imedi /  10 აპრილი 2020, 23:21 / სანდო წყარო

Apple-მა და Google-მა კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ახალი ტექნოლოგია დააანონსეს

Apple-მა და Google-მა ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში საკუთარი სმარტფონების პლატფორმებზე ახალი ტექნოლოგიის დამატება დააანონსეს, რომელიც მომხმარებლებს გააფრთხილებს, თუ ისინი კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში შევლენ. აღნიშნული ტექნოლოგია მიზნად ისახავს ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავებას.

კომპანიების განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგია iOS-ისა და Android-ის ოპერაციულ სისტემებში ორ ეტაპად იქნება ჩაშენებული. მაისის შუა რიცხვებში, კომპანიები iPhones-ისა და Android-ის ტელეფონებისთვის დაამატებენ შესაძლებლობას, რომლითაც ანონიმური ინფორმაციის უკაბელო გაცვლა მოხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ მართული აპლიკაციების მეშვეობით.

ეს ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელი კორონავირუსით ინფიცირებულია და ამ მონაცემებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის აპლიკაციაში დაამატებს, მომხმარებლები, რომლებსაც ისინი ახლო მანძილზე მიუახლოვდებიან, შეტყობინებას მიიღებენ ამის შესახებ. მეორე ეტაპს უფრო მეტი დრო სჭირდება. უახლოეს თვეებში, ორივე კომპანია საკუთარ ოპერაციულ სისტემაში ტექნოლოგიას დაამატებს, რათა პროგრამა აპლიკაციის ჩამოტვირთვის გარეშე მუშაობდეს.

თუმცა, აღნიშნული ტექნოლოგია სადაოა, რადგან მილიარდობით ადამიანისგან ჯანმრთელობის შესახებ სენსიტიური ინფორმაციის გაზიარებას გულისხმობს მობილური მოწყობილობების საშუალებით. Apple-მა და Google-მა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი სისტემა მომხმარებლების კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

15 აპრილი 2021, 00:31

მსოფლიო

ნატო რუსეთს მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებები და აგრესია შეწყვიტოს

ნატო რუსეთს უკრაინასა და მის გარშემო სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი

15 აპრილი 2021, 00:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, ყოველთვის შეიტანს საკუთარ წვლილს ავღანეთის შემდგომი მშვიდობიანი განვითარებისთვის

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთის მისია და გამოიყვანოს საჯარისო შენაერთები ავღანეთის ტერიტორიიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი ხმალაძე

15 აპრილი 2021, 00:28

პოლიტიკა

თბილისის ვიცე-მერი: წინა ხელისუფლების პრობლემური პრივატიზებების გამო, დღეს ჩვენ 3-4-ჯერ ძვირად გვიწევს ამ მიწების გამოსყიდვა

პრობლემური პრივატიზაციის გამო, დღეს ჩვენ ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ უფრო ძვირად გვიწევს ამ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, პრობლემური პრივატიზაციის ფაქტები ძალიან ცუდად დაუბრუნდა სახელმწიფოს.

თავდაცვის სამინისტრო

15 აპრილი 2021, 00:19

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება ნატო-სა და აშშ-სთან კოორდინაციით განხორციელდება

ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს, - აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ირაკლი ხმალაძე

15 აპრილი 2021, 00:17

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: საპარკინგე სივრცეების შექმნა სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია

ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ინსტრუმენტით გვაკრიტიკებენ, რომ „სითი პარკი“ გაუშვეს, მაგრამ მიწისქვეშა პარკინგები არ ააშენესო. „სითი პარკის“ ვალდებულება არ ყოფილა საპარკინგე სივრცეების შექმნა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე

15 აპრილი 2021, 00:13

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: პარკირების პოლიტიკის მიზანია მოქალაქეები საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიყვანოთ

გვინდა მოვახერხოთ, რომ ადამიანი, რომელსაც მანქანა ჰყავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიყვანოთ. პარკირების პოლიტიკის მიზანიც სწორედ ეს არის, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 00:07

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი ღირსეულად გაართვას თავი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ამოცანებს

ვამაყობთ, რომ საქართველომ, ნატო-ს სანდო და საიმედო პარტნიორმა, ალიანსის წევრებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ რთული მისიის შესრულებით საქართველომ მრავალგზის დაამტკიცა, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანია მისი როლი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:56

პოლიტიკა

თბილისის ვიცე-მერი: წინა ხელისუფლებამ ჯერ გაყიდა მიწები და შემდეგ დააგეგმარა ქალაქი

პირადად მე ასე დავარქმევდი, რომ ჯერ გაყიდეს მიწები და მერე დააგეგმარეს მთელი ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო მასობრივი პრივატიზაცია და იყიდებოდა ყველა თავისუფალი სივრცე.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:56

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: წარმოუდგენელია უკვე დასრულებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელშიც ადამიანს თანხა აქვს გადახდილი და წლებია ცხოვრობს

უკანონო შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები არიან ჩვენი მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში იქ აღარაფერი ესაქმება ამშენებელს. შენობა რომ ვერ მიიღება ექსპლუატაციაში და სამართლებრივად არის არასრულფასოვანი აქტივი, ამ პრობლემის პირისპირ დგება მისი მესაკუთრე, რომელიც საერთოდ ვერ აცნობიერებდა შეძენის პროცესში, რომ ყიდულობდა ისეთ აქტივს, რომელიც შემდეგ სამართლებრივად პრობლემური გახდებოდა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:53

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ

ვაკის პარკი პრეფერენციული გადაწყვეტილებების ტიპური მაგალითია. გიგი უგულავას მერობის დროს გაცემულია ნებართვა მიწის ნაკვეთზე, რომელიც არის რეკრეაციული ზონა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისივე თქმით, კანონმდებლობაში წერია, რომ ასეთ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერმა მიიღო სპეციალური, საგამონაკლისო გადაწყვეტილება.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:38

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: წლების განმავლობაში გეგმარებითი გადაწყვეტილებების პროცესში ძალიან ბევრი არასწორი პრეცედენტია დაშვებული

ცუდია ის, რომ წლების განმავლობაში დაშვებულია ძალიან ბევრი არასწორი პრეცედენტი გეგმარებითი გადაწყვეტილებების პროცესში. მხედველობაში მაქვს პრეფერენციული პირობების მიცემა სამშენებლო კომპანიებისთვის: კერძოდ, ისეთ ადგილას მშენებლობის ნებართვის გაცემა, სადაც არ არის მიზანშეწონილი. ისეთი სიმაღლის და გაბარიტის შენობის დამტკიცება, რომელიც გარემოს და ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებსა და უფლებებს ლახავს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აპრილი 2021, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ, რაც აშშ-თან კოორდინაციით მოხდება

დღეს ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

14 აპრილი 2021, 23:26

მსოფლიო

ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება

ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება. ამის შესახებ ნატოს განცხადებაშია ნათქვამი.

14 აპრილი 2021, 23:18

საზოგადოება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებული პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, დედა ენის დღის აღნიშვნის ღონისძიებათა დასკვნითი ნაწილი, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენელთა მონაწილეობით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ჯო ბაიდენი

14 აპრილი 2021, 23:12

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

14 აპრილი 2021, 23:05

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: 17 წლის განმავლობაში ქართული ჯარი ავღანეთში ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან გვერდიგვერდ იდგა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან ნატოს მისიის გაყვანას ეხმაურება.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:58

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს სულ ასე იქნება

დროა პოლიტიკურმა პარტიებმა პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს ეროვნული ინტერესები, ამომრჩევლისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:42

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მე ვურჩევდი კრისტიან დანიელსონს წავიდეს ხელახლა თბილისში, როდესაც ის ჩათვლის, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

მე ვხედავ, რომ მედიაციის პროცესი არ შეჩერებულა. დიახ, კრისტიან დანიელსონი მეორე ვიზიტზეც ვერ მიაღწიეს პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას, კრისტიან დანიელსონმა თბილისი დატოვა , მაგრამ მთლიანი პროცესი არ შეჩერებულა, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:39

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: პოლიტიკური პარტიების ვალდებულება, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს

ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების გადახედვაზე ამ კვირაში, მომავალ კვირასა და ახლო მომავალში მსჯელობა არ იქნება, რადგან პროცესი მიდის და იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმების მიღწევას შეძლებენ, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების ვალდებულება პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:32

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: თუ მმართველი პარტია პირველ ნაბიჯზე წავა და მოაწერს ხელს შეთანხმებას, მათ ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა

ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია მიმდინარე პროცესებზე და იმედგაცრუება იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჯერ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, არ არის კომპრომისი და ევროკავშირის მედიაცია ამ დრომდე წარმატებული არ არის, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა.