imedi /  06 მაისი 2019, 22:59 / სანდო წყარო

Facebook-მა ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული 100-ზე მეტი პროფილი წაშალა

რუსეთი

კომპანია Facebook-მა სოციალური ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე ათობით პროფილი, ჯგუფი და გვერდი წაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ზე დაყრდნობით euronews-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ქსელიდან წაშლილი ანგარიშები, ძირითადად, Facebook-სა და Instagram-ზე დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ. კერძოდ, წაშლილი 97 ანგარიში უკრაინასთან დაკავშირებულ ამბებზე იყო ფოკუსირებული, ხოლო 21 ანგარიში დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებდა ავსტრიის, ბალტიის ქვეყნების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და უკრაინის შესახებ. 

სოციალური მედიის კომპანიამ მარტში 2,632 გვერდი, ჯგუფი და პროფილი წაშალა Facebook-იდან და Instagram-იდან, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ირანთან, რუსეთთან, მაკედონიასთან და კოსოვოსთან. 

ამ ქმედებით Facebook-ი ცდილობს დაიცვას ქსელი პროპაგანდის ტირაჟირებისგან. კომპანია Facebook-ი 2017 წლის სექტემბრიდან რეგულარულად ბლოკავს ყალბ პროფილებს, მათ შორის გვერდებს რომლებიც რუსეთთან და "ტროლების ქარხანასთან" არიან დაკავშირებულები. 

"ტროლების ფაბრიკას" "ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს" უწოდებენ, რომელიც რუსმა მეწარმე ევგენი პრიგოჟინმა შექმნა. ბიზნესმენს ხშირად "პუტინის პირად მზარეულად" მოიხსენიებენ, რადგან ის არაერთხელ იყო რუსეთის პრეზიდენტის მიღებების ორგანიზატორი. "ინტერნეტ-კვლევების სააგენტო", როგორც ამას თავად ორგანიზაციის თანამშრომლები ჰყვებოდნენ, მასობრივად აქვეყნებდა სოცქსელებში "საჭირო" მიმართულების პოსტებს არარსებული ადამიანების სახელებით.

ყველა სიახლე

თამარ ჩუგოშვილი

10 დეკემბერი 2019, 14:29

საქართველო

თამარ ჩუგოშვილმა მოქმედ საარჩევნო სისტემას უსამართლო უწოდა

„ის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, უსამართლოა, ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს: მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით, ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას“, - განაცხადა ყოფილმა პირველმა ვიცესპიკერმა.

ჟენევა, ქართველი ემიგრანტების აქცია

10 დეკემბერი 2019, 14:26

საქართველო

ჟენევაში გაეროს ოფისთან ქართველმა ემიგრანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს

„თავისუფლება ვაჟა ექიმის, საქართველოს მოქალაქე ოკუპანტებმა უნდა სასწრაფოდ გამოუშვან“, - ჟენევაში გაეროს ოფისის წინ შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს. აქცია ქართველმა ემიგრანტებმა საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს დაამთხვიეს და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ.

ალექსანდრე ერქვანია

10 დეკემბერი 2019, 14:16

საქართველო

ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. ალექსანდრე ერქვანიამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ერქვანიამ აღნიშნა, ის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს საქმიანობას. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

ხელვაჩაური

10 დეკემბერი 2019, 14:06

საქართველო

ხელვაჩაურის მერიის სხდომა „ნაციონალებმა“ პროტესტის ნიშნად დატოვეს

„ნაციონალები“ აცხადებენ, რომ მძიმე სოციალურ ფონზე მერიამ ახალი ავტომობილების შესაძენად თანხა არ უნდა დახარჯოს. მათივე მტკიცებით, ეს ავტომობილები საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის კომფორტზეა გათვლილი. ბრალდებას უმრავლესობაში უარყოფენ და განმარტავენ, რომ ახალი ავტომობილები სიპებს გადაეცემა და არა თანამდებობის პირებს.

ევრონესტი

10 დეკემბერი 2019, 13:33

მსოფლიო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მუშაობა დაასრულა

საუბარია საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე, ენერგეტიკის , ციფრული ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით. დოკუმენტის მიღებისას ევროპელმა კანონმდებლებმა არ გაითვალისწინეს ოპოზიციის მოთხოვნა რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისისა და პოლიტპატიმრების შესახებ.

იური ლუჟკოვი

10 დეკემბერი 2019, 13:30

მსოფლიო

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

გავრცელებული ცნობით, ლუჟკოვი გერმანიაში, მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მისთვის გულზე ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ. იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობას 1992-2010 წლებში იკავებდა.

ადვოკატი კახაბერ ასლანიშვილი

10 დეკემბერი 2019, 13:21

საქართველო

„საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“ მომხმარებელს სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმებას სთხოვს

„საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“, (გერა) მომხმარებელს სთხოვს, რომ 2020 წლიდან სალიცენზიო ხელშეკრულებები მხოლოდ „გერასთან“ გააფორმოს. წინააღმდეგ შემთხევვაში ორგანიზაცია, მუსიკალურ პროდუქციაზე საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს მიმართავს.

ირაკლი შენგელია

10 დეკემბერი 2019, 13:11

საქართველო

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს

შენგელია მოვალეობას მანამდე შეასრულებს, ვიდრე საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელება ყველა დეპუტატს შეუძლია. დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცონ.

სოფო კილაძე

10 დეკემბერი 2019, 13:04

საქართველო

სოფო კილაძე: შესაძლოა ოპოზიცია ცალკეულ ევროპარლამენტარებს არასწორ ინფორმაციას აწვდის

„ცალკეული ევროპარლამენტარები არ უნდა გავაიგივოთ მთლიანად ევროპარლამენტთან, რადგან ევროპარლამენტარებს შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეთ, რაც შესაძლებელია ჩამოუყალიბდათ ოპოზიციის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე,” - განაცხადა სოფო კილაძემ.

ჩეხეთი სროლა

10 დეკემბერი 2019, 13:00

მსოფლიო

ჩეხეთში საავადმყოფოში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლას ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოსტრავაში მოხდა. დამნაშავემ, რომელმაც მიმალვა მოახერხა, ცეცხლი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გახსნა.პოლიციამ თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

ბორის ჯონსონი

10 დეკემბერი 2019, 12:34

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონმა წინასაარჩევნო რგოლში ცნობილი ფილმიდან სცენა გაითამაშა. ვიდეო

ბორის ჯონსონი რეჟისორ რიჩარდ კერტისის პოპულარული სურათის „Love Actually“ იმ სცენარს იმეორებს, რომელშიც მსახიობ ენდრიუ ლინკოლნის გმირი კირა ნაითლის პერსონაჟს სიყვარულს პლაკატების დახმარებით უხსნის. რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბერს ჩატარდება.

თსუ

10 დეკემბერი 2019, 12:33

საქართველო

2020 წლიდან თსუ-ს საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამები ექნება

2020-21 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტები სტუდენტებს შესთავაზებენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს. პირველ ეტაპზე, საუბარია ორ პროგრამაზე: ესენია საბუნებისმეტყველო და ინჟინერულ-კომპიუტერული მიმართულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფაკულტეტების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომებს.

10 დეკემბერი 2019, 12:30

ეკონომიკა

Amazon-ი ტარამპს პენტაგონთან კონტრაქტის ჩაშლაში ადანაშაულებს

ინტერნეტგაყიდვების გიგანტმა Amazon-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს (პენტაგონი) სასამართლოში უჩივლა. ამის მიზეზი მხარეებს შორის $10 მილიარდიანი კონტრაქტის ჩაშლა გახდა.Reuters-ის ცნობით, სარჩელის თანახმად Amazon-ი აშშ-ის ფედერალურ მთავრობას სთხოვს, რომ პენტაგონთან საკონტრაქტო ხელშეკრულებას გადახედოს.

ნინო ლომჯარია

10 დეკემბერი 2019, 12:25

საქართველო

ომბუდსმენმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ნინო ლომჯარიას თქმით, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაზე.

პანდის ტყუპი ბერლინის ზოოპარკი

10 დეკემბერი 2019, 12:04

ტაბლოიდი

ბერლინის ზოოპარკმა პანდის ტყუპი წარადგინა. ვიდეო

პანდამ მენგ მენგ პატარები 31 აგვისტოს გააჩინა. ორივე მამრია. ერთ-ერთს მენ ქსიანგი დაარქვეს, მეორეს კი მენგ იუანი, რაც „ნანატრ ოცნებას“ და „ახდენილ ოცნებას“ ნიშნავს. ძმები დაახლოებით 6 კილოგრამს იწონიან, ზოოპარკის სტუმრები მათ მომავალ წელს ნახავენ, როცა პანდები სიარულს შეძლებენ.

10 დეკემბერი 2019, 11:56

ტექნოლოგიები

WhatsApp-მა სმარტფონებში ელემენტის სწრაფად განმუხტვის პრობლემა გადაჭრა

WhatsApp-მა მესენჯერის არაკორექტური მუშაობის პრობლემა გადაჭრა, რაც Android-ებში ელემენტის სწრაფად განმუხტვას იწვევდა. TechRadar-ის ცნობით, 2019 წლის ნოემბერში სმარტფნების Google Pixel, Samsung-ის და OnePlus-ის მფლობელები აცხადებდნენ, რომ WhatsApp-ის მესენჯერი ფონურ რეჟიმში მუშაობდა და ელემენტი მუხტის 30%-ს ხარჯავდა.

ბაქო ხანძარი

10 დეკემბერი 2019, 11:52

მსოფლიო

ბაქოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარია

ბაქოში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის. ხანძარი სამშენებლო მასალების ბაზრობა Eurohome-ში გაჩნდა. ძლიერი ცეცხლი სხვა მაღაზიებზე გავრცელდა. ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. წინასწარი ცნობით, 2 ადამიანი დაშავდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აშშ სენატი

10 დეკემბერი 2019, 11:48

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი რუსული გაზსადენების საწინააღმდეგო სანქციებს ითვალისწინებს

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად სხვა ზომებს შორის თურქეთისთვის ამერიკული გამანადგურებლების F-35 გადაცემაზე აკრძალვა და უკრაინის დახმარებაა, მათ შორის ლეტალური იარაღის მიწოდება. ​​​​​​​​

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

10 დეკემბერი 2019, 11:38

ეკონომიკა

საავტომობილი გზების დეპარტამენტმა ჩატარებული სამუშაოები და 2020 წლის გეგმები წარადგინა

2019 წელს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები. ამ დროისთვის ჩქარონსული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ. გზა, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ-ზე და დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 50 კმ-ზე.

აქცია ქუთაისში

10 დეკემბერი 2019, 11:22

საქართველო

ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და ექიმის დაკავების ფაქტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას.