რა უნდა იცოდეთ კატის სტერილიზაციის შესახებ. გზამკვლევი
ფოტო: shutterstock.com
კატების კასტრაციაზე ბევრი მითი არსებობს. სწორედ ამის გამო შინაური ცხოველების პატრონები ოპერაციისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ სტერილიზაციის შემდეგ კატა სუქდება, პასიური ხდება და შარდკენჭოვანი დაავადებების რისკი მატულობს. გთავაზობთ 6 არასწორ წარმოდგენას კატების სტერილიზაციის შესახებ.
#1. კატის სტერილიზაცია საჭირო არ არის
ეს საჭიროა, რათა ცხოველები უკონტროლოდ არ გამრავლდნენ. ყოველ წელს იბადება მილიონობით კატა, რომლებიც თავიდანვე უსახლკარობისთვის არიან განწირული ან გადატვირთულ თავშესაფრებში ხვდება. გარდა ამისა, გარკვეული ტიპის ოპერაციები ამცირებს რისკს, რომ დედალი კატა გაიქცევა და დაიკარგება, მამალი კატა კი ჩხუბში ჩაერთვება და სერიოზულ ტრავმებს მიიღებს. სტერილიზაციის შემდეგ კი ცხოველის ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც გამრავლების ინსტინქტსა და შესაბამის ქმედებებზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ადრეულ ასაკში სტერილიზაცია კატას სამომავლოდ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისგან იცავს. მაგალითად, ოპერაცია დედალი კატის შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს, მას ასევე შეუძლია საკვერცხეების სიმსივნის თავიდან არიდება, მამალ კატას კი პროსტატისგან იცავს.
#2. სტერილიზიაცია მხოლოდ გარკვეულ ასაკში შეიძლება
სტერილიზაცია ყოველთვის შესაძლებელია, თუმცა უმჯობესია, ეს ადრეულ ასაკში გააკეთოთ. მაგალითად, ვეტერინარების რეკომენდაციაა, კატას სტერილიზაცია 4-დან 6 თვემდე გაუკეთოთ. დედალ კატებში, რომელთაც ოპერაცია გვიან გაუკეთდათ, სარძევე ჯირკვლის სიმსივნისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია. მამალი კატებისთვის კი მკაცრი რეკომენდაცია არ არსებობს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კასტარცია ადრეულ ასაკშია სასურველი, რათა ცხოველები აგრესიულ ქმედებას არ მიეჩვიონ. აქვე უნდა ითქვას, რომ ოპერაციის ზუსტი დრო თავად ვეტერინარმა უნდა განსაზღვროს. ის ორიენტირდება არა მხოლოდ ასაკზე, არამედ შინაური ცხოველის ფიზიკურ მდგომარეობასა და მის სახეობაზე.
#3. კასტრაციის შემდეგ კატების ქცევა იცვლება
ეს სტერილიზაციის მეთოდზეა დამოკიდებული. ოპერაციის რამდენიმე ტიპი არსებობს. ის ექიმმა თქვენი კატისთვის ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს. არის შემთხვევები, როდესაც ცხოველის ორგანიზმი ოპერაციის შემდეგაც თირკმელზედა ჯირკვლების მეშვეობით ჰორმონების გამომუშავებას განაგრძობს. თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. ოპერაციის შემდეგ კატა ხმამაღლა კნავილსა და აგრესიულ ქცევას ნამდვილად წყვეტს.
#4. ოპერაცია საშიშია
როგორც ნებისმიერი ქირურგიული პროცედურა, სტერილიზაციაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მაგალითისთვის, ანესთეზიას შეუძლია არასასურველი რეაქციის გამოწვევა, თუმცა გართულებების საერთო სიხშირე საკმაოდ დაბალია. იმისათვის, რომ ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდეს და რისკი შემცირდეს, ოპერაციამდე კატა უნდა გასინჯოს ვეტერინარმა, რომელიც ყველა საჭირო ანალიზსა და გამოკვლევას დანიშნავს. სტერილიზაციის შემდეგ პერიოდში კი ძალების აღსადგენად ცხოველს რამდენიმე დღე სიმშვიდე სჭირდება. ვეტერინართა განმარტებით, ცხოველის ინტელექტზე, მის შესაძლებლობებსა და ნადირობის უნარზე სტერილიზაცია არ მოქმედებს.
#5. ოპერაციის შემდეგ კატას სპეციალური მოვლა სჭირდება
დიახ, ასეა. მაგრამ ეს არც ისე რთულია. თუ კლინიკას აქვს შესაბამისი პირობები, კატას ოპერაციის შემდეგ ეგრევე არ დაგიბრუნებენ. ვეტერინარები დააკვირდებიან, რომ ცხოველი არსებულ მდგომარეობას შეეგუოს. თუ ოპერაცია სახლში ჩატარდება, მაშინ მეთვალყურეობა თქვენ მოგიწევთ. პირველ რიგში, უნდა დააკვირდეთ, რომ ცხოველი სიმაღლეზე არ აძვრეს და არ ჩამოვარდეს. კატები ოპერაციის შემდეგ ზუსტად ამას აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ წონასწორობას ძლივს ინარჩუნებენ. ასევე უნდა დააკვირდეთ ისეთ საგანგაშო სიგნალებს, როგორიც არის ღებინება, სისხლდენა ან დიარეა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც "ისე" ვერ არის და აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.
იდეალურ შემთხვევაში ცხოველს უნდა ჩააცვათ დამცავი საყელური.ამ შემთხვევაში კატა ჭრილობამდე მიღწევას ვერ შეძლებს, ვერ გალოკავს ნაოპერაციევ ადგილს და შესაბამისად, საკუთარ თავს ვერ დაიზიანებს. შესაძლებელია ვეტერინარმა ტკივილგამაყუჩებელიც დანიშნოს. ჭამის მადა ცხოველს 24 საათის განმავლობაში უნდა დაუბრუნდეს. პირველ საათებში კი ცხოველს მხოლოდ წყალი და ჩვეული ულუფის ნახევრის მიღება შეუძლია. საბოლოო ჯამში მთავარი წესია, რომ ნაოპერაციევი ცხოველი იყოს მშვიდად. კატამ არ უნდა ითამაშოს, რათა საკუთარი თავი არ დაიზიანოს. როგორც წესი, დედალი კატები ოპერაციიდან 2 კვირაში აღიდგენენ ძალებს, მამლები კი- უფრო ადრე.
#5. ოპერაციის შემდეგ ცხოველი იზრდება
არა, თუ მასზე სწორად იზრუნებთ. ოპერაციის შემდეგ ცხოველი შეიძლება ნაკლებ აქტიური გახდეს, ამ შემთხვევაში მას ნაკლები კალორია დასჭირდება. გაცხიმოვნების თავიდან ასაცილებლად ვეტერინარების რეკომენდაციაა, ცხოველის ფიზიკურ აქტივობასა და მის კვებას დააკვირდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში, ვეტერინარის რჩევით შეგიძლიათ ნაკლებკალორიული სპეციალური საკვების დანიშვნა.
#6. სტერილიზებულ კატებში შარდკენჭოვანი დაავადება გარდაუვალია
გარდაუვალი არ არის, თუმცა კენჭების ჩამოყალიბების რისკი მაღალია თუ ცხოველი ნაკლებად მოძრაობს, მცირე რაოდენობით სითხეს იღებს და შესაბამისად, იშვიათად დადის ტუალეტში. სწორედ ამიტომ ოპერაციის შემდეგ ცხოველი, შესაძლოა, რისკ-ჯგუფში აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანი შარდკენჭოვანი დაავადების სიმპტომების ცოდნა. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ ცხოველს შარდვა უჭირს, ნაწილ-ნაწილ შარდავს და ამ დროს შეწუხებულ ხმებს გამოსცემს, გენიტალიის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად ილოკავს, შარდს სისხლს აყოლებს და ა.შ. დაავადების რეციდივის თავიდან ასარიდებლად ვეტერინარების რეკომენდაციაა, ცხოველს სუფთა წყალზე მუდმივი წვდომა ჰქონდეს. გარდა ამისა, ექიმთან უნდა შეათანხმოთ თქვენი კატის კვების რაციონი.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 04:21
პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძეს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 04:16
მსოფლიო
ტრამპის მიერ „მასშტაბურ გარიგებაზე“ განცხადების შემდეგ, ლუკაშენკო აცხადებს, რომ კალიუმის სასუქის მარაგები ამოწურულია
ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აშშ-ისთვის მისაწოდებელი სასუქის თავისუფალი რესურსი არ არსებობს. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე, ის მინსკისგან კალიუმის სასუქის დიდი ფასდაკლებით შესასყიდად „მასშტაბურ გარიგებაზე“ მუშაობდა.
22 სექტემბერი 2026, 02:19
მსოფლიო
Financial Times: Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბებით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეაღწია
Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბების გზით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეღწევა მოახერხა, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
22 სექტემბერი 2026, 01:50
მსოფლიო
Financial Times: სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს
სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 01:00
მსოფლიო
პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
22 სექტემბერი 2026, 00:40
პოლიტიკა
პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
22 სექტემბერი 2026, 00:32
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბურ ფაზაში გადაყვანა არც რუსეთის ინტერესებშია და არც მის შესაძლებლობებში - ისინი დაშინების მცდელობებს გააგრძელებენ, ჩვენ კი ცივი გონება, სიმშვიდე და თავშეკავება უნდა შევინარჩუნოთ
მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აღიარებს ევროპის საჭიროებას, მოემზადოს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“, იგი აცხადებს, რომ ევროპამ „ზედმეტი რეაგირება“ არ უნდა მოახდინო
22 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.
21 სექტემბერი 2026, 22:55
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება - მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ
ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 22:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.
21 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ
22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.
21 სექტემბერი 2026, 21:45
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი
21 სექტემბერი 2026, 21:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.
21 სექტემბერი 2026, 21:35
მსოფლიო
საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.
21 სექტემბერი 2026, 21:26
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
21 სექტემბერი 2026, 21:20
ეკონომიკა
საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
21 სექტემბერი 2026, 21:10
ეკონომიკა
საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.
21 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა.
21 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.
21 სექტემბერი 2026, 20:54
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მერცი შესაძლოა წლის ბოლომდე გადადგეს. ამის თქმის საფუძველს, გერმანიაში ბოლო ორი ადგილობრივი არჩევნების შედეგები იძლევა, სადაც მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი იწვნია.


