ტექნოლოგიები

24 სექტემბერი 2026, 09:42

OpenAI-ის AI-აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებ-გვერდი გატეხა

ინციდენტი ივნისში მოხდა, როდესაც AI-აგენტი სამედიცინო ხარჯების შესახებ კვლევას ატარებდა. პორტალზე ბლოკირების შეხვედრისას, აგენტმა ავტონომიურად მოიფიქრა დამცავი ბარიერების გვერდის ავლა და საჯარო მონაცემებთან ერთად არასაჯარო ფაილებზეც მოიპოვა წვდომა.

23 სექტემბერი 2026, 10:53

​ტროაში 2800 წლის აგორა აღმოაჩინეს, რაც იმის ნიშანია, რომ ომის შემდეგ ქალაქში არ დაცარიელებულა

აქამდე მიჩნეული იყო, რომ ტროას დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 1184 წ.) ქალაქი საუკუნეების განმავლობაში სრულიად მიტოვებული იყო, სანამ ძვ. წ. VIII საუკუნეში იქ ეოლიელი ბერძნები არ დასახლდნენ და მას „ილიონი“ არ უწოდეს. თუმცა, ახალმა აღმოჩენამ - აგორამ, სამხრეთ ჭიშკრისკენ მიმავალმა მოკირწყლულმა გზამ და რკინის ხანის კერამიკამ ეს ჰიპოთეზა უარყო. გათხრების ხელმძღვანელის მოადგილის, რეიჰან ქორფეს განმარტებით, ახალი მოსახლეები ტროას დაცემიდან სულ რაღაც 80-90 წელიწადში გამოჩნდნენ და სახლების ასაშენებლად ქალაქის ძველი გალავანი გამოიყენეს.

22 სექტემბერი 2026, 10:12

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დედოფალ ნეფერტიტის სამარხი აღმოაჩინეს

არქეოლოგების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფარული ოთახი ნეფერტიტის აკლდამა არ აღმოჩნდება, მისი აღმოჩენა მეცნიერებისთვის მაინც უდიდესი მნიშვნელობის იქნება. ეს ასევე დაეხმარება სპეციალისტებს ამარნას პერიოდის სამეფო ოჯახისა და ფარაონ ეხნატონის უახლოესი გარემოცვის შესწავლაში.

21 სექტემბერი 2026, 10:31

Google-ის AI-მოდელმა ტესტირებისას სამი კომპანია გატეხა

Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელმა, Gemini-მ, კიბერუსაფრთხოების სფეროში საკუთარი შესაძლებლობების ტესტირებისას, სამი კომპანიის სისტემა დამოუკიდებლად გატეხა. ინფორმაცია BBC News-ს თავად კომპანიაში დაუდასტურეს. Google-ში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათი AI-მოდელი ასე მოიქცა.

20 სექტემბერი 2026, 15:08

მეცნიერებმა გარეული კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს🐈

ბოლივიის ტყეებში აღმოჩენილი კატა ოფიციალურად ახალ სახეობად ცნეს - Leopardus tilcayo. ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს ბუნებაში გარეული კატის ახალი სახეობის პირველი აღმოჩენაა. ჯერჯერობით მეცნიერებისთვის ამ სახეობის მხოლოდ ერთი წარმომადგენელია ცნობილი, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ მისი გენეტიკური ნათესავები სამხრეთ ამერიკის ტყეებში ბინადრობენ.

16 სექტემბერი 2026, 13:01

რომში კედლის უდიდესი ანტიკური მოზაიკა წარადგინეს

„ჩვენი შეფასებით, ეს არის ყველაზე დიდი კედლის მოზაიკა, რაც კი რომაულ სამყაროში ოდესმე აღმოუჩენიათ. გათხრებს კვლავ ვაგრძელებთ, რათა დავადგინოთ, სად მთავრდება ის“, - აცხადებს არქეოლოგი ფრანჩესკო პაჩეტი.

16 სექტემბერი 2026, 12:26

Meta და Nvidia ხელოვნური ინტელექტის კოორდინირებული შენელების წინააღმდეგ გამოდიან

მისი თქმით, დეველოპერები დაინტერესებულნი არიან ისეთი პროდუქტის შექმნით, რომელიც მომხმარებელთა ინტერესებს საუკეთესოდ უპასუხებს. ლაბორატორიებს ეკისრებათ სერიოზული პასუხისმგებლობა ნებისმიერ ზიანზე, რაც მათმა მოდელებმა შეიძლება გამოიწვიონ, ამიტომ ისინი თავადვე არიან დაინტერესებულნი, მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ უსაფრთხოების საკითხებს.

16 სექტემბერი 2026, 10:52

კვლევა: ვენერამ შესაძლოა საკუთარი მთვარე შთანთქა

ვენერას შესაძლოა საკუთარი მთვარე ჰქონდა, რომელიც პლანეტას თანდათან მიუახლოვდა და საბოლოოდ მას შეეჯახა. ეს შესაძლოა ვენერას არსებობის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში მომხდარიყო, - იუწყება Reuters-ი კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}