Imedi /  21 აპრილი 2019, 22:45 / სანდო წყარო

Facebook-ი სოციალური ქსელების დაბლოკვაზე შრი-ლანკის გადაწყვეტილებას პასუხობს

Facebook-ი მუშაობს, რომ სოციალური ქსელიდან წაშალოს ისეთი შინაარსის ტექსტები, რომელიც მის სტანდარტებს არღვევს. შესაბამისი შინაარსის განცხადება Cnn-ის ცნობით, Facebook-მა გაავრცელა.

კომპანიის პრესსპიკერმა თქვა, რომ Facebook-ი ინფორმირებულია შრი-ლანკის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და კომპანია მზად არის, ამ ტრაგიკულ წუთებში დაეხმაროს ქვეყანას.      

    შრი-ლანკის აფეთქებაზ ე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, ქვეყნის მთავრობამ სოციალური ქსელები დაბლოკა.  

Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის დაბლოკვის მიზანი დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებაა. გადაწყვეტილება შრი-ლანკის პრეზიდენტის სამდივნომ მიიღო.

ბოლო ინფორმაციით, შრი-ლანკაზე დღეს ქრისტიანულ ტაძრებსა და სასტუმროებში აფეთქებას 207 ადამიანი ემსხვერპლა, 450 დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 10:30

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი შემთხვევა არ გვაქვს დადასტურებული. ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 46 პაციენტი. 46 პაციენტიდან 13-ია დადასტურებული დიაგნოზით კვლავ. აქედან 18 წლამდე პაციენტია 6. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი პაციენტი რჩება საყურადღებოდ“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

08 აპრილი 2020, 10:28

საზოგადოება

სახალხო დამცველი ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

ექიმი

08 აპრილი 2020, 10:13

COVID19

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 42 წლის კაცის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა

„რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან სამი აპარატურ სუნთქვაზეა და კიდევ ერთი პაციენტი, 42 წლის კაცის საკმაოდ მძიმე და საყურადღებოა, თუმცა მისი მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა“, - აღნიშნა კლინიკურმა დირექტორმა.

08 აპრილი 2020, 10:12

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობმა გაძვირება დაიწყო

დღეს დილას მსოფლიო ბირჟებზე ნავთობზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ივნისის ფიუჩრსებზე Brent-ის ტიპის ბარელ ნავთობზე ფასი 2,51%-ით გაიზარდა და $32,67 გაუტოლდა. ფასი გაიზარდა მაისის ფიუჩერსებზეც. ბარელის ფასი 5,76%-ით გაიზარდა და $24,99 შეადგინა.

08 აპრილი 2020, 09:47

COVID19

ექიმმა ინფექციონისტმა განმარტა, რა შემთხვევაში უნდა დავრეკოთ ცხელ ხაზზე

თუ ადამიანს აქვს სიცხე, ხველა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე. მას გაუწევენ კონსულტაციას, რის შემდეგაც გადაწყდება, სახლში დარჩება თუ მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა, - ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.

08 აპრილი 2020, 09:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 362 მოქალაქე რჩება.

კორონავირუსი

08 აპრილი 2020, 09:33

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების 2/3-ს პნევმონია აქვს

ექიმმა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის დილა“ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა შეაფასა.

08 აპრილი 2020, 09:05

ეკონომიკა

თბილისში ხილ-ბოსტნეული სამ ალტერნატიულ სავაჭრო ცენტრში გაიყიდება

თბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება. მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, - ამის შესახებ სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა.

08 აპრილი 2020, 08:42

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საფეხბურთო ჩემპიონატი არ შეწყდა

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლება მსოფლიოს 11-მა ქვეყანამ შეიძინა. ამის შესახებ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სერგეი ჟარდეცკიმ განაცხადა. ბელარუსი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება.

08 აპრილი 2020, 08:34

COVID19

იტალიაში დააჯარიმეს ქალი, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა

ამის შესახებ პორტალი Ilgiornale იტყობინება. ინციდენტი ქალაქ გრადოში მოხდა. სამართალდამცველებმა ქალს ორჯერ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, სახლში დარჩენილიყო, მას შემდეგ კი რაც მაღაზიაში მეთერთმეტეჯერ დააპირა შესვლა, 280 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.

08 აპრილი 2020, 08:14

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსს კორონავირუსზე კიდევ ერთი საკონტროლო ტესტი დღეს ჩაუტარდება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსს, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ინფექციონისტთან, კიდევ ერთი საკონტროლო ტესტი დღეს ჩაუტარდება. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს, თუმცა ისინი კვლავ იზოლაციაში რჩებიან.

კორონავირუსი

08 აპრილი 2020, 08:07

COVID19

ძიუდოში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ გადაიდო

ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით, ტურნირი 8-10 ნოემბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდება, თუმცა ყველაფერი მაინც კორონავირუსის გავრცელების რისკებზე იქნება დამოკიდებული.

ლინდსი გრემი

08 აპრილი 2020, 05:33

COVID19

სენატორი ლინდსი გრემი: მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ჯანმოს დაფინანსებას მხარს არ დავუჭერ

მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ჯანმოს დაფინანსებას მხარს არ დავუჭერ, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა. Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სენატორმა აღნიშნა, რომ სენატის ასიგნაციების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის პოსტს გამოიყენებს, რათა ჯანმომ აშშ-სგან დაფინანსება არ მიიღოს.

მაიკ პენსი

08 აპრილი 2020, 05:13

COVID19

მაიკ პენსი: მეცნიერი არ ვარ, მაგრამ იმედის ნაპერწკალს ვხედავ

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციას ხედავს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

08 აპრილი 2020, 04:46

COVID19

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 939 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 939 ადამიანი გარდაიცვალა, რაც სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდული მაჩვენებელი 4 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში 1 344 ადამიანი გარდაიცვალა.

08 აპრილი 2020, 04:32

COVID19

ჯანმო: ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე იუწყება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსზე ტესტირებების ჩატარების შესაძლებლობა აქვს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 03:02

COVID19

დონალდ ტრამპი: მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება, თუმცა ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს უკვე მტკივნეული კვირაა

მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება, თუმცა, იცით, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს უკვე მტკივნეული კვირაა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. დონალდ ტრამპის თქმით, მომდევნო კვირა აშშ-ში რთული იქნება, თუმცა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია თანდათანობით გაუმჯობესებას დაიწყებს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 02:38

COVID19

დონალდ ტრამპი: ჯანმოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების საკითხს შევისწავლით

აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

08 აპრილი 2020, 02:14

COVID19

კორონავირუსის გამო ილინოისის შტატში 1 100 პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შეკავების მიზნით ილინოისის შტატში 1 100 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა.

ჯეკ დორსი

08 აპრილი 2020, 01:47

COVID19

Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს

Twitter-ისა და მობილური გადახდების პროვაიდერის Square-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს.