Imedi /  07 ივნისი 2019, 14:28 / სანდო წყარო

Facebook-ის კრიპტოვალუტის პრეზენტაცია ივნისში გაიმართება

Facebook GlobalCoin

Facebook GlobalCoin

Facebook-მა გადაწყვიტა საკუთარი კრიპტოვალუტა 18 ივნისს წარადგინოს. ინფორმაცია მედიაში გამოცემა The Information-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

უცხოური მედია წერს, რომ Facebook-ის თანამშრომლები, რომლებიც პროექტზე (Libra) მუშაობენ შეძლებენ ყოველთვიური სარგო ნაღდი ფულის მაგიერ ტოკენებში აირჩიონ.

GlobalCoin-ი, ასეთი სახელწოდებით გამოჩნდება Facebook-ის ციფრული ვალუტა, რომელიც ონლაინ გადახდის სისტემაში პირველ ეტაპზე ათობით ქვეყანაში იქნება ინტეგრირებული. GlobalCoin-ი ბაზარზე 2020 წლიდან შევა.

სოციალური მედიის გიგანტს სურს თავისი კრიპტოვალუტა წლის ბოლომდე გამოსცადოს. ამ მიზნით Facebook-ი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს საბანკო გადარიცხვების კუთხით ცნობილ კომპანიებთან.

Facebook-მა თქვა, რომ ციფრული ვალუტის მეშვეობით ანგარიშსწორება ხელმისაწვდომი და უსაფრთხო იქნება, არ ექნება მნიშვნელობა იმას, აქვს თუ არა მომხმარებელს საბანკო ანგარიში.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

16 ივნისი 2019, 23:19

სპორტი

პრეზიდენტმა უშუისტებს ჩინეთში მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებს, ჩინეთში გარმართულ ასპარეზობაში ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, ეს ახალგაზრდები ჩვენი მომავალია.

ფეხსაცმელი

16 ივნისი 2019, 23:10

ტაბლოიდი

9 საინტერესო ისტორიული ფაქტი ქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ

საიდან იღებს სათავეს და როგორ ვითარდებოდა ელეგანტური, ზოგჯერ კი მტკივნეული - ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია? BBC Rado 4-მა მოამზადა სტატია, რომელშიც ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორიის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.

16 ივნისი 2019, 22:34

მსოფლიო

ლიონში ფრანგმა ჯარისკაცებმა შეიარაღებულ კაცს ესროლეს

Euronews-ის ცნობით, თავდამსხმელი ფეხშია დაჭრილი. პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძებიება, თუმცა თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა და მისი მოტივი უცნობია. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედია წერს, რომ მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

უამინდობა

16 ივნისი 2019, 22:23

მსოფლიო

ევროპაში უამინდობამ მსხვერპლი გამოიწვია

ევროპის ნაწილში უამინდობამ წყალდიდობა და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. euronews-ის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპაში, ლიონში დაახლოებით ჩოგბურთის ზომის სეტყვამ ავტომობილები დააზიანა. დაიტბორა სამანქანო გზები და დაზიანდა სახლები. უამინდობამ პრობლემები შექმნა პოლონეთშიც.

გლობალური დათბობა

16 ივნისი 2019, 21:59

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო ათასობით ადამიანს სიკვდილი ემუქრება

თუკი გლობალური დათბობა ზოგჯერ შორეულ ან აბსტრაქტულ საფრთხედ გვეჩვენება, ახალი კვლევის მიხედვით, ეს პრობლემა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. კვლევის თანახმად, გარემოში სათბური გაზების გამოყოფის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობას ფატალური შედეგი მოჰყვება.

16 ივნისი 2019, 21:54

ვიდეო

ლევან ვასაძე ლეგიონის შექმნით იმუქრება

16 ივნისი 2019, 21:53

სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის ფინალში კუბის ნაკრები 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 31:21 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ახალგაზრდა ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე იყო.

16 ივნისი 2019, 21:38

ვიდეო

ადა მარშანია: ჩვენს ჯიშზე დგას ეს ქვეყანა

16 ივნისი 2019, 21:36

საქართველო

„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს

ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ამ შინარსის განცხადებით „ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს.

16 ივნისი 2019, 21:36

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი: მე ყველას პრეზიდენტი ვარ

16 ივნისი 2019, 21:34

ვიდეო

ტოჩინოშინი საქართველოშია

16 ივნისი 2019, 21:31

ვიდეო

ილია მეორე: უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე და ტრადიციები

ბენქსი

16 ივნისი 2019, 21:27

კულტურა

ლისაბონში ბენქსის გამოფენა „გენიოსი თუ ვანდალი“ გაიხსნა

პორტუგალიაში, ლისაბონში ბრიტანელი იდუმალი ქუჩის მხატვრის, ბენქსის 70-მდე ნამუშევარი გამოიფინა. ასეთივე გამოფენა გაიმართა მადრიდსა და მოსკოვში, სადაც ნამუშევრებმა 600 000-ზე მეტმა მნახველმა მიიზიდა. გამოფენის სახელწოდებაა "გენიოსი თუ ვანდალი". გამოფენა მოიცავს ვიდეოებს, გრაფიტებს, სკულპტურებსა და ფოტოებს.

ლევან ვასაძე

16 ივნისი 2019, 21:02

საქართველო

ვასაძე ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნას გეგმავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეკრება ლოცვით დაიწყო, რომელიც სასულიერო პირმა წაიკითხა. ვასაძემ თქვა, რომ,დღეს ვერის ბაღში შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის თავიდან აცილებაა. მისივე თქმით, „ყველას ვისაც სურს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია და იგინოს, იფურთხოს, მისი ადგილი მათ გვერდით არ არის“.

დაღუპვა

16 ივნისი 2019, 20:38

საქართველო

ანტალიაში 61 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს

თურქული მედია წერს, რომ ქალი სავარაუდოდ თოკით დაახრჩვეს. 61 წლის ქალი ემიგრანტი იყო და თურქეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტობს. მიმდინარეობს გამოძიება.

ლგბტ

16 ივნისი 2019, 20:31

საქართველო

ზუგდიდში ხეებზე ლგბტქ პრაიდის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა და სიმბოლურად ხეებზე გააკრა პლაკატები წარწერით "არა ლგბტ-პრაიდს საქართველოში". აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უერთდებიან თბილისში გამართულ აქციას და ამბობენ. რომ საქართველოში ლგბტ თემის პროპაგანდა მიუღებელია.

ხანძარი

16 ივნისი 2019, 20:26

ძალოვნები

წნორში სასაწყობე მეურნეობაში სულ ცოტა 30 ტონამდე მარცვლეული ხანძარმა გაანადგურა

წნორში მდებარე სასაწყობე მეურნეობაში (ყოფილი წისქვილკომბინატი) ხანძარმა სულ ცოტა 30 ტონამდე მარცვლეული გაანადგურა. ასევე დაზიანდა სასფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილი. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. ახლა ქრობის პროცესი მიმდინარეობს.

ჟურნალისტები

16 ივნისი 2019, 20:15

მსოფლიო

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში AFP-ის ორი ჟურნალისტი დააკავეს

28 წლის და 30 წლის ჟურნალისტები თითქმის 6 საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები და კითხავდნენ. მათ ასევე ჩამოართვეს აპარატურა და გაუტეხეს კამერა. ჟურნალისტების თქმით, პოლიცია ხედავდა რომ ისინი მიმდინარე პროცესს იღებდნენ და არ იყვნენ ჩართულები უშუალოდ საპროტესტო აქციაში.

16 ივნისი 2019, 20:08

კულტურა

გოგენის პირველი ნახატი აუქციონზე 80 000 ევროდ გაიყიდა

ცნობილი ფრანგი მხატვრის პოლ გოგენის პირველი ნახატი აუქციონზე, საფრანგეთში (Indre-et-Loire) 80 000 ევროდ გაიყიდა. ფრანგული მედიის ცნობით, ნამუშევარი გოგენმა 17 წლის ასაკში შექმნა. მედიის ცნობით, ჩინური მელნით და აკვარელით შექმნილი ნახატი პირველი ცნობილი ნამუშევარია.

ჰონგ-კონგი

16 ივნისი 2019, 19:36

მსოფლიო

ჰონგ-კონგის ლიდერმა დემონსტრანტებს მოუბოდიშა

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუბოდიშა. როგორც მის განცხადებაში წერია, ის აპირებს გულწრფელად მიიღოს ჰონგ-კონგის მცხოვრებლებისგან ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონთან დაკავშირებული კრიტიკა.