imedi /  01 ნოემბერი 2019, 23:38 / სანდო წყარო

მეცნიერებმა აქამდე უცნობი ახალი კლასის შავი ხვრელები აღმოაჩინეს

შავი ხვრელი

ოჰაიოს შტატის მეცნიერებმა ახალი კლასის კოსმოსური ობიექტები აღმოაჩინეს, რომლებიც აქამდე ცნობილ ყველაზე პატარა შავ ხვრელებს წარმოადგენენ. მათი გაჩენის მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ Science Alert-ი წერს. 

სპეციალისტებმა ირმის ნახტომში 100 000 ვარსკვლავის სინათლის სპექტრის შესახებ მონაცემები გაანალიზეს, რათა ეპოვათ ვარსკვლავები, რომელიც უხილავი ობიექტების ირგვლივ მოძრაობდნენ. საბოლოოდ, მათ იპოვეს გიგანტური წითელი ვარსკვლავი, რომელიც მდებარეობს იმასთან ახლოს, რაც გათვლებით, გაცილებით პატარაა, ვიდრე ყველაზე პატარა შავი ხვრელები ჩვენს გალაქტიკაში.

კოსმოსური ტელესკოპის Gaia-ს დამატებითმა მონაცემებმა დაადასტურა, რომ უხილავი ობიექტი შავი ხვრელია, რომლის მასა მზის მასას 3,3-ჯერ აღემატება.

ყველა სიახლე

ბათუმი, საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 20:58

საქართველო

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს

„გადამგდები ოცნება", "ძირს გადამგდები რეჟიმი", "სირცხვილია", "მატყუარა ბიძინა" - აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. Imedinews-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟავაძეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ.

ირაკლი კობახიძე

14 ნოემბერი 2019, 20:45

საქართველო

კობახიძე: პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის შემობრუნება წარმოუდგენელია

„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი“, -ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შეხვედრის დასრულებისას გააკეთა.

რუსთაველის გამზირი

14 ნოემბერი 2019, 20:20

საქართველო

აქციის მონაწილეები: ვქმნით დროებით მთავრობას, არჩევნებს ივანიშვილის „ოცნება“ ვეღარ ჩაატარებს

„პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა. გარდამავალი მთავრობა კომპლექტდება ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით ყველა მინუს ივანიშვილი და მისი მონები“, - ეს არის მოთხოვნები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაასახელეს.

ელექტროენერგია

14 ნოემბერი 2019, 20:08

ეკონომიკა

ანგარიში: მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს

2030 წელს ელექტროენერგიის გარეშე მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი კონგოში, უგანდაში, ნიგერიასა და სუდანში იცხოვრებს. თითქმის მილიარდ ადამიანს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს. ამის შესახებ თავის ანგარიშში საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო World Energy Outlook წერს.

ტიერი ანრი

14 ნოემბერი 2019, 19:53

სპორტი

ტიერი ანრი „მონრეალ იმპაქტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი მთავარი ლიგის საფეხბურთო გუნდის „მონრეალ იმპაქტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთისა და არსენალის ყოფილმა თავდამსხმელმა ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ვენეცია

14 ნოემბერი 2019, 19:45

მსოფლიო

იტალია ვენეციაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

იტალია ვენეციაში წყალდიდობისგან გამოწვეული ზიანის გამო საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ქალაქის 80%, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაწილი წყლით დაიტბორა, როდესაც წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. მთავრობა სახსრებისა და დაფინანსების მოსაპოვებლად იმოქმედებს.

ქუთაისი, საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 19:33

საქართველო

ქუთაისში აქციაზე იმ დეპუტატების სია დაწვეს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაეთანხმა

,,35 გავრილოვი" ,, გადაგვაგდე! გადაგაგდებთ ივანიშვილო" ,,მხეიძე სირცხვილია" - ამ სლოგანებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

კრისტენ სტიუარტი

14 ნოემბერი 2019, 19:31

კულტურა

კრისტენ სტიუარტი ახალ პოლიტიკურ თრილერში გამოჩნდება

ცნობილი მსახიობი კრისტენ სტიუარტი ახალ ფილმში - Seberg გამოჩნდება. სოციალურ ქსელეში ფილმის ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ფილმი ლეგენდარული მსახიობის, ჯინ სიბერგის ცხოვრებას ასახავს. „ბინდის საგის“ ვარსკვლავი ზუსტად მთავარი გმირის როლს ასრულებს. პოლიტიკური თრილერის რეჟისორი ავსტრალიელი ბენედიქტ ენდრიუსია.

გია ვოლსკი

14 ნოემბერი 2019, 19:20

საქართველო

ვოლსკი: უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია, პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, - ეს განცხადება მედიასთან .საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ნინო ლომჯარია

14 ნოემბერი 2019, 18:58

საქართველო

ომბუდსმენი: მომავალი არჩევნები დღეს მოქმედი სისტემით არ უნდა ჩატარდეს

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საკანონმდებლო ორგანოს მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას. ლომჯარიას თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემა,

საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 18:40

საქართველო

აქციის მონაწილეებმა მთავარი მოთხოვნა დაასახელეს

მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა დაასახელეს. როგორც შოთა დიღმელაშვილმა თქვა, ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს. ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის შესახებ განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემაც.

ზუგდიდი, საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 18:35

საქართველო

ზუგდიდში პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. აქციაზე პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ.

პროპორციული არჩევნები

14 ნოემბერი 2019, 18:22

საქართველო

ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. მისი თქმით, ის რაც დღეს მოხდა "არჩევანს არ გვიტოვებს". ვადამდელ არჩევნებს მმართველი პარტია კატეგორიულად გამორიცხავს.

ირმა ინაშვილი

14 ნოემბერი 2019, 18:07

საქართველო

პატრიოტთა ალიანსი უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს

ირმა ინაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" 7 წელია ატყუებს ხალხს. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია და ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია. ის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს როგორც თავის ისე, სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს.

მოლდოვა, პარლამენტის შენობა

14 ნოემბერი 2019, 18:07

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა პრემიერმინისტრ იონ კიკუს მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა პრემიერმინისტრ იონ კიკუს მთავრობა დაამტკიცა. Reuters-ის ცნობით, იონ კიკუს მთავრობას მხარი 101 დეპუტატიდან 62-მა დაუჭირა. ახალ მთავრობაში 11 მინისტრიდან ექვსი პრეზიდენტ იგორ დოდონის მრჩევლად მუშაობდა.

პრინცი ჩარლზი ინდოეთში

14 ნოემბერი 2019, 17:59

ტაბლოიდი

პრინცმა ჩარლზმა დაბადების დღე ინდოეთში აღნიშნა

გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრემ იუბილე ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში, სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა. ბავშვებმა პრინცი ჩარლზის იუბილესთან დაკავშირებით სიმღერა შეასრულეს და ტახტის მემკვიდრეს მისალოცი ბარათები გადასცეს. პრინცი ჩარლზი ინდოეთს სამი დღით სტუმრობს.

ამერიკის საელჩო

14 ნოემბერი 2019, 17:45

საქართველო

აშშ-ის საელჩო: გული გვწყდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ.

ლინკოლნ მიტჩელი

14 ნოემბერი 2019, 17:39

საქართველო

მიტჩელი: პროპორციული სისტემის შესახებ დაპირების უგულვებელყოფა ქართული დემოკრატიისთვის ცუდია

არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ პირობებში ჩატარების შესახებ დაპირების უგულვებელყოფა საქართველოსთვის, ქართული დემოკრატიისთვის ცუდია. საბოლოოდ, ეს არც „ქართული ოცნებისთვის“ არის კარგი“, - განუცხადა მიტჩელმა Imedinews-ს.

დრაკონი

14 ნოემბერი 2019, 17:38

ტაბლოიდი

John Lewis-ის საშობაო რეკლამაში დრაკონს ემოციების მართვას პატარა გოგო ასწავლის

ყოველი წლის ნოემბერში, მთელ მსოფლიოში აქტიურად იწყება საშობაო სარეკლამო კამპანია. დიდ ბრიტანეთში ყველაზე განხილვად კამპანიას მაღაზიათა ქსელი John Lewis & Partners-ი აკეთებს ხოლმე. კომპანიამ არც წელს დატოვა მომხმარებლები საინტერესო რეკლამის გარეშე.

მზის პანელების მონტაჟი

14 ნოემბერი 2019, 17:30

ეკონომიკა

უშუქოდ დარჩენილ 87 სოფელში, მზის ელექტროსადგურების მონტაჟი დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები მონტაჟდება. ელექტროსადგურები მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის 87 სოფლის 207 ოჯახში დამონტაჟდება.