imedi /  01 აგვისტო 2020, 09:18 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში TikTok-ს აკრძალავს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აშშ-ში პოპულარული აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ AFP იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამისთვის საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების გამოყენება ან აკრძალვის შესახებ ოფიციალური განკარგულების ხელმოწერა უკვე დღეს შეუძლია. ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ აპლიკაციის ამერიკული კომპანიის შეძენას მხარს არ უჭერს.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინური აპლიკაციის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომას, მათ შორის აკრძალვასაც განიხილავს.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ TikTok-ი ჩინეთის მთავრობაზე მუშაობს და მომხმარებლების პირად მონაცემებს იპარავს. კომპანიაში ამას უარყოფენ. 30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა TikTok-ი და ათობით სხვა ჩინური აპლიკაცია აკრძალა.

ყველა სიახლე

31 მაისი 2023, 15:00

საზოგადოება

2022 წელს ComCom-მა ტელეკომ სექტორის სრულფასოვანი კვლევა დაიწყო

2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევა დაიწყო. კვლევა მიზნად მობილურ და ფიქსირებულ ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნას ისახავს,

არჩილ მესტვირიშვილი

31 მაისი 2023, 15:00

ეკონომიკა

არჩილ მესტვირიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშს წარადგენს

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშს წარადგენს, რომელიც მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

მამუკა მდინარაძე

31 მაისი 2023, 14:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენს ოპოზიციას დავალებული აქვს უფრო ბევრჯერ გამოიყენოს სიტყვა - რუსული, რაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება და დააბრალოს მას პრორუსულობა

„გუშინ რამდენიმე საკითხი იყო პლენარულ სხდომაზე განხილული, რომელსაც არც კი დასწრებიან. ამის მიზეზი არის მათი პროევროპულობის ფასადურობა. სინამდვილეში ისინი ებრძვიან ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და ცდილობენ საქართველოსა და მის ხელისუფლებას პრორუსული კურსი“, - განაცხადა მდინარაძემ.

კახა კალაძე

31 მაისი 2023, 14:49

საზოგადოება

1-ელ ივნისს გოძიაშვილის პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში ღონისძიებები გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საბავშვო აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება.

31 მაისი 2023, 14:41

საზოგადოება

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში 20 ლარის ნაცვლად, 150 ლარით დაჯარიმდება

ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. განმეორებით წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.

31 მაისი 2023, 14:39

ჯანდაცვა

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - პარლამენტში მიღება გაიმართა

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - პარლამენტში მიღება გაიმართა. საკანონმდებლო ორგანომ, თამბაქოს კონტროლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობა 2017 წელს მიიღო და საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე ეფექტიანი რეგულაციები აქვთ.

31 მაისი 2023, 14:38

პოლიტიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებები, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

31 მაისი 2023, 14:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველო და შემდგომში უკრაინა რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდნენ იმიტომ, რომ გვსურდა ჩვენ მომავალზე ჩვენ თვითონ მიგვეღო გადაწყვეტილება

საქართველო და შემდგომში უკრაინა რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდნენ იმიტომ, რომ გვსურდა ჩვენ მომავალზე ჩვენ თვითონ მიგვეღო გადაწყვეტილება. გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, სუვერენული და თავისუფალი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 მაისი 2023, 14:24

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, რეგლამენტის მიხედვით, 30 ივნისს გამოვა

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, რეგლამენტის მიხედვით, 30 ივნისს გამოვა. „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას საკანონმდებლო ორგანოში უფრო ადრე ითხოვს.

გიორგი ვოლსკი

31 მაისი 2023, 14:20

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ნაცრევკომის ლოგიკით გამოდის, რომ ურსულა ფონ დერ ლიაენი გვაფრთხილებს, ხელი ავიღოთ ევროპული ოჯახის წევრობაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას გამოეხმაურა.

კახა კალაძე

31 მაისი 2023, 14:19

საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისის მერიის პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფართოვდება

60 წელს გადაცილებული პირებისთვის განკუთვნილი პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

31 მაისი 2023, 14:18

საზოგადოება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში გაიმართება

მისივე თქმით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი.

კახა კალაძე

31 მაისი 2023, 14:16

საზოგადოება

გლდანის მესამე მიკრორაიონში დაახლოებით 9000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკი მოეწყობა

კახა კალაძე: გლდანის რაიონის გამგეობა გლდანის მესამე მიკრორაიონის N85, N87, N88, N4 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით 9000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკს აწყობს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძე

31 მაისი 2023, 14:14

საზოგადოება

კახა კალაძე: ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ 6 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა დასრულდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ახალ რეკრეაციულ სივრცეზე ისაუბრა, რომელიც ივერთუბანში მოეწყო.

კახა კალაძე

31 მაისი 2023, 14:13

სამართალი

კახა კალაძე პოლიციელებს: მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, იმ მძიმე შრომისთვის, რასაც ეწევით

„მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, იმ მძიმე შრომისთვის, რასაც ეწევით! გისურვებთ ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის სახელი! აქვე, მინდა, ქედი მოვიხარო ყველა იმ პოლიციელის ხსოვნის წინაშე, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

31 მაისი 2023, 14:11

საზოგადოება

მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა

საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა. ორი კილომეტრი სიგრძის, ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი საავტომობილო გზა, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, პროფესიული სასწავლებლის, „იკაროსის“ მიმდებარედ გადის და მარშალ გელოვანის გამზირს უკავშირდება.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით და გარეთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

31 მაისი 2023, 13:51

ეკონომიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

ცვლილების თანახმად, გრანტის მიღების უფლება მიენიჭება საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს, თუმცა მხოლოდ ააიპ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში.

31 მაისი 2023, 13:46

პოლიტიკა

პარლამენტმა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტი. დოკუმენტი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შიდაპარტიულ დემოკრატიაზე ღონისძიებას ატარებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს. ბრეჟნევის შემდეგ ასეთი ხელმძღვანელობის სტაჟი საქართველოში არავის ჰქონია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე ჩატარებული ღონისძიება გასაოცარია მაშინ, როდესაც ორგანიზაციას 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს