04 ივნისი 2025, 10:18 / სანდო წყარო

კვლევა: ყავის ზომიერი მოხმარება ქალებში უფრო ჯანსაღ დაბერებას უკავშირდება☕

50 წლამდე ქალები, რომლებიც დღეში ერთიდან სამ ფინჯან კოფეინიან ყავას სვამდნენ, ხშირად ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას ასაკში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც გააანალიზეს Nurses’ Health Study-ის მონაცემები - ეს ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევაა აშშ-ში.

კვლევაში 47 ათასზე მეტი ქალი მონაწილეობდა. მათ შეავსეს კვების შესახებ კითხვარები, რის შემდეგაც ექიმები 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ ჯანმრთელობას. ანალიზმა აჩვენა მყარი კავშირი კოფეინის ზომიერ მოხმარებასა და ჯანსაღ დაბერებას შორის.

სპეციალისტების განმარტებით, ყავის მოყვარულ ქალებს იშვიათად უვითარდებოდათ ქრონიკული დაავადებები, ხოლო მათი ფიზიკური, ფსიქიკური და გონებრივი მდგომარეობა ასაკთან ერთად უფრო სტაბილური რჩებოდა.

მსგავსი კავშირი ვერ დადგინდა მათ შორის, ვინც სვამდა ჩაის ან უკოფეინო ყავას. მეტიც - კოფეინიანი ტკბილი გაზიანი სასმელები, ასაკში ჯანმრთელობის შენარჩუნების ნაკლებ შანსებთან ასოცირდებოდა. ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს კვლევა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ქალმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ყავის სმა. კერძოდ, ისინი არ ურჩევენ ჩვევების რადიკალურად შეცვლას მათ, ვინც აქამდე ყავას არ სვამდა.

სპეციალისტის თქმით, კოფეინზე რეაქცია ქალებში შეიძლება ჰორმონალური ფონის მიხედვით განსხვავდებოდეს. ესტროგენი ანელებს ღვიძლის ფერმენტის მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია კოფეინის დაშლაზე. ამიტომ, მენოპაუზის, ორსულობის ან ჰორმონული პრეპარატების მიღების დროს, კოფეინი უფრო დიდხანს რჩება ორგანიზმში.

ყველა სიახლე

მარიამ ლაშხი

26 მარტი 2026, 11:25

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: საქართველოს მოწვევა და საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა აშშ-ში საქართველოს პირველი ლედის მიწვევის ფაქტი შეაფასა.

26 მარტი 2026, 11:22

საზოგადოება

GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 6 გამარჯვებული იმერეთის რეგიონში გამოვლინდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 6 გამარჯვებული იმერეთის რეგიონში გამოვლინდა.

თამარ ბაგრატიონი

26 მარტი 2026, 11:20

საზოგადოება

თამარ ბაგრატიონი: იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს. ამ სამიტზე 45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით, აღნიშნული სამიტი ასეთი მასშტაბური არასოდეს ყოფილა

იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს. ამ სამიტზე 45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით, აღნიშნული სამიტი ასეთი მასშტაბური არასოდეს ყოფილა, - განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა.

26 მარტი 2026, 11:08

ტექნოლოგიები

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დ'არტანიანის საფლავი აღმოაჩინეს

დიაკვან იოს ვალკეს თქმით, რომელიც პირველ გათხრებს ესწრებოდა, მაასტრიხტში ჩონჩხის გვერდით ფრანგული მონეტა იპოვეს. „გარდა ამისა, საფლავის მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანი პიროვნება იყო: ჩონჩხი იქ იპოვეს, სადაც ადრე საკურთხეველი იდგა, იმ დროს კი საკურთხევლის ქვეშ მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებს ან სხვა გავლენიან პირებს მარხავდნენ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ვლადიმერ პუტინი

26 მარტი 2026, 11:06

მსოფლიო

The Telegraph: პუტინი ნავთობიდან დღეში 760 მილიონ დოლარს იღებს, რადგან ირანში ომი მას მოულოდნელ შემოსავალს აძლევს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეში არანაკლებ 760 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალს იღებს, რადგან ირანში ომმა რუსულ ნავთობზე ფასი მკვეთრად გაზარდა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

26 მარტი 2026, 10:59

მსოფლიო

მედია: ევროკომისიამ უნგრეთისთვის 16 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტი გაყინა

ოფიციალურად, ევროკომისია აცხადებს, რომ უნგრეთის განაცხადის განხილვას აგრძელებს და გეგმას მაშინ დაამტკიცებს, როდესაც ის მზად იქნება. თუმცა, წყაროები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ ევროკომისიას არ სურს სესხის გაცემა, რადგან ორბანი „ლოიალური თანამშრომლობის პრინციპს არღვევს“ და უკრაინის დაფინანსებას ბლოკავს.

26 მარტი 2026, 10:55

საზოგადოება

თბილისში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ჩატარდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ბექა ბარბაქაძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო.

26 მარტი 2026, 10:54

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ა.ჰ; 2003 წელს დაბადებული მ.უ; 2006 წელს დაბადებული ა.ჯ; 2006 წელს დაბადებული ი. და 2004 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

26 მარტი 2026, 10:43

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ატმის და ვაშლატამას მწარმოებელ ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ატმისა და ვაშლატამას წარმოებაში მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები ფერმერებთან და ექსპორტიორებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

26 მარტი 2026, 10:42

მსოფლიო

Sky News: ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, რომ ბრიტანული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ კრიპტოვალუტაში განხორციელებული შემოწირულებები აკრძალოს და უცხოური დაფინანსება შეზღუდოს. ინფორმაციას Sky News-ი ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, კირ სტარმერზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 მარტი 2026, 10:32

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე, მათ შორის - თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ალჟირის, ჩინეთის, უზბეკეთის, იემენის, იორდანიისა და ერაყის მოქალაქეები.

26 მარტი 2026, 10:32

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

26 მარტი 2026, 10:31

სპორტი

საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ისრაელს დაუპირისპირდება⚽

ამხანაგური მატჩის წინა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, ხოლო საბა გოგლიჩიძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა.

26 მარტი 2026, 10:31

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული უ.ი. ბათუმში დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დაკავება

26 მარტი 2026, 10:30

პოლიტიკა

კახეთის პოლიციამ ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

26 მარტი 2026, 10:28

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ 2025 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავარლეჯ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.

26 მარტი 2026, 10:28

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ვაშლის მწარმოებელ ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრმა წარმოადგინა ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სამინისტროში დარგობრივი საბჭო შეიქმნება და ამოცანა სექტორის გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა, სიახლეების გაცნობა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა იქნება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკა ეგაძე

26 მარტი 2026, 10:28

სპორტი

ნიკა ეგაძე მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამებს დღეს შეასრულებს⛸️

მოგვიანებით, 21:45 საათზე კი სპორტულ წყვილებში ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს და ლიდერებს - გერმანულ წყვილს მინერვა ფაბიენ ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინს მხოლოდ 0,33 ქულით ჩამორჩებიან.

ზაალ ანჯაფარიძე

26 მარტი 2026, 10:23

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები „სინდისის პატიმარი" და „პოლიტპატიმარი", მორიგი ინსტრუმენტია მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად

ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები „სინდისის პატიმარი" და „პოლიტპატიმარი," არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

ვიქტორ ორბანი

26 მარტი 2026, 10:13

მსოფლიო

ორბანი უნგრეთში მოახლოებულ არჩევნებზე: ორი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს - ისინი, ვინც ომის მომხრეა და ისინი, ვინც მშვიდობას ირჩევს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთმანეთს ორი ძირითადი ძალა უპირისპირდება.