Facebook-ი რეკლამების შინაარსის გასაკონტროლებლად 1000 ადამიანს ქირაობს
კომპანია Facebook-მა საგამოძიებო უწყებებს 3000-მდე სარეკლამო კამპანიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ დაფინანსდა. ინფორმაციას TechCrunch-ი ავრცელებს.
ცნობილი გახდა ისიც, რომ Facebook-ი დამატებით 1000 ადამიანს დაიქირავებს იმისთვის, რომ ქსელში არჩევნებთან და სხვა თემებთან დაკავშირებული რეკლამები აკონტროლოს. აგარდა ამისა, Facebook-ი ამატებს ფუნქციას, რომლითაც შესაძლებელი გახდება ქსელის მომხმარებელმა იხილოს არა მხოლოდ რეკლამა, არამედ რეკლამის შემკვეთიც.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც თქვენ რეკლამას ხედავთ, უნდა იცოდეთ ვისგან მოდის ის. სწორედ ამიტომ ჩანს თქვენთან გვერდის სახელწოდება, რომელიც რამეს არეკლამებს. უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის კი გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ფუნქცია, რომლითაც ერთი ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ყველა რეკლამა გამოგიჩნდებათ მიუხედავად იმისა ხართ თქვენ მათი სამიზნე ჯგუფი თუ არა", - ამბობენ კომპანიაში.
Facebook-ის ცნობით, რომელიც მან გამოცემას უთხრა, 2015-2017 წლებში რუსეთთან დაკავშირებულმა "ბოტებმა" სოციალურ ქსელში რეკლამებისთვის 100 000 დოლარამდე დახარჯეს. "ასეთი გვერდი (ფეიჯი) და ექაუნთი 470-მდე იყო", - ამბობენ კომპანიაში.
აშშ-ის ფედერალურ არჩევნებთან დაკავშირებით დარეკლამების მსურველი გვერდი კი უფრო ყურადღებითა და აქტიურად შემოწმდება.
აშშ-ის კონგრესმა Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები კონგრესში მოსმენაზე დაიბარა.
კონგრესს სოციალური ქსელების ხელმძღვანელებისგან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ სოციალურ ქსელებში წარმოებული სარეკლამო კამპანიების შესახებ სურს ინფორმაციის მიღება.
21 სექტემბერს Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ Facebook-ი ამერიკის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მონაცემებს მიაწვდის.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა მომხმარებლებმა Facebook-ი ყალბი ექაუნთებიდან რეკლამა შეუკვეთეს, რომლის მეშვეობითაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა სურდათ.
6 სექტემბერს Facebook-მა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად შესაძლო გამოძიების ფარგლებში, სოციალურმა ქსელმა გამოავლინა ასობით ყალბი ექაუნთი, რომელის რუსეთიდან, ეგრეთ წოდებული "ტროლების ფაბრიკის" დახმარებით იმართებოდა.
ორი წლის განმავლობაში, სააგენტო ყიდულობდა პოსტების ფასიან გავრცელებას. Facebook-მა ყველა იდენტიფიცირებული ჯგუფი გააუქმა, თუმცა "ფაბრიკაში" ამბობენ, რომ ჯგუფების 20% მოქმედია.
ყველა სიახლე
06 ივნისი 2026, 00:45
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ჰენრი ნოვაკის საქმეზე ვაშინგტონის კრიტიკაზე: ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიაში და მიზნად ისახავენ განხეთქილების გაღვივებას ჩვენს ქუჩებში
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ბრიტანელი სტუდენტის, ჰენრი ნოვაკის მკვლელობა მიგრაციულ პროცესებს დაუკავშირა და საზოგადოებას „სამართლიანი რისხვისკენ“ მოუწოდა.
06 ივნისი 2026, 00:22
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ჰენრი ნოვაკი დღეს ცოცხალი უნდა იყოს და იქნებოდა კიდეც, ევროპის ელიტის ბოლო რამდენიმე თაობას თვითგვემის პოლიტიკისა და მიგრანტთა მასობრივი ნაკადის წინააღმდეგ მტკიცე პოზიცია რომ შეენარჩუნებინა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში ჰენრი ნოვაკის გარდაცვალებას ეხმაურება და მომხდარს დასავლური ცივილიზაციის კრიზისს უკავშირებს.
05 ივნისი 2026, 22:42
სპორტი
სპორტის მინისტრი საქართველოსა და ბაჰრეინს შორის გამართულ მატჩს დაესწრო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
05 ივნისი 2026, 22:39
მსოფლიო
მერცი: სერბეთისთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ღიაა, თუმცა სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია
სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
05 ივნისი 2026, 22:34
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანს, რობერტ ოლიფანტს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტები განიხილეს.
05 ივნისი 2026, 22:24
სამართალი
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას
პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადვოკატების განცხადებებს.
05 ივნისი 2026, 22:17
მსოფლიო
ტრამპი პუტინსა და ზელენსკიზე: დაე, მათ მოაგვარონ ეს საკითხები - ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული ვითარება გადაჭრის გზას უახლოვდება.
05 ივნისი 2026, 22:16
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია COSAP-ის კონფერენციაში მონაწილეობდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მიიღო მონაწილეობა, რომელიც 4-5 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სტრუგაში გაიმართა. კონფერენციის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტი იყო.
05 ივნისი 2026, 21:58
სპორტი
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლუკა ლოჩოშვილის გოლით დაწინაურდა. ლოჩოშვილმა ბურთი მეტოქის კარში 52-ე წუთზე გაიტანა.
05 ივნისი 2026, 21:53
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინის მიერ შეხვედრაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ ომს ირჩევს
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის „აზრს ვერ ხედავს“, უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უპასუხა.
05 ივნისი 2026, 21:43
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართულები, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
05 ივნისი 2026, 21:32
რეგიონი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.
05 ივნისი 2026, 21:27
პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
05 ივნისი 2026, 21:24
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)) თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს
ქრონიკის კითხვის საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი.
05 ივნისი 2026, 21:10
პოლიტიკა
2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარი მძიმე ფაქტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და სახელმწიფოს წინააღმდეგ 93%-ით შემცირებული საქმეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.
05 ივნისი 2026, 21:03
პოლიტიკა
სამთვიანი ყოველდღიური კონფლიქტი, შეურაცხყოფა და ღია დაპირისპირება - რას საქმიანობს ოპოზიციის ალიანსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სააკაშვილი აკრიტიკებს ალიანსს, ალიანსი თავს ესხმის სააკაშვილს, სააკაშვილის პარტია კი ცდილობს თავისი ლიდერი დაიცვას. მძიმეა ლექსიკაც, სცენარი კი ალიანსის შექმნის მომენტიდან, ანუ 96-ე დღეა არ იცვლება.
05 ივნისი 2026, 20:55
მსოფლიო
პუტინი: ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, აზრი მხოლოდ უკრაინული მხარისთვის არსებობს - შეაჩეროს ჩვენი შეიარაღებული ძალების შეტევა, სულ ეს არის
რუსეთის პრეზიდენტმა, ვკადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაში „ჯერჯერობით აზრს ვერ ხედავს“.
05 ივნისი 2026, 20:53
ეკონომიკა
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულმა ფორუმმა მუშაობა დაასრულა - რა საკითხები განიხილეს დისკუსიებსა და თემატურ სესიებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულმა ფორუმმა მუშაობა დაასრულა. მას ოცი ქვეყნის ათასამდე სტუმარი, დიპლომატები და ექსპერტები დაესწრნენ.
05 ივნისი 2026, 20:46
მსოფლიო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რეზოლუციას მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე ქვეყნების რაოდენობა რეკორდულად მცირე, 8 იყო. დოკუმენტი საქართველოსთან ერთად 68-ა ქვეყანამ დააინიცირა.
05 ივნისი 2026, 20:42
მსოფლიო
ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება
ევროკომისია მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას ვლადიმირ პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.


