imedi /  08 სექტემბერი 2017, 12:16 / სანდო წყარო

Apple-ს შესაძლოა iPhone-ის ახალი მოდელის გაყიდვის პრობლემა შეექმნას

კომპანია Apple-ს შესაძლოა iPhone-ების ახალი მოდელის ბაზრისთვის მიწოდების პრობლემა შეექმნას. მოდელის წარდგენა საზოგადოების წინაშე უკვე მომავალ კვირას არის დაგეგმილი. ინფორმაციას გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს. 

დაგვიანების მიზეზი iPhone-ის ახალი მოდელის აწყობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. სწორედ ამის გამო მისი წარმოებაში ჩაშვება ერთი თვით გადაიდო.

Apple-ის ტექნიკურმა პარტნიორმა Foxconn-მა ჩინეთში მდებარე თავის ქარხანაში გაზარდა საწარმოს სიმძლავრე, თუმცა გაზეთის ცნობით, ეს საკმარისი არ იქნება პროდუქციის ბაზარზე დროულად გაშვებისთვის. 

გავრცელებული ცნობით, კორპორაცია Apple-ი iPhone 8-ის პრეზენტაციას 12 სექტემბერს გამართავს.

კომენტარები ()