Imedi /  12 სექტემბერი 2017, 17:13 / სანდო წყარო

ვიკინგების მთავარსარდალი ქალის ნაშთები იპოვეს

სტოკჰოლმისა და უფსალას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შვედეთის ტბა მელარენთან ნაპოვნი მთავარსარდლის ნაშთები ქალს ეკუთვნის. ვრცლად აღმოჩენის შესახებ გამოცემა Phys.org-ი წერს.

ადამიანის ძვლები, ძველი ქალაქი ბირკას მახლობლად იპოვეს, რომელიც 800-975 წლებში შვედეთის ვიკინგების უდიდესი სავაჭრო ცენტრი იყო. სამარხში ასევე იპოვეს იარაღი, მათ შორის ხმლები, ისრები, ცხენის ძვლები და სათამაშო დაფა. მიიჩნეოდა, რომ ნაშთები კაცს ეკუთვნის, თუმცა ზოგიერთი მორფოლოგიური განსხვავება მეტყველებდა იმაზე, რომ სამარხი ქალს ეკუთვნის. 

ფოტო: Uppsala University

მეცნიერებმა ვიკინგის ძვლის დნმ გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ მეომრის გენომს არ გააჩნდა კაცის Y-ქრომოსომა. სათამაშო დაფის ფრაგმენტები და ასევე ცხენის ძვლების ნაშთებიც მიუთითებს იმაზე, რომ ქალს მაღალი რანგი ჰქონდა და დასაშვებია, რომ მთავარსადრალიც იყო.

არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს აღმოჩენა ამტკიცებს იმას, რომ ვიკინგი მეომრების რიგებში ქალები მართლაც იბრძოდნენ. 

კომენტარები ()