მგზავრები მუნიციპალურ ტრანსპორტში ბილეთს მობილური აპლიკაციითაც იყიდიან
თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შექმნას გეგმავს. სისტემა მომხმარებელს საშუალებას მისცემს სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სისტემის დანერგვის შემდეგ შესაძლებელი იქნება ავტობუსში გადახდისთვის მომხმარებელმა გამოიყენოს ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საბანკო ბარათები, სატრანსპორტო ბარათი, ასევე ვირტუალური გადახდის საშუალებები, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან სურვილისამებრ შეიძინონ სატრანსპორტო ბარათები.
ქართული ბანკების მიერ გამოშვებული ბარათებით გადახდისას მომხმარებელი დამატებით არ გადაიხდის საბანკო მომსახურების საკომისიოს. ამავე პროექტის ფარგლებში გამოიცვლება ავტობუსებში არსებული მოძველებული ვალიდატორები - გადახდის აპარატები, რომლებიც ახალი, თანამედროვე აპარატურით ჩანაცვლდება. ამასთან, მგზავრობის არსებული ტარიფი უცვლელი დარჩება.
გარდა ამისა, ტურისტებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის ღირებულება როგორც საქართველოში გამოშვებული სატრანსპორტო ბარათებით, ისე უცხოური საბანკო ბარათებით გადაიხადონ.
ახალი სისტემა მოიცავს დისპეტჩერიზაციის ავტომატურ სისტემასაც, რომელის საშუალებითაც მეტი სიზუსტით იქნება შესაძლებელი ავტობუსის განრიგის და მოსვლის დროის კონტროლი. დაიხვეწება საინფორმაციო ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია.
სისტემის მოდერნიზაციაზე კონკურსის გამოცხადება უახლოეს დღეებში იგეგმება, ხოლო ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვაზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება და ერთი წლის თავზე სრულად ამოქმედდება.
ამ დროისათვის არსებული გადახდის სისტემა 2007 წელს დაინერგა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრი ბილეთს ნებისმიერი ბარათით შეიძენს.
ყველა სიახლე
10 მარტი 2026, 02:29
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებს გააუქმებს ფასების შესამცირებლად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებს გააუქმებს ფასების შესამცირებლად.
10 მარტი 2026, 02:17
მსოფლიო
ტრამპი მიანიშნებს, რომ აშშ-ის მიზნები ირანში „თითქმის სრულად მიღწეულია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანთან ომში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და მიანიშნა, რომ ოპერაცია, შესაძლოა, თითქმის დასრულებული იყოს.
10 მარტი 2026, 02:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის უცხოურ ინვესტიციას იზიდავს, რაც დაკავშირებულია განვითარებასთან და ჩვენს მომავალთან
რასაც ვხედავთ და რასაც მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ, ხედავს ყველა სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილიმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:57
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რაც შეეხება 2030 წელს, მინდა ვისურვო, რომ ევროკავშირი გააღებს კარს ახალი წევრი ქვეყნებისთვის - ევროპის სიძლიერე სწორედ გაფართოებაშია, რომ ყველა ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფო ერთი ქუდის ქვეშ მოექცეს
მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებსა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დაკავშირებადობის კონტექსტში ქვეყნის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
10 მარტი 2026, 01:51
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი აღწერა, როგორც „მოკლევადიანი ექსკურსია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი აღწერა, როგორც „მოკლევადიანი ექსკურსია“.
10 მარტი 2026, 01:45
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ხელისუფლება ყოველდღიურად იბრძვის, რათა არ დაისვას არც ერთი კითხვის ნიშანი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
ერთი რამ, რაც ალბათ ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვო, არის მშვიდობა ამ მართლაც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში - მართლაც ძალიან რთულია ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური მოცემულობა, ის წრე, სადაც დიდი პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს, საკმაოდ ახლოს არის ჩვენთან და, ერთგვარად, ეპიცენტრშიც ვართ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“.
10 მარტი 2026, 01:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ოპონენტებს: ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის განვითარებისთვის, თქვენ კი იყენებთ ამ თემას მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:31
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი, რისი რომანტიზებაც უნდა მოვახდინოთ, საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესებია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და რეალისტური საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევი არაფერია. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია ჩვენი მამა-პაპის მიერ
„რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოების გარემოსა და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. ხელისუფლებამ თქვა, გვინდა ინტეგრაცია; თუ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ პროცესში ჩავებმებით
„ქართულ ოცნებას“ არ შეუჩერებია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ეს არის ტყუილი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმ განცხადებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ეს განცხადება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის სათამაშო საკითხი არ არის. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ის არის ჩვენი კონსტიტუციური საგარეო პოლიტიკური მიზანი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“.
10 მარტი 2026, 00:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ
რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ, რა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, სად ჩავიდა ჩვენი ეკონომიკა და საიდან დავიწყეთ ამოსვლა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
10 მარტი 2026, 00:19
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ისეთი პოლიტიკის გატარებაა, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.
10 მარტი 2026, 00:16
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას
ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას. ინფორნაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 მარტი 2026, 00:12
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისეთი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
09 მარტი 2026, 23:58
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: „ქართული ოცნების" პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად
„ეროვნული ინტერესი პირველ რიგში არის ქვეყნის უსაფრთხოება და უკავშირდება მშვიდობას, რომელიც რაღაც სასაცილო სიტყვად გახადეთ და სულაც არ არის სასაცილო სიტყვა, თუ შევხედავთ ჩვენს გარშემო რა ხდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მოსახლეობას კარგად ესმის ეს და ერთი რამ, რითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, ჩვენმა ოპონენტებმა და ოპოზიციამ ვერ გაიგო, რომ რეალობის აღქმა არის საჭირო და სწორი აღქმები, ჩვენმა მოქალაქეებმა და ხალხმა ეს ძალიან კარგად გაიგო. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
09 მარტი 2026, 23:56
მსოფლიო
კრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განუცხადა.
09 მარტი 2026, 23:44
მსოფლიო
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან ომი პრაქტიკულად დასრულებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან ომი „პრაქტიკულად დასრულებულია“.
09 მარტი 2026, 23:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის, იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზეც დგას დღევანდელი ევროკავშირი
„ძალიან ბევრჯერ ითქვა, თითქოს საქართველომ აქცია ევროკავშირს ზურგი - სად აქცია საქართველომ ევროკავშირს ზურგი? ევროკავშირი თუ ევროპა არ არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი - ეს არის ის, რაც ვართ, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევიც არაფერია. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია, ჩვენმა მამა-პაპამ აირჩია, ასეთები გავჩნდით“, - აღნიშნა მინისტრმა.
09 მარტი 2026, 23:07
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი სწორი გზა არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება
„სუვერენიტეტის დაცვა სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ხდება საგარეო და საშინაო პოლიტიკის გადაკვეთა. საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ხაზების დაცვა, რაც ეხება სწორედ სუვერენიტეტს. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს გარე ჩარევებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის“.
09 მარტი 2026, 22:56
მსოფლიო
ერდოღანმა ირანს მოუწოდა, პროვოკაციული ნაბიჯები არ გადადგას მას შემდეგ, რაც ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს მოუწოდა, პროვოკაციული ნაბიჯები არ გადადგას მას შემდეგ, რაც ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.


