imedi /  29 ნოემბერი 2019, 00:59 / სანდო წყარო

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა

კოსმოსი

ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) ბოლო 25 წლის განმავლობაში კოსმოსური კვლევებისთვის ყველაზე დიდი თანხის ჩადებას აპირებს. ESA-ს 22 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო ესპანეთში, სევილიაში გამართულ კონფერენციაზე შეთანხმდა, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ბიუჯეტი 14.4 მილიარდი ევრო (15.8 მილიარდი დოლარი) იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

"ეს ნამდვილად სიურპრიზია. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მოველოდი. ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა ევროპული კოსმოსური სააგენტოს დირექტორმა იან ვიორნერმა

დაფინანსებაში ყველაზე დიდ თანხას გერმანია გაიღებს - 3.3. მილიარდი ევრო, რაც ბიუჯეტის 22.9%-ია, საფრანგეთის წილი 18.5%, ხოლო იტალიის - 15.9%-ია. დანარჩენი თანხა კი სხვა ქვეყნებზე მოდის. 

რაში დაიხარჯება ფული?

- კარიბჭე, პირველი კოსმოსური სადგური, რომელიც მთვარის ორბიტაზე იმოძრავებს და ეროპელ კოსმონავტებს შესაძლებლობას მისცემს მთვარეზე პირველად დადგან ფეხი;

- პირველი სრულად მოქნილი სატელიტური სისტემის შექმნა, რომელიც ინტეგრირდება 5G ქსელთან;

- "ჰერას" მისია NASA-სთან თანამშრომლობით, რომლის მიზანიც ასტეროიდებისგან დედამიწის დაცვაა;

- LISA, კოსმოსში პირველი გრავიტაციული ტალღის დეტექტორი;

- შავი ხვრელის მისია "ათენა", რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ "მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდეს სამყაროს ძირითადი ფიზიკის გაგებაში";

- "მარსის ნიმუშის დაბრუნების მისია"(Mars Sample Return), რომელიც ასევე NASA-სთან ერთად განხორციელდება;

- კოსმოსური აპარატი, რომელიც ESA-ს განახლებადი კოსმოსური ხომალდია. 

გარდა ამისა ESA-ს სხვა მისიები და მიზნებიც აქვს. 

ყველა სიახლე

Reuters

05 ივლისი 2020, 14:58

მსოფლიო

Reuters: ბაღდადში, „მწვანე ზონის“ მიმართულებით, სადაც აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისიებია განთავსებული, რაკეტა ისროლეს

ბაღდადში, „მწვანე ზონის“ მიმართულებით, სადაც აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისისებია განთავსებული, რაკეტა ისროლეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შედეგად, ბავშვი მსუბუქად დაშავდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ამასთანავე, ერაყის შეიარაღებული ძალები ავრცელებას ცნობას, რომ უსაფრთხოების ძალებმა გააუვნებელყვეს კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც თაჯის სამხედრო ბაზის მიმართულებით ისროლეს. ამ ბაზაზე კი ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებულნი.

05 ივლისი 2020, 14:52

საზოგადოება

პრეზიდენტი ცაგერის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას ეწვია, რომელიც მდინარე ლაჯანურას ხეობაში მდებარეობს. ლაშიჭალას საქართველოს ბალნეო-კლიმატურ კურორტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია.

05 ივლისი 2020, 14:29

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია. როგორც „იმედინიუსს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

ილონ მასკი

05 ივლისი 2020, 14:28

ეკონომიკა

კომპანია Tesla უკვე Toyota-ზე, Disney-სა და Coca-cola-ზე მეტი ღირს

ილონ მასკის ელექტრო მანქანების ბიზნესის ღირებულება თითქმის ყველა კომპანიას აღემატება, მათ შორის არის რამდენიმე საკულტო ამერიკული კომპანიაც. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის Tesla-ს საბაზრო კაპიტალი თითქმის 210 მილიარდი დოლარია. ამის შედეგად მასკის კომპანია ავტო ინდუსტრიაში ყველაზე ძვირადღირებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ფირმის ღირებულება Toyota-საც კი აღემატება.

ამირან გამყრელიძე

05 ივლისი 2020, 14:19

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა, კოვიდინფიცირების შემთხვევათა უმეტესობა ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევატა უმეტესობა ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

05 ივლისი 2020, 14:03

COVID19

კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი ინფიცირების წყარო ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიზის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. მათგან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, ორი კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელთაც საზღვარი სარფის გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთეს.

05 ივლისი 2020, 13:55

სპორტი

ქართველმა შერკინების მწვრთნელმა აქვსენტი გიორგაძემ „ლა როშელი" დატოვა

კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 44 წლის ქართველ სპეციალისტს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა სურვილი გამოთქვა, გაამდიდროს თავისი პროფესიონალური გამოცდილება და ძალების სხვაგან მოსინჯვა გადაწყვიტა.

05 ივლისი 2020, 13:47

სამართალი

ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს

ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს. სამართალდამცავები იმ აქტივისტს და თვითმხილველებს კითხავენ, რომელთაც ნაციონალური მოძრაობის წევრი, რაჭის ყოფილი გუბერნატორი ფიზიკურად გაუსწორდა.

05 ივლისი 2020, 13:40

პოლიტიკა

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარტიები 151-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვიან. მთავარი მოწინააღმდეგეები მმართველი პარტია, „ხორვატიის დემოკრატიული კავშირი“ და მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ არიან.

05 ივლისი 2020, 13:30

საზოგადოება

ამსტერდამიდან ჩარტერული რეისით სამშობლოში 136 ადამიანი დაბრუნდა

ინფორმაცია კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე.

05 ივლისი 2020, 13:22

სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა. როგორც ახლობლები აცხადებენ, მათი კვალი გუშინ საღამოს საათების შემდეგ დაიკარგა. ახლობლები ამ დრომდე ოთხივე მათგანს უშედეგოდ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, მათი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქალები წუხელ უკან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით უნდა გადმოსულიყვნენ და შესაძლოა ოთხივე მათგანი ენგურმა წაიღო. დამატებით დეტალები სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით არ ვრცელდება. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდო ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

სომხეთი

05 ივლისი 2020, 13:09

სპორტი

სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება ჩაიშალა

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება ჩაიშალა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ხუთი კლუბი, „არაგაცი", „ტორპედო“, „მასისი“, „ლოკომოტივი“ და „ერევანი" სხვადასხვა ვადიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

05 ივლისი 2020, 12:52

სამართალი

სუს-ი რუსი ოკუპანტების მიერ 21 წლის ტატო ზარქუას დაკავების ფაქტს ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში „იმედისნიუსს“ დაუდასტურეს, რომ რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, ბიჭი 3 ივლისს, დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა.

კინოწარმოება

05 ივლისი 2020, 12:50

COVID19

კორონავირუსის პირობებში კინოწარმოებისთვის ახალი რეკომენდაციები დამტკიცდა

კინოგადაღებაში ჩართული პირების სხვა ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა, დოკუმენტშია მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული, მაგალითად როგორიც არის გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილო/კვების ბლოკი.

05 ივლისი 2020, 12:35

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზატორებმა და მსმენელებმა - რეკომენდაციები

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებისა და მსმენელებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

05 ივლისი 2020, 12:19

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 681 251-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 134 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 10 161-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 12:16

COVID19

კორონავირუსის პირობებში აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა

საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ, ამის შესახებ აღნიშნულია მოთხოვნებში, რომელიც მოფრენის დროს ტერმინალის მიმართ ექნებათ. შესაბამისი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

05 ივლისი 2020, 12:13

COVID19

რა წესები უნდა დაიცვან სასტუმროებში და ღია/დახურული ტიპის აუზებში

სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

05 ივლისი 2020, 12:13

COVID19

აზერბაიჯანში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 19 800-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 534 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 19 801 შეადგინა. დღე-ღამეში 6 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 241-მდე გაიზარდა.

05 ივლისი 2020, 12:05

COVID19

რა წესები უნდა დაიცვათ ზღვაზე - განახლებული რეკომენდაციები

პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.