ, რაც ქვეყნის 11 პროვინციაში აფრიკული ღორის ცხელება დაფიქსირდა

დომინიკელთა რესპუბლიკაში ათასობით ღორს დაკლავენ მას შემდეგ, რაც ქვეყნის 11 პროვინციაში აფრიკული ღორის ცხელების გავრცელება დაფიქსირდა.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 00:15

პოლიტიკა

თვითმმართველობის არჩევნებზე სავარაუდოდ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კვლავ გიორგი ტყემალაძე დასახელდება

„ჯერჯერობით ჩვენ დასახელებული გვყავს მერობის კანდიდატები და თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიანებით მივაწვდით, ბუნებრივია, ინფორმაციას. თუმცა, რაც შეეხება თბილისს, აქ მგონი, სურათი ნათელია, გიორგი ტყემალაძე არის საკრებულოს თავმჯდომარე, ის მოიგებს ვაკეში არჩევნებს და ამის შემდეგ ალბათ გააგრძელებს მუშაობას ამ პოზიციაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ენტონი ბლინკენი

03 აგვისტო 2021, 00:01

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: „თალიბანი“ საერთაშორისო აღიარებას არ მიიღებს, თუ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალის გამოყენებით შეეცდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოძრაობა „თალიბანი“ საერთაშორისო აღიარებას არ მიიღებს და სანქციების მოხსნას არ მიაღწევს, თუ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალის გამოყენებით შეეცდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

გიორგი ტყემალაძე

02 აგვისტო 2021, 23:59

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: გაგრძელდება ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

გაგრძელდება ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, რომელიც თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მისთვის დიდი პატივია, იყოს იმ გუნდის კანდიდატი, რომლის სწორი პოლიტიკითა და პრიორიტეტებით თბილისში დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტი განხორციელდა.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2021, 23:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში

ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში. ეს არის ჩვენი მონაცემი. დეტალებში აღარ შევალ, - პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გამოჩნდება 2 ოქტომბერს, როდესაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს 64-ვვე მუნიციპალიტეტში.

02 აგვისტო 2021, 23:14

პოლიტიკა

საგარეო უწყება: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი, არაა ახალი და კოვიდ ინფექციის გავრცელებასთანაა დაკავშირებული

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი, ნამდვილად არ არის ახალი და კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. მათივე ინფორმაციით, სწორედ კოვიდის ფონზე საქართველოს აქვს მინიჭებული მეოთხე დონე, რომლითაც აშშ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 23:10

პოლიტიკა

კახა კალაძე: ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს აქვს რეალურად შნო და შესაძლებლობა

ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს აქვს რეალურად შნო და შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ IRI-ის კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, კონკრეტული პარტიებისა და პოლიტიკოსების შესაფასებლად არჩევნები ყველაზე საუკეთესო გამოსავალია.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 23:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეთანხმება არის იმის, რომ ერთი მხარეც ეთანხმებოდეს და მეორეც, ცალმხრივი არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაზე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ჩაითრია ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ძალიან ცუდია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის ხელშეკრულების წინააღმდეგ „ბრძოლაში“ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ჩაითრია, რის გამოც პოლიტიკური პოლარიზება არ დასრულდა.