imedi /  01 დეკემბერი 2020, 21:10 / სანდო წყარო

ჩინეთის ხომალდი მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა

ჩინური აპარატი „ჩანიე-5“ მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა. ამის შესახებ BBC წერს.

ამოცემის ინფორმაციით, მისიის მიზანი მთვარის გრუნტის მოგვარებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად მოდულს 48 საათი აქვს. ამ დროის გასვლის შემდეგ აპარატი კაფსულას, სადაც დაახლოებით 2 კილოგრამი გრუნტი მოთავსდება, ორბიტალურ მოდულზე მოათავსებს, რომელიც დედამიწაზე დაბრუნდება.

წარმატების შემთხვევაში, ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდება, რომელიც მთვარის გრუნტს დედამიწაზე ჩამოიტანს. ბოლოს მსგავსი მისია 1976 წელს შესრულდა.

ყველა სიახლე

ბექა ბასილაია

25 თებერვალი 2021, 17:36

სამართალი

ბექა ბასილაია: სააპელაციო სასამართლომ განაგრძო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით სვლა

სააპელაციო სასამართლომ განაგრძო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით სვლა და ჩვენი საჩივარი დაუშვებლად ცნო, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რითაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

25 თებერვალი 2021, 17:32

თავდაცვა

სამხედროები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ

პირადი შემადგენლობა გაეცნო გენერალ გიორგი კვინიტაძის ხმოვან ჩანაწერს, მის კუთვნილ ნივთებს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი რუკის ფრანგულ გამოცემასა და იმდროინდელ პრესაში ოკუპაციის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ არაერთ პუბლიკაციას.

სებასტიან მოლინეუსი

25 თებერვალი 2021, 17:31

პოლიტიკა

სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს: მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია

მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის, - ასე მიმართავს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ წერილში, რომლითაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, საამაყოა, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს.

25 თებერვალი 2021, 17:30

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 126 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 126 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 233,770 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,209 ადამიანი. ვირუსისგან 228,299 პაციენტი განიკურნა.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2021, 17:27

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის მებრძოლთა პატივსაცემად მემორიალური კომპლექსის შექმნის ინიციატივით გამოდის

„25 თებერვალი უნდა იქცეს იმ დღედ, როცა გავიხსენებთ, როგორ იმარჯვებს სიმართლე და ღირსება, როგორ შეიძლება პატარა ერი გამარჯვებული გამოვიდეს დიდ იმპერიასთან ჭიდილიდან, როგორ შეუძლია ქვეყანას თავის ტრადიციებსა და იდენტობაზე დაყრდნობით დაისახოს მომავალი და მიაღწიოს შედეგებს, რომლებიც თუნდაც 30 წლის წინ წარმოუდგენელი იყო - ევროპის ასოცირებულ წევრობას და ნატო-ს პარტნიორობას“.

25 თებერვალი 2021, 17:24

მსოფლიო

სომხური მედიის ცნობით, ერევნის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ

სომხეთის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

25 თებერვალი 2021, 17:16

საზოგადოება

თბილისში, საქართველოს ოკუპაციასთან მებრძოლი იუნკერებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობის გეოგრაფიული ობიექტები გაიხსნა

როგორც მიხეილ ამაშუკელმა განაცხადა, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლისთავზე, საბჭოთა რევოლუციონერების და ბოლშევიკების სახელობის ქუჩები იცვლება პირველი რესპუბლიკის მოღვაწეების და იმ გმირების სახელებით, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას თავი შესწირა.

25 თებერვალი 2021, 17:12

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას სომხეთის პოლიციის მაღალჩინოსნებიც შეუერთდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას სომხეთის პოლიციის მაღალჩინოსნებიც შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ირაკლი ზარქუა

25 თებერვალი 2021, 17:06

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ნებისმიერი ფორმის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! მინდა ვახო სანაიასა და მისი ოჯახის მიმართ თანადგომა გამოვხატო

„მინდა გამოვეხმაურო ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს. როგორც ირკვევა, მოხდა ჟურნალისტზე, ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია! რამდენად განსხვავებული აზრიც უნდა ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეს, მით უმეტეს, ჟურნალისტს, პოლიტიკოსსა თუ ზოგადად, საჯარო პირს - ძალადობა გამორიცხული და დასაგმობია!

ანრი ოხანაშვილი

25 თებერვალი 2021, 17:05

საზოგადოება

ანრი ოხანაშვილი: ვახო სანაიაზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან მიმართებით აღსანიშნავია შსს-ს ოპერატიული რეაგირება, მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა

ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია პირის პროფესიულ საქმიანობასთან, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს. როგორც უმრავლესობის წევრი Facebook-ზე წერს, სახელმწიფოს ყოველთვის ექნება მკაცრი რეაგირება ამ ტიპის ინციდენტებზე.

ნიკოლ ფაშინიანი

25 თებერვალი 2021, 17:05

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, დავრჩები თუ არა ხელისუფლებაში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ის ხელისუფლებაში.

დიეგო კოლასი

25 თებერვალი 2021, 16:51

საზოგადოება

დიეგო კოლასი ვახო სანაიაზე თავდასხმას გმობს

„ჟურნალისტებზე თავდასხმა არავითარ კონტექსტში არ უნდა იყოს მოთმენილი. ისინი დემოკრატიის უსაფრთხოების საკვანძო ფიგურები არიან“, - წერს ელჩი.

აშშ-ის საელჩო

25 თებერვალი 2021, 16:47

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას გმობს

აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას Facebook-ზე ავრცელებს. მათი თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.

25 თებერვალი 2021, 16:46

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენი მიზანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს ყველა მოქალაქემ ისარგებლოს მაღალი ხარისხის საკონსულო მომსახურებით

თავის გამოსვლაში, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ 2020 წელი სახელმიწფოსთვის მრავალი უპრეცენდენტო გამოწვევის მომტანი აღმოჩნდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს უჩვეულო რეჟიმში მოუწია მუშაობა და ფრიად საპასუხისმგებლო როლის შესრულება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის პროცესში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გამორჩეული აღნიშვნისა და მაღალი შეფასების ღირსია ის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებმა, საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეების დახმარების კუთხით გასწიეს.

ალუდა ღუდუშაური

25 თებერვალი 2021, 16:33

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ არჩევნების გაყალბებაზე თუ რაიმე აქვთ წარმოსადგენი - კომისიაში ველოდებით

„კომისია მოწოდებული იქნება იმის დასადგენად, ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს, მართლაც რასთან გვაქვს საქმე. თუ ერთპროცენტიანი გადახრა იქნება ჩვენს სასარგებლოდ, მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნებზე ვიმსჯელოთ. შევისწავლით ყველა ხარვეზს და პრეტენზიას, რომელიც შეიძლება იყოს. საქართველოში ჩატარდა სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. თუ სხვა არგუმენტი აქვთ, ოპონენტებმა უნდა წარმოადგინონ“.

25 თებერვალი 2021, 16:31

რეგიონი

ნათია თურნავა ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბაკურიანში სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები 26 - 28 თებერვალს გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.

25 თებერვალი 2021, 16:20

სამართალი

ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

მელიას ადვოკატების საჩივრის მიხედვით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

25 თებერვალი 2021, 16:17

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მააიკე ვან კოლდამს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს.

ლევან იოსელიანი

25 თებერვალი 2021, 16:12

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: თუ დანარჩენი პარტიები პარლამენტში შემოვლენ, საგამოძიებო კომისიას სიამოვნებით შევუერთდებით

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამ ფორმატში ის პარტიები ჩაერთვებიან, რომელთაც 3800 საარჩევნო უბანზე საკუთარი დამკვირვებელი ჰყავდათ და, როგორც თავად აცხადებენ, გაყალბების მტკიცებულებები აქვთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

25 თებერვალი 2021, 16:10

საზოგადოება

ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შსს-ს არქივმა, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ვირტუალური გამოფენა მოაწყო

ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ვირტუალური გამოფენა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას შედეგად მოჰყვა ქვეყნის ოკუპაცია, არაერთი რეპრესიული ტალღა და მრავალწლიანი ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.