imedi /  06 ნოემბერი 2019, 14:05 / სანდო წყარო

ბრიტანულმა ზებგერითმა ავტომობილმა Bloodhound-მა 790 კმ/სთ სიჩქარე განავითარა

Bloodhound

ბრიტანულმა ზებგერითმა ავტომობილმა Bloodhound-მა თავისი წინა რეკორდი გააუმჯობესა და 790 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ამის შესახებ BBC წერს. 

სიჩქარის მსოფლიო რეკორდის (1609 კმ/სთ) დასამყარებლად შექმნილი ავტომობილი, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან სამხრეთ აფრიკაში ჩაიტანეს, ცდებს დამშრალი მარილიანი ტბის ფსკერზე მოწყობილ 19-კილომეტრიან გზაზე გადის.

ნოემბერში Bloodhound LSR-ს დიდ ბრიტანეთში დააბრუნებენ და ლაბორატორიულ ცდებს გააგრძელებენ. მსოფლიო რეკორდის დამყარებას Bloodhound-ის გუნდი კალაჰარის უდაბნოში ერთ წელიწადში აპირებს.

მისი მძღოლი ენდი გრინია. სწორედ მას ეკუთვნის ავტომობილით გადაადგილების სიჩქარის მოქმედი რეკორდი - 1228 კმ/სთ, რომელიც მან 1997 წელს დაამყარა.

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

26 თებერვალი 2020, 16:53

საქართველო

კახა კუჭავა: ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა

„მიმდინარეობდა როგორც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, სამდივნოსთან, საორგანიზაციო განყოფილებასთან. ეს ალბათ არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა მიღებულიყო კიდეც, თუ იმას გავითვალისწინებთ რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ისეთი დელეგაციის ვიზიტს, რომელსაც უხელმძღვანელებს ლავროვი, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ“, - განაცხადა კუჭავამ.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 16:45

მსოფლიო

ჯანმო: კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს

„ფაქტების დეტალური და გააზრებული ანალიზის გარეშე არ უნდა მივისწრაფოდეთ პანდემიის შესახებ განცხადების გაკეთებისკენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

26 თებერვალი 2020, 16:34

ძალოვნები

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა გადასასვლელი მეტროსადგურ „ახმეტელთან“

26 თებერვალი 2020, 16:28

საქართველო

მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 16:19

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბრაზილიაშიც გამოვლინდა

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საშიშმა დაავადებამ სამხრეთ ამერიკამდეც მიაღწია. დაინფიცირებული 61 წლის კაცია. ის სან-პაულუში იტალიიდან დაბრუნდა, სადაც 12 დღე გაატარა.

გია გაჩეჩილაძე

26 თებერვალი 2020, 16:18

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: თბილისის მერს ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ადვილად აალებადი მასალების და საბურავების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს შენახვას და რეალიზაციის დარეგულირებას ეხება.

დავით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 16:16

საქართველო

დავით ზალკალიანი: გული მწყდება, ეს იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა რომ ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა

ევროპის საბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარება იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოს, რომლის თავმჯდომარეობაც დიდი წარმატებით მიმდინარეობს, ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის ემასპინძლა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ევთანაზია

26 თებერვალი 2020, 16:09

მსოფლიო

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ევთანაზია დაუშვა

გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომერციულ საფუძველზე ევთანაზიის აკრძალვა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, საკუთარი ნება-სურვილით სიკვდილის უფლება ადამიანის პირად უფლებებს განეკუთვნება.

გრიგოლ გეგელია

26 თებერვალი 2020, 16:00

საქართველო

გრიგოლ გეგელია: ლელო არანაირ შეთანხმებაში არ იმყოფება არც ერთ სხვა ძალასთან საერთო სიის თაობაზე

ლელო არანაირ შეთანხმებაში არ იმყოფება არც ერთ სხვა ძალასთან საერთო სიის თაობაზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ვართ ახალი ძალა, დამოუკიდებელი პოლუსი, ვაპირებთ ვიყოთ დამოუკიდებელი, თუმცა ამავე დროს შესაძლო თანამშრომლობას არავისთან გამოვრიცხავთ. - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განუცხადა.

იაგო ხვიჩია

26 თებერვალი 2020, 15:55

საქართველო

იაგო ხვიჩია: მაჟორიტარობის კანდიდატებზე არ შევთანხმებულვართ

კანდიდატებზე არ შევთანხმებულვართ. საერთო ოპოზიციური ფორმატში ვინმეს განხილვა არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ჯონი ტატუნაშვილი

26 თებერვალი 2020, 15:53

ძალოვნები

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა. ჯონი ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 1993 წლიდან მსახურობს. მისი სამხედრო კარიერა სამხედრო აკადემიიდან იწყება, სადაც 1997 წლამდე სწავლობდა.

ვანო მერაბიშვილი

26 თებერვალი 2020, 15:53

საქართველო

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

„ხვალ დილით, ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმძღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნინო წილოსანი

26 თებერვალი 2020, 15:45

საქართველო

ნინო წილოსანი: სამშენებლო მტვრის შემცირების მხრივ გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვანია

ნინო წილოსანის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კომიტეტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ის პირველი ნაბიჯები, რომელიც სამშენებლო მტვრის შემცირების კუთხით გადაიდგა და რომელიც დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. მისივე თქმით, ამ მხრივ, აღსანიშნავია ავტობუსების ავტოპარკის შეცვლა.

ივანე მაჭავარიანი

26 თებერვალი 2020, 15:44

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ

წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

სელიმ ჩაკირი

26 თებერვალი 2020, 15:42

ეკონომიკა

სელიმ ჩაკირი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2020“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი წარმატებულად აფასებს.

მაია ცქიტიშვილი

26 თებერვალი 2020, 15:37

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ადგილმდებარეობა უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის

„ჩვენი გეგმაა 2023 წლამდე ეტაპობრივად დასრულდეს ყველა ის საერთაშორისო მაგისტრალი, რომელსაც ვაშენებთ. ამასთან, ის იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და სწრაფი, რაც უზრუნველყოფს გამტარუნარიანობასაც სხვადასხვა მოცულობის ტვირთისთვის“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დავით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 15:15

საქართველო

ევროპის საბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 15:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დღეს 46 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმ შეთანხმებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოაწერა ხელი და ამით შესაბამის ბაზრებზე წვდომა გახადა შესაძლებელი.

 iPhone XR

26 თებერვალი 2020, 15:04

ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სმარტფონი დასახელდა

ანალიტიკოსებმა iPhone XR -ი 2019 წელს ყველაზე პოპულარული სმარტფონი დასახელდა. ინფორმაციას კომპანია Omdia-ზე დაყრდნობით AppleInsider-ი წერს. კომპანიის გათვლებით, Apple-მა 46,3 მილიონი iPhone XR გაყიდა. მეორე ადგილზეა iPhone 11, რომლის 37,3 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მესამე ადგილზეა Samsung Galaxy A10, ამ მოდელის 30,3 მილიონი ცალი გაიყიდა. გამოცემის ცნობით, ასევე ყველაზე პოპულარული სმარტფონების ათეულში მოხვდა Xiaomi-ის ბრენდი Redmi.

კატა კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 15:00

მსოფლიო

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ლუკაშ შუმოვსკის განცხადებით, კატები ხშირად კორონავირუსის გადამტანები არიან

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის, ლუკაშ შუმოვსკის განცხადებით, კატები ხშირად კორონავირუსის გადამტანები არიან. ამის შესახებ მან რადიოსადგურ RMF-ის ეთერში განაცხადა. მინისტრის თქმით, კორონავირუსები ადამიანებზე ცხოველებისგან გადადის.