imedi /  08 ივლისი 2019, 14:22 / სანდო წყარო

რატომ ეპარებათ ეჭვი კონსპიროლოგებს აპოლო 11-ის მისიაში

მთვარე

1969 წლის 21 ივლისს კაცობრიობის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. 500 მილიონზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოდან აკვირდებოდა, როგორ დგამდა ასტრონავტი ნილ არმსტრონგი პირველ ნაბიჯს მთვარეზე. მაშინ 500 მილიონიანი მაყურებლიდან არავის მოსვლია აზრად, რომ მთვარეზე "აპოლო 11"-ის მისია შესაძლოა ინსცენირებული ყოფილიყო. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი კონსპიროლოგები ეჭვობენ, რომ არმსტრონგს სულაც არ დაუდგამს მაშინ მთვარეზე ფეხი და ყველაფერი დედამიწაზე მოხდა. ამის შესახებ სტატია გერმანულმა გამოცემამ Die Welt-მა მოამზადა.

როგორც გამოცემა წერს, გამოკითხვების თანახმად, ამერიკელთა 30% დღეს ფიქრობს, რომ "აპოლო 11"-ის მისია შესაძლოა მართლაც დადგმული იყოს, ამის კიდევ უფრო მეტად რუსეთში სჯერათ. რატომ ეჭვობენ კონსპიროლოგები, რომ მისია არ შემდგარა?

მათი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არგუმენტი ის არის, რომ როდესაც არმსტრონგმა მთვარის ზედაპირზე აშშ-ის დროშა ჩაარჭო, ნაჭერი ფრიალებდა. კონსპიროლოგების თქმით, ეს ადასტურებს იმას, რომ მისია გათამაშებული იყო, რადგან მთვარეზე ატმოსფერო არ არის. "თუმცა სწორედ ატმოსფეროს არარსებობამ გამოიწვია ის რომ დროშა რაღაც პერიოდის განმავლობაში ფრიალებდა. დედამიწაზე დახურულ სივრცეში დროშის ფრიალს ძალიან სწრაფად შეაჩერებდა ატმოსფერო", - წერს სტატიის ავტორი.

კონსპიროლოგების კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ NASA-ს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ძალიან კარგი ხარისხის არის, ამასთან Hasselblad-ის კამერას კი "ვიდეოფაინდერი" არ ჰქონია. მაგრამ როგორც სტატიის ავტორი წერს, ამასაც აქვს ახსნა. "რა თქმა უნდა, დედამიწაზე ასტრონავტები Hasselblads-ის კამერის გამოყენებაში ვარჯიშობდნენ, მთვარეზე მისიისთვის კამერების მოდიფიცირებაც აუცილებელი გახდა. გარდა ამისა არსებობს უამრავი გაფუჭებული ფოტოსურათი, სადაც გამოსახულება კადრზე გაფუჭებულია. NASA ასეთ ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებდა", - წერს სტატიის ავტორი. 

კონსპიროლოგების არგუმენტებს შორის ასევე არის შავი ცა, რომელიც ყველა სურათზე ჩანს. სკეპტიკოსების მოსაზრებით, ამით მტკიცდება, რომ ფოტოები სავარაუდოდ დედამიწაზე გადაიღეს, რადგან ცაზე ვარსკვლავი არ ჩანს. "რეალურად კი, ყველაფერი პირიქით არის: დედამიწის თანამგზავრზე დღის განმავლობაში იმდენად ნათელია, რომ მზე ყველა სხვა სინათლეს შთანთქავს. კარგად განათებულ დიდ ქალაქებშიც მოწმენდილ ცაზე თითქმის არ ჩანს ვარსკვლავები", - წერს სტატიის ავტორი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კონსპიროლოგებისა და სკეპტიკოსების თეორიების წინააღმდეგ კარგი მტკიცებულებაა 12 ადამიანის მონაყოლი, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დადგეს. მათგან ნახევარი საუკუნის შემდეგ ცოცხალი მხოლოდ 4-ია. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირს არ დაუყენებია ეჭვქვეშ "აპოლოს" მთვარის მისიის საკითხი. რატომ უნდა ეღიარებინა სსრკ-ს თავისი მარცხი მთვარისთვის ბრძოლაში, თუკი მისია საერთოდაც არ შესრულებულა?", - წერს Die Welt-ი და ასე პასუხობს სკეპტიკოსებს. 

რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების? - ამის შესახებ სტატია იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 01:30

მსოფლიო

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება, - იუწყება ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანო განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

29 აგვისტო 2026, 01:14

მსოფლიო

ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის

ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმ ქვეყნების შეთავაზებებისა, რომელთა მოქალაქეებიც დაკარგულად ითვლებიან.

29 აგვისტო 2026, 00:55

რეგიონი

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 00:26

მსოფლიო

The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება

ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

28 აგვისტო 2026, 23:08

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

თაკო ჩარკვიანი

28 აგვისტო 2026, 22:46

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ

ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ, ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.

ეთერ ლიპარტელიანი

28 აგვისტო 2026, 22:37

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. ლიპარტელიანმა ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.

28 აგვისტო 2026, 22:32

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 აგვისტო 2026, 21:58

მსოფლიო

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.