imedi /  05 აპრილი 2019, 17:04 / სანდო წყარო

რატომ ცხოვრობენ კაცები ქალებზე ნაკლებს

მოხუცი კაცი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც კაცობრიობის ჯანმრთელობას იკვლევს, წლევანდელი კვლევით იმის დადგენა სცადა, თუ რატომ განსხვავდება ქალებისა და კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა - წერს Spiegel ახალ კვლევაზე დაყრდნობით.

2019 წლის პროგნოზით, წელს მსოფლიოში 141 მილიონი ბავშვი დაიბადება. რიცხობრივი უპირატესობა მამრობითი სქესის მხარესაა: 78 მილიონი ბიჭი და 68 მილიონი გოგო. ეს იმას ნიშნავს, რომ 107 ბიჭზე 100 გოგო მოდის, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს თანაფარდობა იცვლება.

მაგალითად, 50-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს ბალანსი, 2016 წლის მონაცემებით, დაცული იყო. 60-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი უკვე ქალები სჭარბობდნენ (95 კაცი/100 ქალზე). ეს სხვაობა უფრო მხცოვან ასაკობრივ ჯგუფებში კიდევ მცირდება.

კვლევის მიხედვით, კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს; მაგალითად, სიკვდილის 40 ძირითადი მიზეზიდან 33 ყველაზე ხშირად ახდენს გავლენას კაცების სიცოცხლისუნარიანობაზე. მათ შორისაა გულის იშემიური დაავადებები, ავტოსაგზაო შემთხვევები, ფილტვის სიმსივნე და ფილტვის ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადებები.

ზოგიერთი ეს განსხვავება გენეტიკითაც აიხსნება: X-ქრომოსომასთან დაკავშირებული პროცესები განაპირობებს გოგოებში უფრო მყარ იმუნურ სისტემას. მაგალითად, 2017 წელს 5 წლამდე ასაკში სიკვდილიანობის რისკი ბიჭებში 11%-ით მეტი იყო, ვიდრე გოგოებში.

სხვა მიზეზები ასევე დაკავშირებულია გენდერულ როლებთან. სატრანსპორტო სექტორში კაცების წილი მეტია, ამიტომ ისინი ხშირად ეწირებიან უბედურ შემთხვევებს. ავტოსაგზაო შემთხვევებში კაცების დაღუპვის რისკი თითქმის ორჯერ აღემატება ქალებისას.

ქალებისა და კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის სხვაობა ბევრად შესამჩნევია მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებში. ღარიბ ქვეყნებში ქალები სიკვდილის რისკის წინაშე განსაკუთრებით ორსულობა-მშობიარობის დროს დგანან. შედარებისთვის: დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებში ორსულობა-მშობიარობის პროცესში 41-დან 1 ქალი მაინც კვდება, განვითარებულ ქვეყნებში კი ასეთი შემთხვევების რაოდენობა ბევრად მცირეა - 1:3300-ზე.

ამას გარდა, ღარიბ ქვეყნებში სიკვდილიანობის რისკს ინფექციური დაავადებები ზრდის, მდიდარ ქვეყნებში კი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ასევე ეკოლოგიური ფაქტორები და ცხოვრების არაჯანსაღი წესი ახდენს. მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა უფრო ხშირად ეტანება თამბაქოს და ალკოჰოლს, მათ შორის კი მეტწილად კაცები არიან: ისინი ქალებთან შედარებით ხუთჯერ მეტ თამბაქოს და ოთხჯერ მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ.

კიდევ ერთი მიზეზია თვითმკვლელობები და მკვლელობები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თვითმკვლელობის რისკი კაცებში 75%-ით მაღალია. მკვლელობას კი ქალებთან შედარებით კაცები ოთხჯერ მეტად ეწირებიან. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალები განსაკუთრებით ხშირად განიცდიან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას (დაახლოებით 35%).

კაცები ქალებთან შედარებით ნაკლებად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ისინი ექიმს დაგვიანებით მიმართავენ, რაც გართულებების რისკს ზრდის, შედეგად კი სიკვდილიანობა, მაგალითად, შიდსით, კაცებში ბევრად მაღალია.

გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა ამ ისტორიებს ციფრებით ყვება, თუმცა ამის უკან რეალური ადამიანები დგანან - ასეთი წანამძღვარი გაუკეთა კვლევას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ყველა სიახლე

22 ივლისი 2026, 21:35

მსოფლიო

ევროკომისია: დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება

ევროკომისიის ცნობით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება - მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.

ლიზა გეგეჭკორი

22 ივლისი 2026, 21:32

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას განცხადებაზე: ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას, ვინ ვინაა რეალურად - ბერულავა იყო „ნაცების“ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი

ჯერ ერთი რ2-ს, რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, - ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას პოსტს, სადაც ის წერს, რომ “რუსთავი 2”-ის ნაცვლად რცხვენია.

22 ივლისი 2026, 21:26

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 21:22

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა

ევროკავშირის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს ტანკერი, რომელსაც ბრალი ედება ცრუ დროშით ნაოსნობასა და რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის დაფინანსებაში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

22 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ახალი, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს

საქართველოს როგორც რეგიონში მშვიდობის კუნძულს, დიდი პოტენციალი აქვს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და აცხადებს, რომ ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს.

ვახტანგ ცინცაძე

22 ივლისი 2026, 21:15

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს

„ალიბაბა ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული მიმართულებით ოპერაციების დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრისას.

22 ივლისი 2026, 21:12

მსოფლიო

The Washington Post: ტრამპის ადმინისტრაცია მალიში „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს

საკითხში ჩახედული მოქმედი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია დასავლეთ აფრიკაში, მალიში, „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფება JNIM-ის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.

22 ივლისი 2026, 20:54

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 20:46

მსოფლიო

ტრამპმა მონაწილეობა მიიღო ახლო აღმოსავლეთში დაღუპული ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საპატიო ცერემონიაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მონაწილეობა მიიღო ახლო აღმოსავლეთში დაღუპული ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საპატიო ცერემონიაში.

22 ივლისი 2026, 20:45

საზოგადოება

სპეციალური საინფორმაციო ბანერები ტურისტებისთვის - სად და როგორ არის შესაძლებელი კოცონის უსაფრთხოდ დანთება და რა აკრძალვები მოქმედებს ტყეში დასვენებისას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად და როგორ არის შესაძლებელი კოცონის უსაფრთხოდ დანთება და რა აკრძალვები მოქმედებს ტყეში დასვენებისას.

ლაშა გეეგჭკორი

22 ივლისი 2026, 20:36

პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი: დაკისრებული ჯარიმის არგადახდის მიზეზით დააპატიმრეს სანაია, ხოშტარიაც ამის გამო ზის, არც მან გადაიხადა კანონით დაკისრებული ჯარიმა - მაგარი რეჟიმია, ვერაფერს ვერ იტყვი, გაღიმებული შედიან და პატიმრებს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მაცივრები და ტელევიზორები გამოაქვთ

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ სანაია დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააკავეს.

22 ივლისი 2026, 20:35

საზოგადოება

ქართველი მოსწავლეების წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარება, რომელიც ქართველი მოსწავლეების ანგარიშზეა. შანხაიში გამართული მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან კომაროვის სკოლის მოსწავლეები სამშობლოში სამი მედლით დაბრუნდნენ.

დავით ჩიხელიძე

22 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ, ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა

მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ, ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

22 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოში და მოგზაურთა მზარდი სტატისტიკა ჩინეთიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შანხაი-თბილისის პირველი პირდაპირი ავიარეისით ჩამოფრენილი ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. სტუმრებმა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს ახალი მარშრუტების შესახებ, რომელთაც ჩინელ მოგზაურებს შესთავაზებენ.

22 ივლისი 2026, 20:25

პოლიტიკა

გამოხატვის თავისუფლება თუ ადამიანის ღირსების შელახვა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები და საერთაშორისო პრაქტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამოხატვის თავისუფლება თუ ადამიანის ღირსების შელახვა - სადამდე ვრცელდება სიტყვის თავისუფლების ფარგლები.

22 ივლისი 2026, 20:20

პოლიტიკა

ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლოს გადაწყვეტილებები და „ქრონიკის“ წინააღმდეგ სამართალდამრღვევის წარუმატებელი პროვოკაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სასამართლოებმა სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილებები გამოაცხადეს.

22 ივლისი 2026, 20:18

პოლიტიკა

ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა -7 თვიანი ლოდინის შემდეგ, გერმანიაში საქართველოს ელჩი ოფიციალურად საქმიანობას ხვალიდან შეუდგება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პეტერ ფიშერის მიერ დიპლომატიური მისიის დასრულებიდან სამი კვირის თავზე, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრები შეინიშნება.

22 ივლისი 2026, 20:15

რეგიონი

ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე, მათ შორის ამავე გზის 98-ე კმ-ზე საყდრის ხიდთან და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

22 ივლისი 2026, 20:12

მსოფლიო

Deutsche Welle: გერმანიის ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო სადავო ფრანგულ-რუსულ ბირთვულ პროექტს ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე

გერმანიის ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო სადავო ფრანგულ-რუსულ ბირთვულ პროექტს ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

22 ივლისი 2026, 20:08

პოლიტიკა

ვიზიტი აზიის ეკონომიკურ დედაქალაქში - ირაკლი კობახიძეს სინგაპურის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვიზიტი აზიის ეკონომიკურ დედაქალაქში - ირაკლი კობახიძეს სინგაპურის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლეს. აღინიშნა ორმხრივი დიალოგის გააქტიურების მნიშვნელობა და საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი სტრატეგიული კვანძის, მზარდი ფუნქცია.