imedi /  18 აპრილი 2020, 00:10 / სანდო წყარო

NASA-ს თანამშრომლები მარსმავალ Curiosity-ს სახლებიდან მართავენ

„ასრულდა ჩემი ოცნება, - მარსმავალს საკუთარი კომპიუტერიდან მარსმავალს ვმართავ“, - ასე ხუმრობს NASA-ს ერთ-ერთი თანამშრომელი. ამის შესახებ Techcult წერს.

კორონავირუსის პრევენციის გამო აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველომ თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა.

„მარსზე არ არის პანდემია და Curiosity-ის მისია ვერ მოიცდის, ვიდრე დედამიწაზე ვირუსია“, - აცხადებენ NASA-ს თანამშრომლები.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პანდემიის პირობებში NASA-მ საერთასორისო კოსმოსურ სადგურზე 3 ასტრონავტი გაუშვა. BBC-ის ცნობით, მისია ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ განხორციელდა. მისია წარმატებით შედგა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

13 აპრილი 2021, 15:18

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, კორონავირუსის რომელი შტამი ცირკულირებს ძირითადად ქვეყანაში

გიდასტურებთ, რომ კლასტერების რაოდენობა იზრდება. დღეს დილის მონაცემებით დამატებულია ლაგოდეხის კლასტერი, მაგრამ ყველა მართვადია და დიდი კლასტერები არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაწყებულია.

13 აპრილი 2021, 15:13

COVID19

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების გამკაცრება აპრილის ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული

შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია აპრილის ეპიდსიტუაციაზე, - ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

პაატა იმნაძე

13 აპრილი 2021, 15:05

COVID19

პაატა იმნაძე: თუ არ გვინდა, რომ განმეორდეს იგივე, რაც იყო, საჭიროა დღეს არსებული რეგულაციები მაქსიმალურად დავიცვათ

ჩვენ დღეს დაახლოებით ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორიც გასული წლის სექტემბრის ბოლოს. ერთადერთი განსხვავება, შემოდგომის სიტუაციასა და დღევანდელს შორის, არის ის, რომ მაშინ ყოველ 2 და 3 კვირში შემთხვევები ორმაგდებოდა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

თამარ გაბუნია

13 აპრილი 2021, 14:58

COVID19

თამარ გაბუნია: მსოფლიოს 35 ქვეყანაშია „სინოფარმი“ ავტორიზებული და ჩინეთს დაახლოებით 230 მილიონი დოზა აქვს გაყიდული

დღეს მსოფლიოს 35 ქვეყანაშია „სინოფარმი“ ავტორიზებული და ჩინეთს დაახლოებით 230 მილიონი დოზა აქვს გაყიდული“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჩინური წარმოების ვაქცინები, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ თვის ბოლომდე ელოდებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას.

ამირან გამყრელიძე

13 აპრილი 2021, 14:57

COVID19

ამირან გამყრელიძე: ვირუსის გადატანა აღარ არის გარანტია იმის, რომ ინფექცია მეორედ არ შეგხვდებათ

„ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება რეინფიცირების მაჩვენებელი. ინფექციის გადატანა აღარ არის გარანტია იმის, რომ ვირუსი მეორედ არ შეგხვდებათრადგან უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვა შტამი ცირკულირებს. წამყვანი ჩვენთანაც და ევროპაშიც არის ბრიტანული შტამი. რეინფიცირების შემთხვევები იზრდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

პაატა იმნაძე

13 აპრილი 2021, 14:57

COVID19

პაატა იმნაძე: დღეში 1 300-1 400 ადამიანი იცრება, გეგმას რომ დავეწიოთ, ეს ციფრი უნდა გაორმაგდეს

„ჩვენ მოგვიწია ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის ძალიან მკვეთრად შეცვლა. ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემა მორგებულია პირველადი ჯანდაცვის რგოლზე, მარტივად რომ ვთქვა, პოლიკლინიკებსა და ოჯახის ექიმებზე. იმის გამო, რომ ახალციხეში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საავადმყოფოში მოხდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო თავი დაგვეზღვია და მხოლოდ საავადმყოფოებში გაგრძელებულიყო ვაქცინაცია. ახლა მთელი სისტემა არის გადასაწყობი და ძირითადი დატვირთვა თავის თავზე საავადმყოფოებმა უნდა აიღონ. ამას ცოტა დრო დასჭირდა. ამ კვირაში დაიწყება გაზრდა იმ საავადმყოფოების, სადაც აცრა შესაძლებელი იქნება. ხვალ და ზეგ გაცილებით მეტი ადამიანი აიცრება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძე

13 აპრილი 2021, 14:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: კლასტერებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ

​​​​​​​კლასტერებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ, - ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

13 აპრილი 2021, 14:50

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატომ და დასავლეთმა სწრაფად უნდა იმოქმედონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ნატომ და დასავლეთმა სწრაფად უნდა იმოქმედონ უკრაინასა და რუსეთს შორის ძალადობის ესკალაციის პრევენციის მიზნით. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

13 აპრილი 2021, 14:50

COVID19

ამირან გამყრელიძე: პირველ ეტაპზე, უკვე არსებული შეზღუდვების აღსრულება უნდა გამკაცრდეს

მისივე თქმით, მაქსიმალურად აუცილებელია ასევე პირბადის ტარება. „ეს არის 3 მთავარი რეკომენდაცია. თუ ჩვენ ავალთ რაღაც ზღვრამდე და ამ ზღვრის ერთი ინდიკატორი არ არსებობს, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. ამ დროისთვის პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი 50-ია“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრეკლიძე

13 აპრილი 2021, 14:35

COVID19

ამირან გამყრელიძე: კოვიდინფიცირებულების დღევანდელი ციფრი საგანგაშოა

„ქვეყანაში აქტიური შემთხვევა გვაქვს თითქმის 8 ათასი, აქედან 2 485 უკვე კლინიკებშია. დღეს პირველი ნახტომი გვაქვს, იანვრის შემდეგ ათასზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში არ გვქონია. ეს ციფრი ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია

13 აპრილი 2021, 14:34

COVID19

თამარ გაბუნია: ენგურის ტრაგედიას პირდაპირ ვერ დავუკავშირებთ ეპიდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს

უბედური შემთხვევა ენგურზე ძალიან ტრაგიკულია და საუბედუროდ ეს პირველი არ არის. ამ შემთხვევას პირდაპირ ვერ დავუკავშირებით ეპიდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს. აქედან გამომდინარე, კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მექანიზმი, რომელიც დამუშავდება, არ დაუშვებს ეპიდემიური რისკების ზრდას, - ეს განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ გააკეთა.

თამარ გაბუნია

13 აპრილი 2021, 14:28

COVID19

თამარ გაბუნია ვაქცინაციაზე: პრიორიტეტული ჯგუფები რისკის დონის მიხედვით განისაზღვრება

ვაქცინაციის გეგმა, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, გახლავთ რისკებზე ორიენტირებული ანუ რისკის დონის მიხედით განისაზღვრება პრიორიტეტული ჯგუფები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

13 აპრილი 2021, 14:24

COVID19

თამარ გაბუნიამ დაასახელა, რამდენი თავისუფალი საწოლია ქვეყანაში

დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

13 აპრილი 2021, 14:22

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების რისკები მაღალია

ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების რისკები მაღალია, - ეს განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აპრილი 2021, 14:16

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო აქტიურობით დასავლეთის შეშინებას ცდილობს

რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო აქტიურობით დასავლეთის შეშინებას ცდილობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

13 აპრილი 2021, 14:13

საზოგადოება

წიაღის ეროვნული სააგენტო: რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება

გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას წიაღის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 14:09

COVID19

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა.

13 აპრილი 2021, 14:01

რეგიონი

შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის ხუთი სოფლის მოსახლეობა თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უფასოდ მიიღებს

საოკუპაციო ხაზის ხუთი სოფლის მოსახლეობა თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უფასოდ მიიღებს. სოფელ ნიქოზის ამბულატორიას რამდენიმე სამედიცინო კაბინეტისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურა გადაეცა.

იენს სტოლტენბერგი

13 აპრილი 2021, 13:50

მსოფლიო

ნატო: რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება და პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების გადასროლა დაუსაბუთებელი და გაუგებარი ნაბიჯია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნინო წილოსანი

13 აპრილი 2021, 13:40

საზოგადოება

ნინო წილოსანი: სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენებაზე, კომიტეტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავთ

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენებაზე, კომიტეტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავთ, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აგრარულ სექტორში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე ისაუბრა.