imedi /  09 ივლისი 2019, 18:58 / სანდო წყარო

Apple-მა მაკბუქები განაახლა და ზოგ მოდელზე ფასები შეამცირა

მაკბუქი

Apple-მა მაკბუქის სპეციფიკაციებსა და ფასებთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, კომპანიამ საკუთარი კომპიუტერების ზოგიერთი მოდელის გაყიდვა ოფიციალურ ვებგვერდზე შეწყვიტა, თუმცა ეს ოფიციალურ პრესრელიზში მითითებული არ არის.

ძირითადად, Apple-მა გაყიდვიდან ამოიღო MacBook Pro, რომელსაც TouchBar-ი არ აქვს. აქამდე ლეპტოპის ყველაზე იაფიანი ვერსია აღჭურვილი იყო კლასიკური რიგის ღილაკებით: Esc და F1—F12; ახლა TouchBar-ით, Touch ID-ით და True Tone დისპლეით აღჭურვილია ხაზის ყველა მოდელი, მათ შორის უახლესიც

ასევე, კომპანიამ შეამცირა MacBook Air-ის ღირებულება (რომლებშიც ასევე გამოჩნდა True Tone) და შეწყვიტა 12-დიუმიანი მაკბუქების გაყიდვა, რომლებიც ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. ასეთ მოდელებს სულ ერთი USB-C პორტი აქვთ დამტენისა და აქსესუარების შესაერთებლად. როგორც კომპანიის პრესსრელიზში წერია სტუდენტებს MacBook Air-ის ყიდვა 999 დოლარად, ხოლო 13-დიუმიანი MacBook Pro-ს ყიდვა 1,199 დოლარად შეუძლიათ.

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე

16 ივლისი 2019, 17:44

საქართველო

ბახტაძე IRI-ის კვლევის შედეგებზე: პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება

„IRI-ის კვლევაში ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს“, განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომელიც მედიისთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

დაკავებული

16 ივლისი 2019, 17:37

ტაბლოიდი

კოლუმბიელი ესპანეთში პარიკის ქვეშ კოკაინის შეტანას ცდილობდა

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ბარსელონის აეროპორტში დააკავა კაცი, რომელიც პარიკის ქვეშ 0,5 კილოგრამი კოკაინის შეტანას ცდილობდა. საკუთარი განზრახვის შესანიღბად 65 წლის კაცმა დიდი ქუდიც დაიხურა, თუმცა საპასპორტო კონტროლის გავლის დროს მისმა უცნაურმა გარეგნობამ და ნერვულმა ქცევამ პოლიციის ყურადღება მიიპყრო.

ხანძარი

16 ივლისი 2019, 17:34

მსოფლიო

ხორვატიაში ტყის ხანძრის გამო მუსიკალურ ფესტივალზე ევაკუაცია განხორციელდა

პოლიციამ ფესტივალის მონაწილეები ავტობუსებით გაიყვანა უსაფრთხო ადგილზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია გაუქმდება თუ არა მუსიკალური ფესტივალი. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ყველაფერს ცდილობენ, რათა ფესტივალი გაგრძელდეს.

მიწის ჭამა

16 ივლისი 2019, 17:18

ტექნოლოგიები

რატომ უჩნდებათ ადამიანებს მიწის ჭამის სურვილი

მიწის ჭამის სურვილს იმავე გეოფაგიას მთელ მსოფლიოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ეპოქის 500-ზე მეტი დოკუმენტი შეისწავლეს. მკვლევართა განმარტებით, მიწის ჭამის შემთხვევები აღრიცხულია არგენტინაში, ირანსა და ნამიბიაში. რატომ ჭამს ადამიანი მიწას და არის თუ არა გეოფაგია საშიში ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის?

ლონდონი

16 ივლისი 2019, 17:16

მსოფლიო

ლონდონის მერმა Tulip-ის ცათამბჯენის მშენებლობაზე ნებართვა არ გასცა

ცათამბჯენი სიმაღლის მიხედვით დასავლეთ ევროპაში მეორე ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნებოდა. ლონდონის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქის მერს სამშენებლო პროექტის შესწავლის შემდეგ მნიშვნელოვანი შენიშვნები აქვს, შესაბამისად გადაწყვიტა, რომ პროექტის დაწყებაზე ნებართვა არ გაეცა.

მამუკა ბახტაძე

16 ივლისი 2019, 17:16

საქართველო

ერთ ლარად მედიკამენტების მიმღებ მოქალაქეთა წრე ფართოვდება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი ინიციატივა განიხილება, რომლის თანახმად, იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად იღებდნენ, ფართოვდება.

16 ივლისი 2019, 16:59

ეკონომიკა

Amazon-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიაში გაფიცვას 2000 ადამიანი შეუერთდა, მინესოტის შტატში კომპანიის განყოფილებაში მუშაობა 6 საათით შეჩერდება, დიდ ბრიტანეთში კი ხანგრძლივი საპროტესტო აქციები იგეგმება. Amazon-ის თანამშრომლების მტკიცებით, მათი სამუშაო გრაფიკი რთულია, ხელფასები კი დაბალი.

ტურისტი

16 ივლისი 2019, 16:58

საქართველო

ყაზბეგში ლიეტუვის მოქალაქე 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლიტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

დონალდ ტრამპი

16 ივლისი 2019, 16:55

მსოფლიო

ტრამპი კრიტიკოსებს: თუ აქ თავს უბედურად გრძნობთ, შეგიძლიათ წახვიდეთ

„ჩვენ არასდროს ვიქნებით სოციალისტური ან კომუნისტური ქვეყანა. თუ აქ თავს უბედურად გრძნობთ, შეგიძლიათ წახვიდეთ! ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი არჩევანია. ამერიკა უნდა გიყვარდეს, ზოგიერთებს კი ჩვენი ქვეყანა სძულთ...“ - წერს ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

სოციალური ქსელი

16 ივლისი 2019, 16:47

ტექნოლოგიები

Instagram-ზე ყოველი 10 გავლენიანი მომხმარებლიდან სამი ყალბ ექაუნთებს ყიდულობს

Instagram-ის არც თუ ისე ცოტა მომხმარებელი ფულს იხდის იმაში, რომ მის პოსტებს უფრო მეტი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდეს. შვედური სტარტაპის A Good Company-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მხოლოდ ბრიტანეთში 10 მილიონამდე ყალბი ანგარიში გამოვლინდა. Instagram-ზე ყოველი 10-დან 3 ფეიკ ექაუნთებს ყიდულობს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივლისი 2019, 16:33

ეკონომიკა

2019 წელს ტურიზმის ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი 2013-19 წლებში მარკეტინგული კამპანიისთვის დახარჯულ თანხებზე მედიასთან საუბრობს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

აივ/შიდსი

16 ივლისი 2019, 16:32

მსოფლიო

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში აივ ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის მესამედით გაიზარდა

აღმოსავლეთ ევროპაში ამ დაავადებისაგან გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები 5%-ით , ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში კი 9 %-ით გაიზარდა. ამასთან, მთელ მსოფლიოში აივ ინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი მესამედით შემცირდა. მაგალითად, 2010 წელს დაავადებით დაახლოებით 1,2 ადამიანი, 2017 წელს კი 800 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯარიმა

16 ივლისი 2019, 16:23

საქართველო

რა უნდა იცოდეთ თუ ადმინისტრაციული წესით გაჯარიმებენ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

16 ივლისი 2019, 16:22

კულტურა

საია: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი იყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ არაერთი პროექტის განხორციელება დადგა.

16 ივლისი 2019, 16:17

თემა

რისი შეტანის უფლება მაქვს ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე და რისი - არა? ინსტრუქცია

მათთვის, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას გეგმავს, საბუთების მოწესრიგებაზე არანაკლებ საყურადღებოა იმ პროდუქტების ცოდნა, რომლებმაც, შესაძლოა, საზღვარზე პრობლემა შეუქმნან. ცოტამ თუ იცის, რომ სერიოზული შეზღუდვები ეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში დამზადებული არ არის. მაგალითად, გერმანიაში რძისა და ხორცის პროდუქტების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური პუნქტების მეშვეობით, სადაც მორიგე ვეტერინარები არიან და ამასთანავე, ამსაქონელსშესაბამისი დოკუმენტაცია უნდა ახლდეს.

16 ივლისი 2019, 16:01

მსოფლიო

კონგოში ებოლას ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის გომადან ქალაქ ბუტემბოს კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ქალაქ გომაში ვირუსის გავრცელების გამო ეპიდემიის საფრთხე იზრდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კონგოში ებოლას ვირუსმა 1600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ბაჩუკი ქარდავა

16 ივლისი 2019, 15:53

ძალოვნები

ბაჩუკი ქარდავა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს

ქარდავას გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დასრულდა. მისი ინფორმაციით, შეკითხვები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და გამოძიებას ძირითადად აინტერესებდა იყო თუ არა 20 ივნისის აქცია ორგანიზებული, რაზეც ქარდავა პასუხობს, რომ აქცია სრულიად სპონტანური იყო. ქარდავას გამოკითხვისას პოლიტიკურ ლიდერებსა და მათ მოწოდებებზეც ჰკითხეს, თუმცა მისი თქმით, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეკითხვები არ ყოფილა.

16 ივლისი 2019, 15:43

საქართველო

პარლამენტთან გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპაცია დაგმეს

პარლამენტთან გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპაცია და რუსული პროპაგანდა დაგმეს. აქციის მონაწილეთა განმარტებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მათ მიმართ რუსოფობიური დამოკიდებულება რუსული პროპაგანდის ნაწილია.

16 ივლისი 2019, 15:37

საქართველო

შსს-მ სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზა

სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს. ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.

16 ივლისი 2019, 15:27

ეკონომიკა

ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ განაშენიანების პროექტზე საქმის წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა

გადაწყვეტილებას საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და მოქალაქეთა ჯგუფისგან ხმაური მოჰყვა. ოპოზიციამ მართველი გუნდი რეგლამენტის დარღვევაშიც დაადანაშაულა და პროტესტი მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატა.