imedi /  07 ივნისი 2019, 18:19 / სანდო წყარო

Microsoft-მა სახის ამომცნობი სისტემის მრავალმილიონიანი ბაზა წაშალა

სახის ამომცნობი სისტემა

Microsoft-მა სახის ამომცნობი სისტემის ბაზა წაშალა. შენახული მონაცემები 10 მილიონ სურათს აერთიანებდა. ამის შესახებ BBC წერს.

მონაცემთა ბაზა 2016 წელს გამოქვეყნდა. სისტემა 100 ათასი ცნობილი ადამიანის ონლაინ სურათებიდან შეიქმნა. 

გამოცემის ინფორმაციით, მონაცემთა ბაზას პოლიცია და სამხედრო ძალები სისტემის გამოსაცდელად იყენებდნენ.

სახის ამომცნობი სისტემის ბაზის წაშლა Microsoft-მა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ტექნოლოგიურ კომპანიებს ამომცნობი სისტემის რეგულირებისკენ მოუწოდეს.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: როდესაც გვესმის, ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა

როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან, რომელთაც რაღაც ყურმოკვრით აქვთ მოსმენილი და ხელშეკრულება წაკითხული არ აქვთ, ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

გიგა ბოკერია

14 აპრილი 2021, 00:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: IRI-ის ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული იყო ეს კონკრეტული დასკვნა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია არაკომპეტენტურს უწოდებს IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ - „მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე“. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს

„ძალიან ბევრი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ასეთმა მსხვილმა ინვესტორმა და დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს და დარწმუნდება, რომ მართლაც ძალიან დიდი სიკეთის მომტანი არის ასეთი ინვესტორის ყოლა ხეობაში“, - აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია

ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

13 აპრილი 2021, 23:45

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჰესის ზეგავლენა ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე გამორიცხულია

ენგურჰესი ნამახვანჰესზე რამდენჯერმე დიდია თავისი სარკის ფართობით და ამ შემთხვევაშიც კი მაქსიმალური გავლენა რამდენიმე ასეული მეტრით არის შემოსაზღვრული. შესაბამისად, ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ზეგავლენა სრულიად გამორიცხულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:43

პოლიტიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესი“ ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი

„ბოლო დროს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ დეზინფორმაცია ტრიალებს. ზოგი კითხვა შესაძლოა, კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგად წარმოიქმნა, რაზეც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, პასუხი გავცეთ; ზოგი, ალბათ, გამიზნული დეზინფორმაციაა. ჩვენ შევხედავ, ვის არ აწყობს, საქართველო ენერგეტიკულად რეგიონში უფრო წელგამართული რომ იყოს, უფრო მეტად ძლიერი და საკუთარ ენერგორესურსზე დაყრდნობილი და ექსპორტიორი და არ შემოჰქონდეს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ჩვენ გვემუქრება, მოგეხსენებათ, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალები, რომლებიც ამ რეგიონში მოინახებიან. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ „ნამახვანჰესი“ ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი, სწორედ აქედან ამოვდივართ“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა: წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ ენერგორესურსებისთვის

„წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ, ჩვენი სამეზობლოს სასარგებლოდ და ეს ფული ხმარდება არა რომელიმე აქ აშენებულ ჰიდროსადგურს, არამედ თურქეთში, აზერბაიჯანში ან რუსეთში განთავსებულ ჰიდროსადგურებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათი ეკონომიკის გაძლიერებას. ეს ფული, ეს ვალუტა აკლდება ჩვენს სავალუტო ბაზარს. სხვა შემთხვევაში ეს რესურსი ლარის გამყარებას მოხმარდებოდა“, - განმარტა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

13 აპრილი 2021, 23:37

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ნამახვანჰესზე: უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი

კომუნიკაციის ნაკლებობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვინაიდან ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი, თუმცა კომუნიკაციის პროცესი არაა შემოსაზღვრული ერთი დღით. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად იმყოფებოდნენ რეგიონში, ხვდებოდნენ მოსახლეობას და არაერთი შეხვედრა გაიმართა პარლამენტში, სადაც ყველა ოპონენტს ჰქონდა კითხვის დასმის საშუალება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

13 აპრილი 2021, 23:28

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაწყებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან

ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომელიც აპრილის ბოლოს „სინოფარმის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანჰესი არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გასაღები

ნამახვანჰესი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ცალკე აღებული პროექტი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაღები. სწორედ ამ პროექტზე გადის ჩვენი მომავალი სიძლიერე და ის, თუ რამდენად შედგება საქართველო რეგიონში, როგორც ძლიერი ექსპორტიორი ქვეყანა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

13 აპრილი 2021, 23:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვახერხოთ ინფექციის ეფექტიანი მართვა, იმისთვის რომ ეკონომიკის მაქსიმალური აქტივობა შევინარჩუნოთ

„ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვნად არის გამკაცრებული ყველა ჩართული რგოლის მხრიდან მონიტორინგი და აღსრულების კუთხით საჯარიმო სანქციები, რაც ვთვლით, რომ გარკვეულწილად გააუმჯობესებს დამყოლობას მოქალაქეებისა და ბიზნესის მხრიდან. ჩვენი თავდაპირველი ამოცანა იყო, ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ყოფილიყო მათ მიერ ყველა დადგენილი რეგულაციის აღსრულების საფუძველი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით ძალიან ბევრ სოციალურ ღონისძიებას, რომელიც რა თქმა უნდა ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის საფუძველი ხდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

13 აპრილი 2021, 23:11

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკი გაახალგაზრდავებულია, რაც ძალიან საყურადღებოა

ჰოსპიტალური სექტორი გვაწვდის გარკვეულ იმპულსებს, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც სტაციონარში ხვდება, გაცილებით უფრო მძიმე ფორმის მატარებელია, ვიდრე ეს იყო პირველი და მეორე ტალღის დროს. გაახალგაზრდავებულია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკიც, რაც ძალიან საყურადღებოა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ანდრეი ტარანი

13 აპრილი 2021, 22:58

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი უკრაინაში 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს

რუსეთი უკრაინაში 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ტარანმა უკრაინაში საფრანგეთის ელჩთან, ეტიენ დე პონსენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

13 აპრილი 2021, 22:46

ტაბლოიდი

მადონამ The Weeknd-ის სახლი შეიძინა. ფოტო

ამერიკელმა მომღერალმა მადონამ კალიფორნიაში ახალი სახლი შეიძინა, რომელიც მანამდე კანადელ მომღერალ The Weeknd-ს ეკუთვნოდა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

დავით ზალკალიანი

13 აპრილი 2021, 22:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მივიღეთ აშშ-ის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ

ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გამოითქვა იმედი, რომ ეს პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართული სატელეფონო საუბრის კომენტირებისას განაცხადა.

13 აპრილი 2021, 22:12

სპორტი

თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მატჩებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის მატჩები გაიმართა. აღნიშნულ ტურნირში დარჩენილი 8 გუნდი ოთხთა ფინალში გასასვლელად იბრძვის, რომლებმაც ორმატჩიან მეოთხედფინალურ სერიაში უნდა მოიპოვონ ფინალური ეტაპის საგზური.

დეივ გროლი და მიკ ჯაგერი

13 აპრილი 2021, 22:12

კულტურა

მიკ ჯაგერმა და დეივ გროლმა ლოკდაუნის შესახებ სიმღერა ჩაწერეს

„რთულია სიტყვებით აღვწერო რას ნიშნავს ჩემთვის სერ მიკთან ერთად სიმღერის ჩაწერა. ეს ოცნების ახდენაზე მეტია. ეს უდავოდ ზაფხულის სიმღერაა“, - განაცხადა გროლმა .

13 აპრილი 2021, 22:08

რეგიონი

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

​​​​​​​მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

13 აპრილი 2021, 22:02

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 39 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 324 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 აპრილი 2021, 21:55

მსოფლიო

ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს

თეირანის ცნობით, ქვეყანა არ აპირებს, სანქციებისადმი დამოკიდებულების შეცვლას და ურანს 60%-მდე გაამდიდრებს, რაც ირანისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA).