imedi /  29 იანვარი 2020, 16:24 / სანდო წყარო

კვლევა: დემოკრატიით უკმაყოფილოთა რიცხვი რეკორდულად მაღალია

ვაშინგტონი მარში

განვითარებულ ქვეყნებში დემოკრატიით უკმაყოფილოთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ BBC კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს

სპეციალისტების თქმით, ეს ამ საკითხზე ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევა იყო, რომლის ფარგლებშიც 154 ქვეყანაში 4 მილიონი ადამიანი გამოიკითხა. მონაწილეთა 58% დემოკრატიით უკმაყოფილება გამოთქვა. ნეგატიური შეფასებების ყველაზე მაღალი დონე დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში დაფიქსირდა. ამასთან, დემოკრატიით დაკმაყოფილებამ რეკორდულ დონეს მიაღწია დანიაში, შვედეთში, ნორვეგიასა და ნიდერლანდებში.

უკმაყოფილების მიზეზად მეცნიერები ფინანსურ კრიზისებს, პოლიტიკურ პოლარიზაციას და უნდობლობის ზრდას უკავშირებენ. მათი აზრით, დემოკრატიული ინსტიტუტები თანამედროვე კრიზისებს სათანადოდ ვერ უმკლავდებიან.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2020, 15:22

რეგიონი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მან ჯერ პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ლაშა გოგიაშვილი დანიშნა, ამის შემდეგ კი საკუთარი სურვილით სამსახურიდან წავიდა

01 აპრილი 2020, 15:19

ეკონომიკა

Bloomberg: ნავთობის ბაზრებს აპოკალიფსი ემუქრება

ამის მიზეზი ოპეკის გადაწყვეტილებაა და ასევე ნედლეულზე მოთხოვნის შემცირებაა. ამ თემზე bloomberg ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

მარიამ ქვრივიშვილი

01 აპრილი 2020, 15:14

COVID19

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან, - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2020, 15:09

COVID19

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის. დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ. ფოსტის კურიერებმა აღნიშნული სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგეს, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

ამერიკის საელჩო საქართველოს სასწრაფო დახმარების პერსონალს მადლობას უხდის

„COVID-19-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება. დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

გერმანიის პრეზიდენტი კორონავირუსთან საბრძოლველად გლობალური ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის

შტაინმაიერი, იორდანიის მეფე აბდულა მეორე, სინგაპური, ეთიოპიის და ეკვადორის პრეზიდენტები ჰალიმა იაკობი, სალე-ვორკ ზიუდე და ლენინ მორენ გარკესი მიიჩნევენ, რომ პრობლემის გლობალური გადაწყვეტა ყველას ინტერესებშია.

თბილისის რესპუბლიკური

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 პაცინეტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

„ამჟამად კლინიკაში 46 პაციენტი იმყოფება, აქედან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია. 2-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 3-პაციენტი არის მძიმე. ეს სიმძიმე განპირობებულია ორმხრივი პნევმონიით და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. დღეს ველოდებით 9 პაციენტის ანალიზის პასუხს, მაგრამ ანამნეზის მიხედვით ვფიქრობთ, რომ არაფერი არ იქნება. ჩვენი 46 პაციენტიდან 19 ქალია, 27 კაცი და მათი ასაკი 25-იდან 45 წლამდე მერყეობს“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

01 აპრილი 2020, 15:01

ვიდეო

რა ვითარებაა სამეგრელოში

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

უკვე მეორე დღეა გადაკეტილია გორის ყველა გასასვლელი

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

იმერეთში კორონავისრუსის ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა

01 აპრილი 2020, 14:58

ვიდეო

ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები მკაცრად ამოწმებენ ქალაქში შესასვლელებს

01 აპრილი 2020, 14:55

საზოგადოება

ვერაზე მაჭავარიანის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაცით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 1 900 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

01 აპრილი 2020, 14:45

COVID19

საქართველოს ბანკი ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის, რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბანკი ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

01 აპრილი 2020, 14:34

პოლიტიკა

ხვალ ნატოში საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების პაკეტს დაამტკიცებენ

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგერბმა ონლაინ პრესს-კონფერენციის ფარგლებში „ქრონიკას“ განუცხადა, „ახალი ღონისძიებები ეხება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეტ ერთობლივ წვრთნებს. ნატო აგრძელებს საქართველოს დახმარებას პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე“.

მაია ცქიტიშვილი

01 აპრილი 2020, 14:34

COVID19

მაია ცქიტიშვილმა განმარტა რა საგადასახადო შეღავათები დაუწესდა ბიზნესს

„ეს იყო მოქალაქეების ნაწილში საბანკო სესხების, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებული სესხების 3 თვით გადავადება. ასევე, გარკვეული პაკეტი იყო შეთავაზებული ტურისტული ბიზნესის მთელი კომპლექსისთვის, დაახლოებით 18 ათას კომპანიას შეეძლო, ესარგებლა ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადებით 4 თვის განმავლობაში. ასევე გახსოვთ, რომ მცირე ზომის სასტუმროებისთვის, 50 ადგილზე ნაკლები ზომის სასტუმროებისთვის შევთავაზეთ სესხის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში, პროცენტის თანადაფინანსება და ასევე, განბაჟების გადასახადის გადავადება ავტოიმპორტიორებისთვის, რომელსაც ასევე, ჰქონდა პრობლემა და 38 ათასმა იმპორტიორმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით

01 აპრილი 2020, 14:32

COVID19

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ერგნეთში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოებს მოინახულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით ვახტანგ გომელაური გორის შესასვლელში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მივა და საგუშაგოებზე არსებულ სიტუაციას გაეცნობა.

01 აპრილი 2020, 14:27

ვიდეო

ცნობილი მოგზაური ფოტოგრაფი ამი ვიტალე

01 აპრილი 2020, 14:27

ვიდეო

იზოლაციის პირობებში მომღერლები გვამხნევებენ

01 აპრილი 2020, 14:26

ვიდეო

მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები და სოციალური დახმარება ქვეყნის მოსახლეობას

01 აპრილი 2020, 14:26

ვიდეო

იტალიელი მერის, რობერტო მონტიშის, მიმართვა ქართველებს და ვითარება ქალაქ სარდარაში