imedi /  12 სექტემბერი 2019, 11:00 / სანდო წყარო

მეცნიერებმა გადაშენების პირას მყოფი მარტორქის ემბრიონები შექმნეს

სუდანი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა

სუდანი

კონსერვაციის ჯგუფ BioRescue-ს მეცნიერებმა გადაშენების პირას მყოფი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის 2 ემბრიონი შექმნეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვეტერინარებმა ორი მდედრი მარტორქის 10 კვერცხუჯრედი შეაგროვეს და დაღუპული მამრების გაყინული სპერმით გაანაყოფიერეს.

მალე ემბრიონებს სხვა სახეობის მარტორქას გადაუნერგავენ, რომელიც სუროგატი დედის როლს შეასრულებს.

დედამიწაზე მხოლოდ 2 ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა დარჩა - 30 წლის ნაინი და მისი შვილი ფატუ, რომლებსაც დაორსულება აღარ შეუძლიათ. სახეობის უკანასკნელი მამრი სახელად სუდანი 2018 წელს, კენიაში სიბერისგან გარდაიცვალა.

სპეციალისტების თქმით, პოპულაციის აღდგენას დაახლოებით 70 წელი დასჭირდება.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 17:28

საქართველო

დავით ზალკალიანი: რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე შეუძლებელია

რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება, იქნება ეს საქართველოსა თუ უკრაინაში, შეუძლებელია მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბათუმის ბულვარი

24 თებერვალი 2020, 17:12

ეკონომიკა

ბათუმის საკრებულო სანაპირო ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ბრენდული სასტუმროებისთვის მართვაში გადაცემას განიხილავს

ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლის კონკრეტული მონაკვეთები ბრენდულ სასტუმროებს მართვაში იჯარის წესით გადაეცემათ. მერიამ ინიციატივა ქალაქის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა, დეპუტატები სანაპიროს საკითხზე ხვალ იმსჯელებენ. როგორც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, პლაჟები არ შემოიღობება და არავის შეეზღუდება მისი გამოყენების უფლება.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 17:07

საქართველო

დავით ზალკალიანი: საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ვითარება იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საშიშროებას ქმნის

„საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება ქმნის იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საშიშროებას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 16:59

საქართველო

გიორგი ვოლსკი: ვინც მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს, კარგად იცის, რომ მკვლელობისთვის დაჭერა პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მკვლელობისა და ადამიანის ღირსების და ჯანმრთელობის შელახვისთვის დაჭერა არანაირ პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს. ამის შესახებ მან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა გამონათქვამების შეფასებისას განაცხადა.

ერაყი

24 თებერვალი 2020, 16:55

მსოფლიო

ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Shafaq news-ი ავრცელებს. ნაჯაფის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა ირანელ სტუდენტს, რომელიც ერაყში მანამდე ჩავიდა, ვიდრე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა აიკრძალებოდა.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 16:52

საქართველო

მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ეთერში გასულ Ipsos-ის კვლევებს ეხმაურება. „ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე“, - განაცხადა მდინარაძემ.

24 თებერვალი 2020, 16:40

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. მანამდე ინფორმაცია 3 მსხვერპლის შესახებ გავრცელდა. ბოლო შემთხვევა ლომბარდიას რეგიონში დაფიქსირდა. საშიშ დაავადებას 88 წლის კაცი ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 16:35

საქართველო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: თავის დროზე, იმ რეზოლუციას უჭერდნენ მხარს, რომელიც მხოლოდ რუსეთს აწყობდა

ალბათ, გახსოვთ, ჩვენი დამოკიდებულება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ. როგორც კი, ოპოზიციამ ნორმალური იდეა გაახმოვანა, მაშინვე დავეთანხმეთ და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რომ ეს სია მიგვეღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიედრმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

წითელი ჯვარი

24 თებერვალი 2020, 16:34

საქართველო

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თბილისში ექსპერტ-ანთროპოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

კონფერენციის მთავარი მიზანია ამჟამად არსებული გამოცდილების, სტრატეგიებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ამ მიმართულებით სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 16:33

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე არავის დავინდობთ ვისზეც გამოძიება გავა

დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე 55 ადამიანია დაჭერილი, 11 არის ძებნაში. უამრავი უძრავი და მოძრავი ქონება არის დაყადაღებული და 34 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თვენახევარში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.

გია ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 16:31

საქართველო

გია ვოლსკი: მოლაპარაკების მაგიდა იმიტომ არ არის, რომ ერთმანეთს შეძახილებით, ბურთით, ქვებით, ბოსტნებითა და მოედნებით უნდა ილაპარაკო

მოლაპარაკების მაგიდა იმიტომ კი არ არის, რომ ერთმანეთს შეძახილებით, ბურთით, ქვებით, ბოსტნებითა და მოედნებით უნდა ილაპარაკო, არამედ საქმე მოლაპარაკების მაგიდასთან გაირჩეს, თან საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 16:30

საქართველო

დავით ზალკალიანი: ცხინვალის რეგიონში საქართველოში წარმოებული მედიკამენტების აკრძალვა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

„ცხინვალის რეგიონში საქართველოში წარმოებული და ქართულად მარკირებული მედიკამენტების ამოღებისა და გაყიდვის აკრძალვის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის უფლებაზე მიტანილი შემდგომი იერიშია“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სოფო კილაძე

24 თებერვალი 2020, 16:29

საქართველო

საქართველოს დელეგაცია, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები.

გია ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 16:21

საქართველო

გია ვოლსკი: არავითარი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, მთავრობა გამართულად მუშაობს

„იმდენჯერ დაისვა შეკითხვა გაზაფხულზე არის ცვლილებები მოსალოდნელიო, პასუხი გაეცა სავსებით ლოგიკური. თუ მაინცდამაინც ამ შეკითხვას ვიმეორებთ ხშირად, კი ბატონო, მაშინ დაველოდოთ გაზაფხულს“, - განაცხადა ვოლკსიმ.

გიორგი ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 16:15

საქართველო

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მაჩალიკაშვილი ერთი გუნდია

ვერ გეტყვით, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი თუ ასე ცხოვრებას გააგრძელებს, პოლიტიკაში ვიხილავთ-თქო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ერთი გუნდია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

Sony Xperia 1 II

24 თებერვალი 2020, 16:13

ტექნოლოგიები

Sony-მ ახალი სმარტფონი Xperia 1 II წარადგინა

Sony-ს ახალი სმარტფონის, Xperia 1 II-ის გაყიდვა ევროპაში 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. Android-ის ბაზაზე შექმნილ სმარტფონს, Qualcomm Snapdragon 865 5G-ის პროცესორი და Snapdragon X55 5G-ის ჩიპი და 5G-ის ქსელის მხარდაჭერა ექნება გათვალისწინებული.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 16:05

მსოფლიო

დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას, პეკკა ჰაავისტოს შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ქალაქ ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობა, როგორც გაეროს, ასევე სხვა საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში, დადებითად შეაფასეს.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 15:59

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება

ფინანსთა მინისტრი სიგარეტის მოსალოდნელი გაძვირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. როგორც ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 15:53

საქართველო

ივანე მაჭავარიანი სამთავრობო ცვლილებებზე: არსად ამაზე საუბარი არ ყოფილა, მედიის გარდა

კითხვაზე, თავად შეეხება თუ არა გაზაფხულზე დაანონსებული ცვლილებები, მინისტრი ასე პასუხობს: „გაზაფხული ერთ კვირაშია. გულწრფელად გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს“.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 15:51

საქართველო

მამუკა მდინარაძე: თუ გვინდა, რომ ყოველ მეორე დღეს მინისტრი თავის საქმეს მოვწყვიტოთ და აღარაფერი აკეთოს, ასე საქმე არ გაკეთდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არმისვლით ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა რეგლამენტი ნამდვილად დაარღვია, თუმცა უნდა შევუთავსოთ თუ არა ეს მოცემულობა ფორმალურ ახირებებს, ეს არის მეორე საკითხი. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.