imedi /  17 აპრილი 2019, 15:13 / სანდო წყარო

iPhone 11 სავარაუდოდ სექტემბერში გამოვა

გამოცემა TechRadar-ის პროგნოზით, Apple-ი ახალ iPhone-ს სექტემბერში გამოუშვებს და მისი ღირებულება $999 აშშ დოლარიდან დაიწყება.

ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ახალ iPhone-ს, სავარაუდოდ, სამი უკანა კამერა ექნება, რაც ფოტო-ვიდეოგადაღების ხარისხს გააუმჯობესებს. მობილურს წინა მოდელებთან შედარებით გაუმჯობესებული ექნება ბატარეაც.

გამოცემის ცნობით, კომპანია შარშანდელის მსგავსად 3 მოდელს გამოუშვებს. მათი სახელები კი iPhone 11, iPhone 11 Max-ი და iPhone 11R იქნება. iPhone 11(XI)-ის ეკრანის ზომა 5.8 ინჩია. iPhone 11-ის მოდელები 4 ფერში: ნაცრისფერში, ვერცხლისფერში, ოქროსფერსა და ლურჯ ფერებში გაიყიდება.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

27 თებერვალი 2020, 15:21

საქართველო

დავით ზალკალიანი: იტალიიდან ფრენების შეზღუდვას ჯერჯერობოთ არ განვიხილავთ

ამ მომენტში, ჯერჯერობით ჩვენ იტალიიდან ფრენების შეზუდვას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოს ფერენები მხოლოდ ორ ქვეყანასთან, ირანთან და ჩინეთთან აქვს შეზღუდული, „იცით, რომ ორი ქვეყანა, ვისთანაც ფრენების შეზღუდვები გვაქვს, ეს ჩინეთი და ირანია“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

აფხაზეთი

27 თებერვალი 2020, 15:17

საქართველო

ბრაზილიელ ტურისტებს ე. წ. მესაზღვრეებმა კორონავირუსის საფრთხის გამო ენგურის ხიდის გადაკვეთის უფლება არ მისცეს

ბრაზილიელი ტურისტები, რომლებიც ენგურის ხიდის გადაკვეთას ცდილობდნენ, ე.წ. მესაზღვრეებმა არ გაატარეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო ე.წ. სასაზღრო კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლა ყველა უცხოელს აეკრძალება. აკრძალვა არ გავრცელდება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე.

იაპონიის სკოლები

27 თებერვალი 2020, 15:13

მსოფლიო

იაპონიის პრემიერმა ქვეყანაში სასწავლო პროცესის დროებით შეჩერება მოითხოვა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებების ფარგლებში, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ პრეფექტურებს მოსთხოვა, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდეს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

ჰუბერტ ქნირში

27 თებერვალი 2020, 14:48

საქართველო

გერმანიის ელჩი: არ მიგვიღწევია შედეგისთვის, თუმცა ყველა მუშაობს ამისთვის, მოთმინებას გთხოვთ

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში დიპლომატების, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს გამართულ შეხვედრას წარმატებულს უწოდებს. გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს კონკრეტული შედეგისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო შედეგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 14:41

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ეს იყო საერთაშორისო მეგობრების ბოლო მცდელობა, რომ პოზიციები დაეახლოებინათ

ეს იყო საერთაშორისო მეგობრების ბოლო მცდელობა, რომ პოზიციები დაეახლოებინათ, - ამის შესახებ პარტია “შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო ბურჯანაძე

27 თებერვალი 2020, 14:39

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: ჯერჯერობით იმ ვარიანტების მოთელვა იყო, რაზეც შეთანხმება შეიძლება

ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. საუბარი პრობლემის მოგვარების შესაძლო ვარიანტებზე იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.

გიგა ბოკერია

27 თებერვალი 2020, 14:37

საქართველო

გიგა ბოკერია: გიორგი მარგველაშვილის მსგავსი ფიგურების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში მისასალმებელია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის მსგავსი ფიგურების ჩართვა პროცესში მისასალმებელია". ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვის შესახებ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, ის თავის პარტნიორად განიხილავს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია უნდა იყოს.

მარიამ ჯაში

27 თებერვალი 2020, 14:33

საქართველო

მარიამ ჯაში: დიპლომატიური კორპუსის უდიდესი ძალისხმევით ყინული დაიძრა

“რეალური შესაძლებლობა ჩნდება, რომ დიალოგი განახლდეს. დღეს იყო ახალ შემოთავაზებაზე საუბარი, თუმცა კონკრეტული პოზიციის გაჟღერება ნაადრევია. ნებისმიერმა წინასწარმა ინფორმაციამ შეიძლება დააზარალოს დიალოგი. საქართველოს სჭირდება, რომ დიალოგის შედეგად კონსენსუსი მიიღწეს. კვირაზე ნაკლები რჩება საბოლოო შეთანხმებამდე, იქნება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში“, - განაცხადა დეპუტატმა.

მარინა ენდელაძე

27 თებერვალი 2020, 14:31

საქართველო

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელი პაციენტი აბასთუმანშია გადაყვანილი

ირანის მოქალაქე, რომელმაც გუშინ ბოქსირებული განყოფილება მედიკოსების ნებართვის გარეშე დატოვა და ჟურნალისტებს გაესაუბრა, აბასთუმანში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი საავადმყოფოში მოხვდა როგორც შესაძლო შემთხვევა, რადგან სამი დღის განმავლობაში ირანში იმყოფებოდა.

თამარ ჩუგოშვილი

27 თებერვალი 2020, 14:30

საქართველო

თამარ ჩუგოშვილი: კარგი იქნება თუ ყველა მონაწილე კომპრომისზე წავა, რათა ჯანსაღი საარჩევნო გარემო მივიღოთ

ეს იყო არაფორმალური შეხვედრა და ამ შეხვედრებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრების დასრულების შემდეგ განუცხადა. „დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ სხვადასხვა ვერსიაზე იყო მსჯელობა და კარგი იქნება თუ ყველა მონაწილე კომპრომისზე წავა, რათა ჯანსაღი საარჩევნო გარემო მივიღოთ“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 14:24

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება შედგეს

ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართლიან პრინციპებზე შედგეს შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრების დასრულების შემდეგ განუცხადა. თალაკვაძემ ამ შეხვედრას წინ გადადგუმლი ნაბიჯი უწოდა, რათა ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეხვდნენ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში მთავარი საკითხები ერთმანეთთან შეათანხმონ.

ინფექციური საავადმყოფო

27 თებერვალი 2020, 14:12

საქართველო

„TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

„TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ავრცელებს. ინგა გრიგოლიას განმარტებით, თავისი კოლეგა დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა, რის გამოც დაკვირვების მიზნით კლინიკაში მოათავსეს. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

27 თებერვალი 2020, 14:05

ძალოვნები

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსთაველის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ანას ბაღი

27 თებერვალი 2020, 14:04

საქართველო

სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობა შეაჩერა

სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა. ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განცხადებით, გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ანა ჩხეტიამ მიიღო. სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, 14:00 საათზე მერიის ზედამხედევლობის სამსახურს ოფიციალურად ჩააბარებენ.

ელიზაბეთ რუდი

27 თებერვალი 2020, 14:04

საქართველო

ელიზაბეთ რუდი: დღევანდელმა შეხვედრამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს მომავალ დღეებზე აისახება

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრამ კონტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა. დიპლომატის თქმით, შეხვედრაზე პოლიტიკური საკითხები განიხილეს. „საუბარი იყო კონსტრუქციული და დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს მომავალ დღეებზე აისახება“, - აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 14:00

საქართველო

ირანში მოგზაურობიდან დაბრუნებული რამდენიმე მოქალაქე ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან რამდენიმე მოქალაქე, რომელიც ირანში მოგზაურობდა, საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია ,,ქრონიკას“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ ოჯახის ერთმა წევრმა, კაცმა შეძლო, მისი ცოლი და შვილი კი აზერბაიჯანში დააბრუნეს.

გამშვები პუნქტი ახალგორი

27 თებერვალი 2020, 13:55

საქართველო

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო ყველა გამშვებ პუნქტს სრულად ჩაკეტავს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის საფრთხის გამო ე.წ. საზღვარზე ყველა გამშვები პუქნტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 13:47

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზების შესახებ ინფორმაცია უარყო. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

27 თებერვალი 2020, 13:45

საქართველო

თურქეთიდან შემოსული მოქალაქეების ინფორმაციით, სარფის საბაჟო შესაძლოა თურქულმა მხარემ ჩაკეტოს

სარფის საბაჟო შესაძლოა, თურქულმა მხარემ ჩაკეტოს, - ამის შესახებ თურქეთიდან საქართველოში შემოსულმა რამდენიმე ადამიანმა განაცხადა. მათივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო თურქეთში პანიკაა. ამბობენ, რომ საეჭვო მგზავრებს ორივე ქვეყნის მედიკოსები ამოწმებენ.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2020, 13:43

საქართველო

ამირან გამყრელიძე: გადაკოცნას მოვერიდოთ, ხელის აწევით მიესალმეთ ერთმანეთს

ლუგარის ცენტრში მოლეკულური კვლევებით 41 ნიმუშია გატესტილი, დადასტურებულია 1 შემთხვევა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, სავარაუდო შემთხვევების მართვისთვის 4 სამედიცინო დაწესებულებაა გამოყოფილი, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ინფექციური სტაციონარები.