imedi /  19 ნოემბერი 2020, 15:50 / სანდო წყარო

Apple-ი მზადაა, ძველი iPhone-ების განზრახ შენელების გამო დაწყებული გამოძიების შესაჩერებლად $113 მილიონი გადაიხადოს

Apple

კომპანია Apple-ი მზადაა, ამერიკის 34 შტატში ძველი მოდელის iPhone-ების მუშაობის განზრახ შენელების გამო დაწყებული გამოძიებების შეჩერების სანაცვლოდ 113 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ამის შესახებ არიზონის შტატის გენერალურმა პროკურორმა, მარკ ბრნოვიჩმა განაცხადა.

Apple-ის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას არიზონის, ინდიანისა და არკანზასის შტატები ხელმძღვანელობენ. პრეტენზიების დარეგულირება გამოძიების ფარგლებში კორპორაციის მხრიდან ბრალის აღიარებას არ ნიშნავს.

მარკ ბრნოვიჩის განცხადებით, კომპანია Apple-მა, ძველი მოდელის ტელეფონების მუშაობის შენელებით და უფრო ახალი მოდელების გაყიდვით დამატებითი სარგებელი მიიღო. შეთანხმების თანახმად, არიზონის შტატს Apple-ი 5 მილიონ დოლარს გადაუხდის.

2020 წლის მარტში Apple-მა გამოთქვა მზადყოფნა, გადაიხადოს 310-500 მილიონი დოლარი იმ სარჩელების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც iPhone-ების მფლობელებმა 2017-2018 წლებში შეიტანეს. 310 მილიონი დოლარი მინიმალური თანხაა, რომლის გადახდაც Apple-ს მოუწევს. თანხის საბოლოო ოდენობა დამოკიდებულება მოსარჩელეთა რაოდენობაზე. ამასთანავე, სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საქმეზე მორიგი სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 17:53

პოლიტიკა

„ჯეოქეისის“ ღია წერილს საზოგადოების მხარდაჭერა მოჰყვა

„დღეს ქვეყანაში დამძიმებული ეპიდვითარებაა. გლობალური კრიზისის ფონზე, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, უმნიშვნელოვანესია, რომ არაერთ გამოწვევას კონსოლიდაციის გზით გავუმკლავდეთ. არსებული პოლარიზებული გარემო კი ამის შესაძლებლობებს პრაქტიკულად არ ქმნის. ამჟამად ამ მიზნის მიღწევა თანაბრად მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის კონსტრუქციული ჩართულობით ერთობლივი და რეალურად ქმედითი გამოსავლის პოვნას“, - ნათქვამია წერილში.

ნინა კობახიძე

30 ნოემბერი 2020, 17:50

COVID19

ნინა კობახიძე: განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, რომელიც რა თქმა უნდა ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება. ვემზადებით ამ პროცესისთვის. თავისთავად სიტუაცია არის რთული, თუმცა მართვადი

პრემიერ-მინისტრთან ყოველკვირეული შეხვედრა იმართება. ხდება ინფორმაციის გაცვლა, თუ როგორ იყო წინა კვირა, რამდენი საწოლი დავამატეთ და როგორ იმართებიან პაციენტები, - ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძემ პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდვების შესაძლო ეფექტს, რომელიც რა თქმა უნდა ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება.

დავით გადელია

30 ნოემბერი 2020, 17:40

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: მესმის, რომ ადამიანებს შიშის გამო სურთ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამის აუცილებლობა არ არის

მესმის, რომ ადამიანებს შიშის გამო სურთ, რომ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამის აუცილებლობა არ არის, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიგი უგულავა

30 ნოემბერი 2020, 17:35

პოლიტიკა

გიგი უგულავას თქმით, ჯერჯერობით მესამე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს

„ჯერჯერობით მესამე რაუნდი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რაციონალური წინადადებით მოვა „ქართული ოცნება“. ჯერჯერობით ისინი არანაირი წინადადებით არ მოსულან, შესაბამისად ამ წუთას მესამე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

30 ნოემბერი 2020, 17:33

სამართალი

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა დასრულდა. დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200 ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში უდგებიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. ამაზე დაყრდნობით, სასამართლომ ბრალდებულებისთვის პატიმრობის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

30 ნოემბერი 2020, 17:33

ეკონომიკა

სავაჭრო ცენტრები საქმიანობის განახლების უფლებას 24 დეკემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან ითხოვენ

როგორც კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა განცხადებით, მათი მოთხოვნა არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, არამედ მყიდველთა ნაკადის გაკონტროლების აუცილებლობიდანაც გამომდინარეობს. ისინი აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველთა ნაკადების მართვა გაუჭირდებათ.

30 ნოემბერი 2020, 17:30

COVID19

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას.

30 ნოემბერი 2020, 17:30

ეკონომიკა

1-28 დეკემბერს, RS CAR-ი გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-28 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 17:29

COVID19

გიორგი გახარია: აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა კრიტიკული პაციენტებისთვის შეფერხებები არ იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ინფიცირების რაოდენობა მზარდია, აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებით შეფერხებები არ შეიქმნას.

30 ნოემბერი 2020, 17:24

საზოგადოება

ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი მოვალეობის შემსრულებელი, ნინო კვეტენაძე.

რემდესივირი

30 ნოემბერი 2020, 17:22

COVID19

„რემდესივირი“ საქართველოში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლში დაბრუნდება

„ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს თუ როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება ის. შესაბამისად, ის გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

იენს სტოლტენბერგი

30 ნოემბერი 2020, 17:20

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ

„საგარეო მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ“, - ნატოს გენერალური მდივნის ეს განცხადება ალიანსის ვებგვერდზე გავრცელდა.

30 ნოემბერი 2020, 17:18

საზოგადოება

სოციალურად დაუცველთათვის „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ კომპანია „კარფურთან“ ერთად საქველმოქმედო კამპანია დაიწყო

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დღეიდან „თბილისი მოლის“ „კარფურის“ ფილიალის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი „საქართველოს წითელი ჯვრის“ მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და ქველმოქმედებაში მონაწილეობა მიიღონ. საქველმოქმედო კამპანიას ეტაპობრივად შეურთდება კარფურის სხვა ფილიალებიც. აღნიშნულ ღონისძიების შესახებ განცხადებები „საქართველოს წითელი ჯვრის“ პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ და კომპანია „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, კრისტოფ ორსეიმ გააკეთეს.

30 ნოემბერი 2020, 17:17

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2-დან 5 დეკემბრამდე, ვეკუას ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი პარკის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

30 ნოემბერი 2020, 17:08

სამართალი

პროკურატურამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 17:02

COVID19

Moderna აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის ნებართვისთვის დღეს მიმართავს

ამ ეტაპზე Moderna-ს პრეპარატი Pfizer-სა და AstraZeneca-სთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ლიდერთა სამეულში შედის. ამ სამიდან ყველაზე იაფი AstraZeneca-ს ვაქცინაა, რომლის ერთი დოზის ღირებულება 4 აშშ დოლარია. Pfeizer-ის ვაქცინის დოზის ფასი 20 დოლარს შეადგენს, Moderna-თი აცრა კი მსურველს სულ მცირე 33 დოლარი დაუჯდება.

30 ნოემბერი 2020, 16:51

მსოფლიო

საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო, ცენტრალური ლონდონის რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს

„შენობის ირგვლივ 200-მეტრიანი კორდონი შევქმენით, მიმდებარე ქუჩები საავტომობილო მოძრაობისა და ქვეითებისთვის გადაკეტილია. გთხოვთ, მოერიდოთ ამ ტერიტორიას“ , - აღნიშნულია ლონდონის პოლიციის მიერ Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

30 ნოემბერი 2020, 16:35

მსოფლიო

ინდონეზიაში, ვულკანის გააქტიურების გამო, მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს

ინდონეზიაში, ილ-ლევოტოლოკის ვულკანის გააქტიურების გამო, საკუთარი საცხოვრებელი სახლები ათასობით ადამიანმა დატოვა. ვულკანური კვამლისა და გაზის ამოფრქვევის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ლავის ამოფრქვევის შესახებ გააფრთხილა.

იაგო ხვიჩა

30 ნოემბერი 2020, 16:34

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: არსებობს პოტენციალი ან რაღაცაზე შევთანხმდეთ, ან ვერაფერზე და ბოლომდე იყოს პოლიტიკური კრიზისი - ოპოზიცია ქუჩაში, ხელისუფლება მარტო პარლამენტში

„საცობში რომ მანქანა მოყვება, ყველა მანქანამ უნდა იმოძრაოს, რომ სხვა მანქანებისთის სივრცე გააჩინოს, ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს ახლა ჩვენს პოლიტიკაში. სანამ ხელისუფლება არ „ამოძრავდება“, ეს ჩიხი მანამდე იქნება. შეიძლება მარტო ხელისუფლების „მოძრაობაც“ არ იყოს საკმარისი, მაგრამ ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩიხი დაიძრას და რაღაც გამოჩნდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

30 ნოემბერი 2020, 16:21

COVID19

ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის 5 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის 5 მედიკოსს, მათ შორის ერთ ორსულს, კორონავირუსი დაუდასტურდა. გეგმიური ტესტირების შედეგები ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს ბინაზე გადიან. კოვიდ-კლინიკა ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს. საავადმყოფოში მოწყობილია ბოქსირებული განყოფილება, რომელიც ყველა საჭირო აპარატურით არის აღჭურვილი.