მეცნიერები: მობილურები ტვინის სიმსივნეს არ იწვევს
ფოტო: shutterstock.com
ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მობილურის ხმარება ტვინის სიმსივნეს არ უკავშირდება, რადგან ამის მეცნიერული მტკიცებულება დღემდე არ არსებობს. ამის შესახებ გამოცემა DailyMail-ი BBC-ის ეთერში გასულ გადაცემაზე დაყრდნობით წერს.
მეცნიერთა ჯგუფის თქმით, მობილურების ელექტრომაგნიტური რადიაცია იმდენად სუსტი სიმძლავრისაა, რომ ტვინის უჯრედებს არ აზიანებს. ხოლო ის კვლევები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებს, მათი თქმით, ვირთხებზე ისეთი მაღალი რადიაციის პირობებშია ჩატარებული, რომელსაც ადამიანი მობილურისგან ვერასდროს მიიღებს.
"სიმსივნის ეროვნული ცენტრის" განცხადებით, მობილურები რადიოსიხშირულ ტალღებს ანტენებიდან ელექტრომაგნიტური რადიაციით გამოსცემენ და რადგანაც ახლა ანტენებიანი მობილურები აღარ გამოდის და შესაბამისი მოწყობილობა უშუალოდ მობილურშია ჩაშენებული, გამოსხივების გავლენაც მცირდება.
"არსებობს მაიონებელი გამოსხივება, რომელიც დიდი ენერგიისაა და მაღალი სიხშირის ტალღები აქვს. ამის ცნობილი მაგალითია რენტგენი, რომლის გადაღებისასაც პაციენტის თანმხლებ პირებს აპარატისგან მოშორებით დგომას სთხოვენ, რადგან ამან შესაძლოა სხეულის უჯრედების დაზიანება გამოიწვიოს. მაგრამ არამაიონებელი გამოსხივება, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკაშია გამოყენებული, მათ შორის მობილურებში, სუსტი სიმძლავრისა და დაბალი სიხშირისა, რაც უჯრედებს არ აზიანებს ", - აცხადებს ლონდონის უნივერსიტეტის ბიოფიზიკოსი იოლანდა ოენე.
სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 20 წელიწადში ტვინის სიმსივნის დიაგნოზის რიცხვი 34%-ით გაიზარდა. თუმცა, სიმსივნის კვლევის ბრიტანეთის ცენტრი (CRUK) აღნიშნავს, რომ 1990-2016 წლებში ბრიტანეთში მობილურის მფლობელთა რიცხვი 500%-ით გაიზარდა. მეცნიერები კი ამბობენ, რომ თუ ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი მიზეზი მობილურის გამოსხივება იქნებოდა, მაშინ სიმსივნის შემთხვევათა რიცხვი ბევრად მეტი უნდა იყოს. CRUK-ის ცნობით, ბოლო პერიოდში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევებმა მობილურებსა და ტვინის სიმსივნეს შორის კავშირი ვერ დაადგინა.
მობილურების გამოსხივებით სიმსივნის გაჩენის რისკზე საუბარი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, როცა ოჯახების უმრავლესობას სახლებში პორტატიული ტელეფონები ჰქონდა.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 11:00
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს
სააგანეტოს ინფორმაციით, როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება - სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ.
10 სექტემბერი 2026, 10:47
მსოფლიო
POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განადგურების მიზნით
აშშ ცდილობს ნატოს მოკავშირეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) „სისტემატური დემონტაჟის“ კამპანიაში ჩართოს, რაც ისედაც დაძაბულ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე დამატებით ზეწოლას ქმნის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 10:37
პოლიტიკა
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან შეხვედრა გამართა.
10 სექტემბერი 2026, 10:22
რეგიონი
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
10 სექტემბერი 2026, 10:14
მსოფლიო
POLITICO: ზელენსკის დიდი გათვლა - უკრაინას სჯერა, რომ რუსეთს გაუძლებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სარისკო გათვლაზე მიდის - მას სურს ომი რუსეთის ტერიტორიის კიდევ უფრო სიღრმეში გადაიტანოს და ვლადიმერ პუტინზე იმდენად დიდი ზეწოლა მოახდინოს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:48
მსოფლიო
Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:28
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბრის ღამეს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:12
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე: ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:06
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრებთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.
10 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში
10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
10 სექტემბერი 2026, 08:43
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავალის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას
სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
10 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ნინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან
მან ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
10 სექტემბერი 2026, 08:15
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბალღოჯიანი და კუჭატანი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ ბალღოჯიანში გზის 2190 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტის ჯამური ღირებულება 770 623 ლარს შეადგენს.
10 სექტემბერი 2026, 08:11
რეგიონი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე.
10 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისა და ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის ფონზე, გამოცემის რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი „ქრონიკის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს
სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, მსგავსი ქმედება, აპრობირებული მეთოდია, როდესაც სამართლებრივ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის მიერ ექს-პრემიერის დასაცავად გამოქვეყნებულ პუბლიკაციასა და საპატიმროდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდი სპეკულაციურს უწოდებს. უმრავლესობის შეფასებით, გაზეთის რედაქციის მიერ გაჟღერებული პოზიციები რეალურ ფაქტებს აცდენილია და მიზნად პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს.
10 სექტემბერი 2026, 08:05
პოლიტიკა
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება. კოსმოსის მომავალთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ხედვებს მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ.
10 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 02:13
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.
10 სექტემბერი 2026, 00:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ
„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.


