imedi /  16 იანვარი 2020, 23:40 / სანდო წყარო

თამაში Cyberpunk 2077 აპრილის ნაცვლად 2020 წლის სექტემბერში გამოვა

Cyberpunk 2077

კადრი თამაშიდან Cyberpunk 2077

თამაში Cyberpunk 2077-ის რელიზი 17 სექტემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ თამაშის მწარმოებელმა პოლონურმა სტუდია CD Projekt RED-მა განაცხადა

თამაშის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულეს, მაგრამ დამატებით ტესტირებისთვის მეტი დროის გამოყენება სურთ. 

„გვინდა Cyberpunk 2077-ი კონსოლების თაობის ბრილიანტი გახდეს, რელიზის გადატანა კი იმ საჭირო თვეებს მოგვცემს, რომელთა განმავლობაშიც თამაშს სრულყოფილებამდე მივიყვანთ“, - განაცხადა სტუდიის ხელმძღვანელმა ადამ ბადოვსკიმ

თავდაპირველად თამაშის გამოსვლა 16 აპრილს იგეგმებოდა. თამაშის ერთ-ერთ პერსონაჟს მსახიობი კიანუ რივზი ახმოვანებს. სტუდია CD Projekt RED-ის ყველაზე ცნობილი პროექტი თამაში „მხედვარია“.

ყველა სიახლე

12 აგვისტო 2020, 01:13

მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციის მსვლელობისას ძალოვნები BBC-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

მინსკში საპროტესტო აქციის მსვლელობისას BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავად გამოცემა ავრცელებს.

12 აგვისტო 2020, 00:57

მსოფლიო

ერაყის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, თურქული უპილოტო თვითმფრინავის იერიშს მაღალი წოდების ერაყელი სამხედროები ემსხვერპლნენ

ერაყის ჯარში აცხადებენ, რომ თურქულმა უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას სასაზღვრო დაცვის ორი მეთაური და მათი მძღოლი ემსხვერპლა. ერაყის არმიის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე იმ სასაზღვრო პერიმეტრში მოხდა, სადაც ანკარა, ბოლო კვირების განმავლობაში იმყარებს პოზიციებს და უპირისპირდება იმ მებრძოლებს, რომელთაც თურქეთი „ტერორისტებად“ მიიჩნევს.

ყველაზე ძვირადღირებული პირბადე

12 აგვისტო 2020, 00:53

ტაბლოიდი

ისრაელში ყველაზე ძვირადღირებული ნიღაბი შექმნეს, რომლის ფასიც $1,5 მილიონია

იუველირის თქმით, ნაკეთობის დამკვეთი ჩინელი ბიზნესმენია, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. მას ორი მოთხოვნა ჰქონდა - პირბადე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და გამოყენებაში მოსახერხებელი ყოფილიყო.

მაიკ ტაისონი ზვიგენები

12 აგვისტო 2020, 00:42

სპორტი

რინგზე დაბრუნების წინ შიშის გადასალახად მაიკ ტაისონმა ზვიგენებთან ერთად გაცურა 🦈 ვიდეო

ტაისონმა Discovery-ს პროექტში „ზვიგენების კვირა“ მიიღო მონაწილეობა. გადაცემის ჩაწერა ბაჰამის კუნძულებზე, რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.

კამალა ჰარისი

12 აგვისტო 2020, 00:25

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა.

12 აგვისტო 2020, 00:11

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 40 ადამიანი დააკავეს

დაკავებულთა შორის, სამოქალაქო პირებთან ერთად, მოქმედი სამხედროებიც არიან. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ერთმანეთთან კონტაქტისთვის ქუჩის ტელეფონებს იყენებდნენ. ზოგი მათგანის კვალზე სამართალდამცველები მას შემდეგ გავიდნენ, რაც FETÖ-ს აქამდე დაკავებულ წევრთა ნაწილმა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და დაჯგუფების სხვა წევრების ვინაობა გაუმხილა.

12 აგვისტო 2020, 00:05

COVID19

ჯანმო: სტომატოლოგთან ვიზიტები ვირუსის გადაცემის შემცირებამდე უნდა გადაიდოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ სტომატოლოგთან ვიზიტები უნდა გადაიდოს მანამ, სანამ COVID-19 კონტროლს არ დაექვემდებარება.

არჩილ ბერიანიძე

12 აგვისტო 2020, 00:03

სამართალი

ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი: პროკურატურის მიერ გაჟღერებული ვერსია აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალურად განვითარებულ ფაქტებს

„პროკურატურის მიერ გაჟღერებული ვერსია აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალურად განვითარებულ ფაქტებს და შესაბამისად, წარმოუდგენელია, ასეთი ვერსია გამყარებულიყო მტკიცებულებებით. მოლოდინი არ გვქონდა, რომ ბრალი დაუმძიმდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ფაქტის არარსებობის გამო, თუმცა ვაპირებთ საქმის მასალების გაცნობას და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით სამომავლო სტრატეგიაზე“, - აღნიშნა ბერიანიძემ.

ბექა ნემსიწვერიძე

11 აგვისტო 2020, 23:49

სამართალი

ბექა ნემსიწვერიძე: მიგვაჩნია, რომ ბრალდება აბსურდული და დაუსაბუთებელია

„შეფასების გაკეთებას მას შემდეგ შევძლებთ, რაც ახალი მასალები გადმოგვეცემა და გავეცნობით მას. თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მტკიცებულებების ნაწილში ჩვენ ახალი ვერაფერი ვნახეთ. ბრალდება ისევ ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რაც აქამდე იყო საქმეში. ესენია ამირხანაშვილის, ახვლედიანის, ქათამაძისა და სხვა ჩვენებები. მიგვაჩნია, რომ ბრალდება აბსურდული და დაუსაბუთებელია. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მომენტისათვის არსებული მტკიცებებულებებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა მან.

11 აგვისტო 2020, 23:35

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:21 საათზე, ქალაქ წალკიდან სამხრეთ - დასავლეთით, სოფელ როდიონოვკასთან (ფარავანი) დაფიქსირდა.

11 აგვისტო 2020, 23:32

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 183 ადამიანს დაუდგინდა და 15 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 183 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 1 185 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულ ინფიცრებულთა რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.

გიორგი ანთაძე

11 აგვისტო 2020, 23:31

სამართალი

ადვოკატმა ლევან თოფაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალებზე ისაუბრა

ლევან თოფაძემ გამომძიებელს იმ გარემოებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რისი შემსწრეც და სამწუხაროდ, მონაწილეც იყო. მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები, - ამის შესახებ თოფაძის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ანთაძე ჟურნალისტებს ლევან თოფაძის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ლევან თოფაძემ შეხლა-შემოხლის ფაქტი დაადასტურა.

11 აგვისტო 2020, 23:31

მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.

11 აგვისტო 2020, 23:20

მსოფლიო

ნიდერლანდებში პოლიციამ კოკაინის უმსხვილესი ლაბორატორიის საქმიანობა აღკვეთა

ნიდერლანდებში პოლიციამ ქვეყანაში კოკაინის უმსხვილესი ლაბორატორიის საქმიანობა აღკვეთა.

მარიუშ სტეპინი

11 აგვისტო 2020, 23:09

კულტურა

მოყვარულმა არქეოლოგმა შოტლანდიაში ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები იპოვა

მარიუშ სტეპინმა ნივთები ივნისში, მეგობრებთან ერთად ლითონის დეტექტორის დახმარებით აღმოაჩინა. მან ამის შესახებ პროფესიონალებს შეატყობინა, შემდეგ კი 22 დღის განმავლობაში ადგილზე მათ მუშაობას აკვირდებოდა.

11 აგვისტო 2020, 23:03

COVID19

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აქცია ბეირუთში, 8 აგვისტო

11 აგვისტო 2020, 23:01

COVID19

ლიბანში კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ლიბანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ერთ დღეში ვირუსი 300-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. 24 საათის განმავლობაში, ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო მაჩვენებლების მკვეთრ მატებას იმ საპროტესტო ტალღას უკავშირების, რომელიც ბეირუთში მომხდარ აფეთქებას მოჰყვა.

11 აგვისტო 2020, 22:41

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, შსს-ში გარკვეული ინფორმაცია მიიღეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვეს. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ შს სამინისტროს დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, დღეს მათ გარკვეული ტიპის ინფორმაცია მიიღეს.

11 აგვისტო 2020, 22:26

COVID19

კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, Facebook-მა სამ თვეში 7 მილიონი პოსტი წაშალა

მიმდინარე წლის იანვრიდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა, ახალი კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, 7 მილიონი პოსტი წაშალა.

ჯიმ რიში

11 აგვისტო 2020, 22:23

მსოფლიო

სენატორი ჯიმ რიში: ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბელარუსის მომავლისა და სუვერენიტეტისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.