imedi /  05 ივნისი 2019, 22:40 / სანდო წყარო

მეცნიერებმა მზის მთავარი საიდუმლო ამოხსნეს

მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოარკვიეს თუ რატომ არის მზის ატმოსფეროს ფენებში უფრო მაღალი ტემპერატურა, ვიდრე მზის ზედაპირზე, წერს მეცნიერული გამოცემა Science Daily-ი.  

საკუთარ ჰიპოტეზას მეცნიერები კოსმოსური ხომალდის Parker-ის მეშვეობით დაამტკიცებენ, რომელიც მზესთან რეკორდულად ახლო მანძილზე მივა. 

მეცნიერები აცხადებენ, რომ ძლიერი გადახურების გამო, მზის ატმოსფერო ციური სხეულის დიამეტრთან შედარებით უფრო დიდდება და მძიმე იონების გამო ტემპერატურა იქ 10 ჯერ მაღალია. ამავე ზონაშია პლაზმური ტალღები, რომლებიც მაგნიტური ველის გასწვრივ ვრცელდება. აქვეა ალვენის წერტილი, რომლის ქვემოთაც დამუხტული ნაწილაკები ტალღების გავლენას გრძნობენ. 

მეცნიერებმა დათვალეს მძიმე იონების ტემპერატურა. აღმოჩნდა, რომ მზის ატმოსფეროს გადახურების ზონა განლაგებულია მზისგან 10-50  რადიუსის დაშორებით. 

მეცნიერები აცხადებენ, რომ კოსმოსური ხომალდი Parker-ი, რომელიც 2018 წელს გაუშვეს, მოაგროვებს მონაცემებს და მათ მოსაზრებას დაადასტურებს. მოსალოდნელია,რომ აპარატი გადახურების ზონასთან 2021 წელს მიაღწევს. 

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 20:30

საქართველო

ზურაბიშვილი: არავისზე ნაკლებად არ გვტკივა ის ახალგაზრდები და პოლიციელი, რომლებმაც თვალები დაკარგეს

„აზრთასხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალსოფელის მიმდებარე ტერიტორია

24 აგვისტო 2019, 20:25

საქართველო

ახალსოფელთან ხანძარის ჩასაქრობად ვერტმფრენები მუშაობას ხვალ განაახლებენ. ვიდეო

მეორე დღეა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოებს რელიეფი ართულებს, რის გამოც ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. არსებული ინფორმაციით, ტყის მასივის დასაწყისში მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ხანძრამდე გზას გაჭრის.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:56

საქართველო

ზურაბიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დასაბრუნებლად ყველა გზას ვეძებ

„ვზრუნავ იმაზე, ვეძებო ყველა გზა და ყველა საშუალება, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ თალაკვაძე

24 აგვისტო 2019, 19:21

საქართველო

თალაკვაძე: მჯერა, რომ აფხაზებთან და ოსებთან ერთად მომავალში კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე ვიმუშავებთ

საქართველოს კონსტიტუციის დებულებების სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:20

საქართველო

ზურაბიშვილი: უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ

"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ახლო პარტნიორსა და მეგობარს - უკრაინას. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ" - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

24 აგვისტო 2019, 19:11

მსოფლიო

საზღვაო ხომალდ Ocean Viking-ის 356 მიგრანტს ევროპის 6 ქვეყანა მიიღებს

არასამთავრობო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ კუთვნილმა გემმა Ocean Viking-მა ღუზა მალტის სანაპიროსთან ჩაუშვა. გემზე 356 მიგრანტი იმყოფება, რომელიც ორგანიზაციამ სამი კვირის წინ შეკრიბა. მიგრანტები 21 დღის განმავლობაში გაურკვევლობაში იყვნენ, რადგან ისინი იტალიამ არ მიიღო და გემს ლამპედუზასა და სიცილის პორტებში შესვლა აუკრძალა.

ლიდსის მუსიკალური ფესტივალი

24 აგვისტო 2019, 18:35

მსოფლიო

ლიდსის მუსიკალურ ფესტივალზე გოგო სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა

ლიდსის ფესტივალზე თინეიჯერი გოგო სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთ პარკში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე გოგოს გარდაცვალების შესახებ მიიღო შეტყობინება.

24 აგვისტო 2019, 18:33

ეკონომიკა

საქართველოში კომერციული ბანკების მოგება 7 თვეში 21 მილიონი ლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 443 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-ივლისის მოგებაზე 21 მლნ ლარით (5%-ით) ნაკლებია. ივლისში ბანკების შემოსავლებმა 387 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 301 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 86 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

24 აგვისტო 2019, 17:55

კულტურა

Marvel-ი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის „ადამიან ობობაზე“ ახალ ანიმაციურ სერიალს გადაიღებს

Marvel Animation-მა "ადამიანი-ობობის" შესახებ ახალი ანიმაციური სერიალი გამოშვება დააანონსა. ანიმაციას "Marvel-ის ობობა და მისი საოცარი მეგობრები" ერქმევა და ის სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე იქნება გათვლილი.

წეროვანი

24 აგვისტო 2019, 17:17

ძალოვნები

წეროვანში ხანძარი ჩააქრეს

ცეცხლი წეროვანში დასახლების მიმდებარედ, საძოვრებს გაუჩნდა. ამ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის. იყო ძლიერი დაკვამლინება. ადგილზე სამი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ არის დადგენილი.

კიტ ჰარინგტონი

24 აგვისტო 2019, 16:42

კულტურა

კიტ ჰარინგტონი Marvel-ის კინოსამყაროში გამოჩნდება

ცნობილი სატელევიზიო სერიალის Game of Thrones-ის ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი Marvel-ის ერთ-ერთ ფილმში ითამაშებს. ინფორმაციას Deadline-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ჰარინგტონი Marvel-ის სუპერგმირის შესახებ ფილმში გამოჩნდება.

British Airways

24 აგვისტო 2019, 16:18

ეკონომიკა

პილოტების გაფიცვის გამო British Airways-ის ათასობით რეისი გაუქმდა

ანაზღაურების გაზრდის მიზნით British Airways-ის პილოტები 9, 10 და 27 სექტემბერს გაფიცვას გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვა 9 სექტემბერს იწყება, მგზავრებს, რომელთა რეისებიც 8 სექტემბერს ან უფრო გვიან არის დაგეგმილი, რეისის გაუქმების შესახებ შეტყობინებები მიუვიდა.

ვიქტორ სანიკიძე

24 აგვისტო 2019, 16:15

სპორტი

ვიქტორ სანიკიძე ბერძნული „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა

სანიკიძე ათენის „არისში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო, რაც მისი კარიერის დასრულების მიზეზი გახდა. სანიკიძეს ევროპის არაერთ კლუბში უთამაშია. წლების განმავლობაში ის ფრანგულ "დიჟონში", ესპანურ "სარაგოსასა" და "ესტუდიანტესში", იტალიურ "ვირტუსსა" და "სიენაში", ასევე რუსულ "უნიკსსა” და თურქულ “ანკარაში” თამაშობდა.

24 აგვისტო 2019, 16:02

მსოფლიო

ირანი აშშ-ის მიერ ფრთოსანი რაკეტის გამოცდის გამო შეშფოთდა

ირანი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის მიერ საშუალო და მოკლე რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტის გამოცდის გამო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის აბას მუსავის განცხადებით აღნიშნული ფაქტი შეირაღების ზრდის ტემპს დააჩქარებს. ასევე საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოში მშვიდობას და სტაბილურობას.

დონალდ ტუსკი

24 აგვისტო 2019, 15:44

მსოფლიო

დონალდ ტუსკს „დიდი შვიდეულის“ შემდეგ სამიტზე უკრაინის მიწვევა სურს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ფორმატში რუსეთის დაბრუნებას არ ეთანხმება და, ამავე დროს, შემდეგ სხდომაზე სტუმრის სახით უკრაინის მიწვევას ემხრობა. ამის შესახებ ტუსკმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ბირთვული რაკეტა

24 აგვისტო 2019, 15:11

მსოფლიო

პოლონეთი მზადაა ქვეყანაში აშშ-ის ბირთვული რაკეტები განათავსოს

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პეკინი და მოსკოვი მსოფლიოში მშვიდობას საფრთხეს უქმნიან. ამიტომ ნატომ უნდა განიხილოს ევროპაში საშუალო რადიუსზე მოქმედი ბირთვული რაკეტების განთავსების საკითხი, -ამის შესახებ Deutsche Welle წერს. მისი თქმით, პოლონეთი მზადაა ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული რაკეტები განათავსოს.

„ლანჩხუთი“

24 აგვისტო 2019, 15:09

სპორტი

ფეხბურთში ქალთა შორის საქართველოს თასი „ლანჩხუთმა“ მოიგო

23 აგვისტოს ქალთა შორის საქართველოს თასის ფინალი გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს თბილისის „ნიკე” და ლანჩხუთის „ლანჩხუთი” დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„ქართული სახლი“ მინსკში

24 აგვისტო 2019, 14:48

კულტურა

მინსკში „ქართული სახლი“ გაიხსნა

საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით მინსკში „ქართული სახლი“ გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა. „ქართული სახლი“ თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბელარუსში საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ გახსნეს.

აშშ-ავსტრალია

24 აგვისტო 2019, 14:34

სპორტი

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები 13 წელიწადში პირველად დამარცხდა

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები 13 წელიწადში პირველად დამარცხდა. USA Today-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადების ფარგლებში გამართული ამხანაგური მატჩი ამერიკელი კალათბურთელებმა ავსტრალიის ნაკრებთან 94:98 დათმეს. აშშ-ის ნაკრების წაუგებელი სერია 2006 წელს დაიწყო და 78 მატჩი, მათ შორის სამი ოლიმპიური თამაშები მოიცვა.

ხანძარი წეროვანთან

24 აგვისტო 2019, 14:23

ძალოვნები

წეროვანის დასახლებასთან საძოვრები იწვის

ქვეყნის მასშტაბით ხანძრის რამდენიმე კერაა. ახლახანს ცეცხლი წეროვანში დასახლების მიმდებარე საძოვრებს გაუჩნდა. მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის. ტერიტორიზე ძლიერი დაკვამლინებაა. ადგილზე სამი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის მიზეზი არ არის დადგენილი. არც ის არის ცნობილი თუ რა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი.