28 ივლისი 2022, 15:05 / სანდო წყარო

კიბერკლასში მიღება იწყება

იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო კომპანია გრინნეტთან თანამშრომლობით აცხადებს კიბერკლასში მიღებას. კიბერკლასში სწავლა დაიწყება 15 აგვისტოს და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კურსის მონაწილეებს კვირაში ორჯერ, 2-2 საათის განმავლობაში ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია გრინნეტის ტრენერების მიერ ჩაუტარდებათ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები, მიეწოდებათ კიბერუსაფრთხოების კონკრეტული თემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია და გადაეცემათ სასწავლო რესურსები და დავალებები.

კურსზე ჩარიცხვის წინაპირობებია:

· ზოგადი გამოცდილება, ცოდნა და უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე. სასურველია, კანდიდატებს ჰქონდეთ შემდეგი ცოდნა და უნარები:

· Windows/Linux ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა;

· კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა;

· პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;

· ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა; კიბერ-კლასის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

· შესავალი კიბერუსაფრთხოებაში;

· ქსელის, პროგრამირები, ლინუქსის და სკრიპტინგის საფუძვლები;

· კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები და სტანდარტები; Endpoint, IDS/IPS, WAF, SIEM გადაწყვეტილებებთან მუშაობა, ანალიზი და მონიტორინგის საფუძვლები;

· პენტესტის საფუძვლები ინციდენტზე რეაგირება და ანალიზი;

· მავნე კოდის ანალიზი;

· სისუსტეების, საფრთხეების კვლევა, ანალიზი და რეაგირება;

· კიბერშეტევები და სოციალური ინჟინერია.

კიბერკლასში მონაწილეობის საფასური 500 ლარია. კიბერკლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარდებათ. კურსის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, სერტიფიკატი გადაეცემათ. გამოცდის შედეგების მიხედვით, საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს ექნებათ სტაჟირების შესაძლებლობა ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტში და აგრეთვე - კომპანია გრინნეტში. საუკეთესო 4 სტუდენტს გადაეცემა CompTIA Security+ გამოცდის ვაუჩერი.

კურსში მონაწილეობის მსურველებმა 10 აგვისტომდე უნდა გაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე - cert@dga.gov.ge

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2026, 08:16

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშია

პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ირაკლი კობახიძე, გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, 24 სექტემბერს კი დებატებზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტსა და მშვიდობის თემაზე გამართულ ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიას, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.

21 სექტემბერი 2026, 08:12

სამართალი

სახელისუფლებო პარტიის ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა

სახელისუფლებო პარტიის ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა. მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ცვლილებებისთვის, ლელოსა და ფედერალისტების გარდა, გახარიას პარტიის აკრძალვასაც ითხოვს. მმართველი გუნდის განმარტებით, პარტიები, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციის გაღვივებით არიან დაკავებულები, მათი ადგილი პოლიტიკურ ველზე არ არის.

21 სექტემბერი 2026, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში გაუძღვება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

მე ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში და აშშ, რომელიც იყო ევროკავშირის ფინანსური და ეკონომიკური წარმატების მთავარი გარანტი, ევროკავშირს აღიქვამს კონკურენტად და აღარ აღიქვამს პარტნიორად, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ

ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:21

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: მერციც და მაკრონიც არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში

ყველა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ისეთი დიდი ინდუსტრიული ქვეყნების მოქალაქეები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, აანალიზებენ იმას, რომ არჩევნების შედეგად, სისტემური პარტიების მეშვეობით, ისინი ვერ ცვლიან თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგს და შესაბამისად, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ ქვეყნებს მართავენ, ამ შემთხვევაში მერციც და მაკრონიც, არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის რეიტინგებზე საუბრისას.

სანდრო ბაზაძე

20 სექტემბერი 2026, 23:11

სპორტი

სანდრო ბაზაძე საერთაშორისო ტურნირ „სატელიტის“ გამარჯვებულია

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის, „სატელიტის“ გამარჯვებულია.

20 სექტემბერი 2026, 22:12

კულტურა

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

საბედნიეროდ, ყველა ეპოქაში არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებაც ბევრი საუბარი საერთოდ არ არის საჭირო. მათი სახელები და გვარები თავად ჰყვებიან ყველაფერს განვლილ გზაზე, ნიჭზე, პატრიოტიზმსა და იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც მათ ქვეყნის ცხოვრებაში შეაქვთ.

იაგო ხვიჩია

20 სექტემბერი 2026, 22:06

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის, მაგრამ არსებობს თვითონ მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

გია აბაშიძე

20 სექტემბერი 2026, 21:58

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში შიშზე აგებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, კამპანიის ფინალი ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა.

20 სექტემბერი 2026, 21:40

კულტურა

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებულ იმ წესზე მოგვითხრობს, რომელმაც არაერთი ოჯახისა თუ თაობის ისტორია შეცვალა. ამბავი სისხლის აღების წესზე, ადამიანურ არჩევანსა და პატიების ძალაზეა.

20 სექტემბერი 2026, 21:25

პოლიტიკა

დაშლილების შემოდგომა - დისფუნქციური „ალიანსი“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მიმდინარე პოლიტიკური კვირა ისევ ნაცნობი სცენარით დასრულდა - ბევრი განცხადება, ბევრი ბრალდება და ჯერ კიდევ გაურკვეველი პასუხი კითხვაზე: ვინ, როდის და როგორ აპირებს პოლიტიკურ რეინკარნაციას. ოპოზიციაში მოშლილ კოორდინაციაზე ლაპარაკობენ, ციხიდან გამოგზავნილ წერილებში კი უკვე საკუთარ თანამებრძოლებს აკრიტიკებენ.

20 სექტემბერი 2026, 21:23

მსოფლიო

Politico: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. ​არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ეგზიტპოლების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქსონია-ანჰალტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, - წერს გამოცემა „პოლიტიკო”.

ვატო შაქარიშვილი

20 სექტემბერი 2026, 21:18

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირს ძალიან მკაფიო გზავნილები აქვს წევრი ქვეყნებისთვისაც, კანდიდატი ქვეყნებისთვისაც და საქართველოსთვის განსაკუთრებით, რომ „უარი თქვით ბავშვების დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, დაუშვით ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინება, ჩაატარეთ ლგბტ პრაიდები თბილისისა და საქართველოს ქალაქების ქუჩებში და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“

როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება უნგრეთში და ე.წ. პროევროპული ხელისუფლება მოვიდა, პირველი, რაც გააკეთეს, ეს იყო ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდის გამართვა, რასაც განცხადებით გამოეხმაურა და მიესალმა ურსულა ფონ დერ ლაიენი და სწორედ ეს არის ფასი, რომელსაც ქვეყნები იხდიან ბრიუსელის კეთილგანწყობაში, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

20 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა ამ მიწის ყოფილი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია. რაც შეეხება კანცლერ მერცის პარტიას, ის 5%-იან ბარიერთან იმყოფება.

20 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

სუს-ის ახალი უფროსი - თამაზ ბორაშვილის სამოქმედო გეგმები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების გამოვლენა, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება და კიბერუსაფრთხოება - ეს ბორაშვილის სამოქმედო გეგმის ნაწილია.

20 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

ბრიუსელის მორჩილების ეფექტი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

უნგრეთი ბრიუსელზე დამოკიდებული ხდება, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდა ორბანი. იცვლება ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის შეზღუდვები და იხსნება ლგბტ კონტენტზე დაწესებული აკრძალვების დიდი ნაწილი.

ბექა ძამაშვილი

20 სექტემბერი 2026, 20:46

ეკონომიკა

ბექა ძამაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე: ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი

ჩვენ რასაც ვცდილობთ სააპელაციო ეტაპზე არის ის, რომ, როგორც მინიმუმ, თუ ვერ გავიმარჯვებთ, თანხის ოდენობა მკვეთრად შემცირდეს და იყოს რეალობასთან მიახლოებული, რადგან მიგვაჩნია, რომ ის თანხა, რომელიც პირველ ეტაპზე განისაზღვრა, არ შეესაბამება რეალობას და იმ ხარჯებს, რომელიც კონტრაქტორის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო რეალურად გაწეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.