სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება იწყება. რას სთავაზობენ მსურველებს
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის ძალები 18-დან 36 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში მიღებას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თავდაცვის ძალები არის დიდი ოჯახი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახური და რთული და გამოწვევებით აღსავსეა, არ არსებობს იმაზე საპატიო და ღირსეული საქმე, ვიდრე - დაიცვა და ემსახურო სენს ქვეყანას. ეს სამსახურზე მეტია.
4-წლიანი კონტრაქტის პირობებით, სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ, ისეთი კარიერული და პროფესიული უნარების შესწავლა და ათვისება, რომლებიც მათ გამოადგებათ არა მხოლოდ სამხედრო სამსახურის პერიოდში, არამედ, თადარიგში გასვლის შემთხვევაში, იქნებიან ბევრად კონკურენტუნარიანები სამოქალაქო სექტორში.
სამხედრო მოსამსახურეებს სთავაზობენ:
უცხო ენების შესწავლას, როგორც საქართველოში, ისე - ევროპასა და აშშ-ში;
სხვადასხვა კარიერული და პროფესიული კურსის გავლას;
შესაბამისად, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, პირველი 4-წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, თუ გააგრძელებენ შემდეგ კონტრაქტებს, მათ ყოველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ მიეცემათ 7000-ლარიანი ბონუსი, რომლის გაზრდაც იგეგმება. ჩვენ ვთავაზობთ შესაბამის სახელფასო ანაზღაურებას, რომელიც მიმდინარე წელს გაიზარდა - 20%-ით დაბალი წოდების სამხედრო მოსამსხურეებისთვის და 10%-ით - მაღალი წოდების სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ასევე, დაგეგმილია მისი გაზრდა მიმდინარე წლის განმავლობაში;
სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში, საშუალება აქვთ, სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლონ. ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, მიიღონ 750-ლარიანი სტიპენდია სემესტრულად;
4 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში, მათ დამატებითი სახელფასო ანაზღაურება ეძლევათ. ასევე, შვილის შეძენის დროს, 1000-ლარიანი ბონუსი;
აქვთ საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი, საუკეთესო კვება, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ნატო-ს სტანდარტის შეიარაღება და აღჭურვილობა, სპორტული დარბაზები;
რაც შეეხება საბინაო პოლიტიკას - გარკვეული სამსახურის შემდეგ, სერჟანტთა შემადგენლობას, მასტერსერჟანტისა და მაღალ წოდებაში მყოფებს, საშუალება აქვთ, სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღონ საცხოვრებელი ბინა;
ასევე, ოფიცერთა შემადგენლობას, მაიორისა და მაღალ წოდებაში მყოფებს, შეუძლიათ, სახელმწიფოსგან მიიღონ 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღონ საცხოვრებელი ბინა“, - განაცხადა ტატუნაშვილმა.
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია, მთელი წლის განმავლობაში, შესაძლებელია ონლაინ (Onlinebct.mod.gov.ge), ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი), იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. რეკრუტები ფსიქოლოგიური ტესტირებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ორთვიან კურსს (BCT) გაივლიან. კურსის განმავლობაში, მათი სახელფასო ანაზღაურება შეადგენს თვეში 500 ლარს. BCT კურსის დასრულების შემდეგ, ისინი ტერიტორიული პრინციპის მიხედვით სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 19:03
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარუდგინა, - ინფორმაციას „ქართულმა ოცნება“ ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 18:28
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება
აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
01 სექტემბერი 2026, 17:50
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრთან ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში, სადაც უახლეს სასწავლო ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 17:23
სამართალი
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა
პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრა ჰქონდა. რაზეც ბრალდების მხარემ დაკავებულებს კითხვით მიმართა, როდესაც თავად ცუდად გახდნენ რატომ არ მოიკითხეს ის, ვისაც ნივთირება გადასცეს.
01 სექტემბერი 2026, 17:11
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება
„ეს პარტნიორებში აჩენს უფრო მეტ ნდობას, განსაკუთრებით საქართველოს დერეფნის მიმართ, საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მიმართ და გვაძლევს ძალიან დიდ გარანტიებს იმისთვის, რომ საქართველოში მოზიდული ტვირთნაკადები, რომლებიც ბოლო წლების, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, დარჩება საქართველოს სატრანზიტო დერეფანში და ანაკლიის პორტი მოემსახურება სწორედ ამ გაზრდილ ტვირთნაკადებს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების მეშვეობით“ - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
01 სექტემბერი 2026, 17:09
ეკონომიკა
Jan De Nul-ის პროექტის დირექტორი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას, ასევე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც დასაქმების ზრდას, ისე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას“ - აღნიშნა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა.
01 სექტემბერი 2026, 17:08
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: მიმდინარე წლის 7–8 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) გაიმართება
„ხაზგასმული იქნება ის მულტიმოდალური კონტექსტი, რომელიც საქართველოს გააჩნია და ზოგადად, საქართველოს როლი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში, საქართველოს ნავსადგურების, საქართველოს საზღვაო დროშის როლი. რა თქმა უნდა, ხაზს გავუსვამთ საქართველოს მეზღვაურების როლს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში“ - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
01 სექტემბერი 2026, 16:59
სამართალი
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის - მუსტაფა ჩიფთჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის, საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:58
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირის ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა რომ ბიზნესოპერატორი სულგუნის წარმოებასა და რეალიზაციას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახდენდა.
01 სექტემბერი 2026, 16:48
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: 7-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდება, სადაც ანაკლიის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაიმართება
7-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, ანაკლიის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაიმართება, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.
01 სექტემბერი 2026, 16:38
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში, მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, ახალგაზრდული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ იმსჯელეს, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:31
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:15
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თურქ კოლეგასთან და დელეგაციის წევრებთან, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.
01 სექტემბერი 2026, 16:11
მსოფლიო
Reuters: რუსეთი 2026 წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზს 17-წლიან მინიმუმამდე ამცირებს
რუსეთმა მიმდინარე წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზი 17-წლიან მინიმუმამდე შეამცირა, ასევე გადახედა 2026 და 2027 წლების საწვავის ექსპორტის პროგნოზებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 15:42
სამართალი
სულხან თამაზაშვილი თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე: დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს
მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და მისი კიდევ უფრო გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები განვსაზღვრეთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ თან, მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
01 სექტემბერი 2026, 15:40
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია მომზადდა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.
01 სექტემბერი 2026, 15:39
სამართალი
სულხან თამაზაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ
გამოცდილების გაზიარების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარესთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, კიბერდანაშაულსა და ნარკოტრეფიკთან ბრძოლის, ასევე , საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
01 სექტემბერი 2026, 15:36
მსოფლიო
DW: ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 1 000 გადააჭარბა - სამძებრო ოპერაცია გრძელდება
ნეპალსა და ჩინეთს შორის, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში გასულ კვირას, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 1 000 გადააჭარბა. ინფორმაციას DW ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 15:28
სამართალი
სულხან თამაზაშვილი: თურქი კოლეგის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს და ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის უსაფრთხოებასა და მოქალაქეების დაცვას უკავშირდება.
01 სექტემბერი 2026, 15:20
ტექნოლოგიები
ტიმ კუკმა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა
ამერიკული კომპანიის, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ,სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.


